მსოფლიო რბენა 8 მაისს გაიმართება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 08 აპრილი 2016 15:50

8 აპრილს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პროექტის Wings for Life მსოფლიო რბენა, პრეზენტაცია და პრესკონფერენცია გაიმართა. 

სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run 8 მაისს ლოპოტას ხეობაში უკვე მესამედ ჩატარდება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

დარეგისტრირდით მსოფლიო რბენაზე 4 მაისამდე

 

პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიტარიელ ხეჩიკაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და Wings for Life მსოფლიო რბენის სპორტული დირექტორი მაია აზარაშვილი შეხვდნენ, პროექტის პრეზენტაცია კი საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ბექა გოლეთიანმა წარმოადგინა.

შეხვედრას ასევე დაესწრენენ პროექტის პარტნიორები, სპონსორები, კეთილი ნების ელჩები და მედიის წარმომადგენლები. 

წაკითხულია 1139 ჯერ

Related items

  • კაცი, რომელმაც 88,44 კმ. გაირბინა, WORLD RUN-ის გამარჯვებული

    Wings for Life World Run-ი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში.  6 კონტინენტი, 33 ქვეყანა და ასი ათასზე მეტი მორბენალი. ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, რათა ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

    წლეულს მსოფლიორ რბება 8 მაისს გაიმართა და მსოფლიოში საუკეთესო შედეგი  კაცებს შორის  იტალიაში ჩატარებულ მსოფლიო რბენაზე დაფიქსირდა, გიორგიო კალატერამ  88,44 კმ. გაირბინა, ქალებს შორის კი საუკეთესო იაპონიაში გამოვლინდა, იაპონელმა იოშიდა კაირიმ 65,71 კილომეტრის გარბენა მოახერხა. 

    Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15  - 20  - 25 კილომეტრ საათში  სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება.

    მსოფლიო რბენაში საქართველო მესამედ ჩაერთო. კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ  6 000-მდე მონაწილემ ირბინა. მსოფლიო რბენაში კეთილი ნების ელჩებიც მონაწილეობენ. კახეთში სპორტსმენებმა, პოლიტიკოსებმა, მომღერლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც ირბინეს.

    წლეულს საქართველოში გამარჯვება უცოელებმა მოიპოვეს. კაცებს შორის გამარჯვებული მოლდოველი ლივიუ კროიტორუ გახდა, რომელმაც 56,02კმ. გაირბინა, ქალებში კი გამარჯვება რუსეთის მოქალაქემ  იანა ხმელევამ მოიპოვა, მან 34,93 კმ. გაირბინა.

     

     

  • საქართველოში ქველმოქმედებისთვის მესამედ ირბინეს

    მსოფლიო რბენა - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 8 მაისს კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მესამედ გაიმართა.

    6 კონტინენტი, 33 ქვეყანა და ასი ათასზე მეტი მორბენალი. ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, რათა ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

    Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15  - 20  - 25 კილომეტრ საათში  სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება.

    მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2017 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. წელს ასევე გამოვლინდებიან ეტლით მოსარგებლე გამარჯვებულები - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი.

     მსოფლიო რბენაში კეთილი ნების ელჩებიც მონაწილეობენ. ლოპოტას ხეობაში 6000-მდე მონაწილესთან ერთად, სპორტსმენებმა, პოლიტიკოსებმა, მომღერლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც ირბინეს.

    წლეულს საქართველოში გამარჯვება უცოელებმა მოიპოვეს. კაცებს შორის გამარჯვებული მოლდოველი ლივიუ კროიტორუ გახდა, რომელმაც 56,02კმ. გაირბინა, ქალებში კი გამარჯვება რუსეთის მოქალაქემ  იანა ხმელევამ მოიპოვა, მან 34,93 კმ. გაირბინა.

    რაც შეეხება გლობარულ გამარჯვებულებს, მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო შედეგი კაცებს სორის  იტალიაში ჩატარებულ მსოფლიო რბენაზე დაფიქსირდა, გიორგიო კალატერამ  88,44 კმ. გაირბინა, ქალებს შორის კი საუკეთესო იაპონიაში გამოვლინდა, იაპონელმა იოშიდა კაირიმ 65,71 კილომეტრის გარბენა მოახერხა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური