ბათუმში კაფე-ბარებიდან ცხენის ხორცი ამოიღეს

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 20 მაისი 2015 11:36

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ „რონიკასა" (ი.მ „გელა ახალაძე") და ჭავჭავაძის ქუჩაზე, კაფე-ბარ „ქართველოში" ( ი.მ „ვაჟა ქართველიშვილი") დამზადებულ ოსტრსა და ქაბაბში ცხენის ხორცის გამოყენების ფაქტი გამოავლინეს. 
სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აღნიშნული კაფე-ბარებიდან ხორცის სახეობრივი კვლევისთვის აიღეს მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები და გამოსაკვლევად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. 
კვლევის შედეგად ი.მ „გელა ახალაძის" კაფე-ბარ „რონიკასა" და ი.მ „ვაჟა ქართველიშვილის" კაფე-ბარ „ქართველოში" იდენტიფიცირდა ცხენის ხორცი, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. 
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტებში არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდება.

წაკითხულია 738 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური