ნოდარ ხადური ეკონომიკის ზრდაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 აპრილი 2016 16:37

რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებების კომენტირებისას განაცხადა. 
„იმ გარემოებებიდან გამომდინარე რაც რეგიონში არსებობს, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მიუხედავად იმისა, რა ხდება რეგიონში, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 
კითხვაზე, იქნება თუ არა თავად საარჩევნო სიაში, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები იქნება ან არ იქნება. რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ შესაძლოა ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს, ხადურმა აღნიშნა, რომ ძალიან პლურალისტური გარემოა, თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, ამიტომ მეორე ტური გამორიცხული არ არის.
„ძალადობა არ არის და არც იქნება. საარჩევნო გარემო იქნება ისეთი, რომ ადამიანმა საკუთარი სინდისით და გონების კარნახით მიიღოს გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან“, - აღნიშნა ხადურმა. 

წაკითხულია 465 ჯერ

Related items

  • "კარგი მოლოდინები გვაქვს, მოვიგებთ" - ხადური არჩევნებზე

    ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით კონსულტაციების შესაბამისად გადაწყდება თ8უ რა ფორმით ჩაერთვება ის წინასაარჩევნო კამპანიაში. მინისტრის თქმით მათ კარგი მოლოდინები აქვთ "კარგი მოლოდინები გვაქვს მოვიგებთ. ჩვენ ვმუშაობთ კონსულტაციები გაიმართება და კონსულტაციების შესაბამისად გადაწყდება თუ რა ფორმით ჩავერთვებით არჩევნებში",-განაცხადა ხადურმა

  • ნოდარ ხადური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

    ნოდარ ხადური დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ესტონური მოდელით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ცვლილებები და მოგების გადასახადთან დაკავშირებული საკითხები იყო. 

    ბიზნესმენების კითხვები ძირითადად პროექტის ამოქმედების ვადებს და მოგების ყოველთვიური დათვლის საკითხს შეეხო. 

    ნაწილი მიიჩნევს, რომ  პროექტით გათვალისწინებული მოგების ყოველთვიური დათვლა დამატებით რესურსებს და ხარჯებს მოითხოვს. განსხვავებული შეხედულება აქვთ ბიზნესმენებს აგრეთვე მოგების შუა წლიდან დათვლის ინიციატივაზეც. 

  • "ვასრულებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობას"-ნოდარ ხადური

    ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ინფორმაციას არ ფლობს იქნება თუ არა წარმოდგენილი მმართველი გუნდის საპარლამენტო სიაში . როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "მთავარი არ არის ვინ ეწერება სიაში".


    "ჯერჯერობით ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. მთავარი სულაც არ არის ვინ ეწერება სიაში. მე ამ წუთას ვასრულებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

    ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განმარტებით კი, ამ თემაზე მასთან საუბარი არ ყოფილა და არჩევნებში კენჭისყრა მისთვის არ შეუთავაზებიათ. შეთავაზების შემთხვევაში კი, სუბარი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რა შეთანხმებაც პოლიტიკურ გუნდში მიირწევა. 

  • EIB საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 150 მილიონამდე ევროს გამოუყოფს
    ევროპის საინვესტიციო ბანკი(EIB) საქართველოს, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის, 150 მილიონამდე ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, - ფინანსური ხელშეკრულებები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა. დოკუმენტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლაზლო ბარანიაიმ მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის" დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდება მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტები - გზების, ქუჩების, წყალსადენის, კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია; განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა; თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება. 49.45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს კი საქართველო „საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II" პროექტის - ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასაფინანსებლად მიიღებს. ხელმოწერის ცერემონიამდე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა ლაზლო ბარანიაის საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრნენ.
  • მინისტრთა კაბინეტის ნაწილი ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიებზე ზეწოლას გამორიცხავს
    მინისტრთა კაბინეტის ნაწილი, როგორც რუსთავი 2-ის საქმეში, ასევე მაესტროს საქმეში კვალავაც გამორიცხავენ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ზეწოლას და ჩარევას. „დარბაზში ვხედავ მაესტროსაც და რუსთავი 2-ისაც და ვერ ვხედავ, რომ მათზე რაიმე პოლიტირკუი ზეწოლა ხდებოდეს,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა. ნოდარ ხადური პროცესებში ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს. „მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ გულწრფელად, რომ ხელისუფლება არ არის ჩარეული ამ პროცესებში, ნამდვილად არ არის ჩარეული. და არანაირი ზემოქმედება ამაზე არ არის და ვინ რა საკითხებით ახდებს სპეკულირებას, ეს სხვა საკითხია,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ეს მისთვის მისაღები იქნება.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური