მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასებთან დაკავშრებით მერია კომენტარს აკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 13:45

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების მომატებას მოითხოვენ. მათი პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი 8 აპრილიდან გაფიცვას აპირებენ.  ამ თემაზე კომენტარს დედაქალაქის მერი აკეთებს და აცხადებს, რომ ხელფასების ზრდა დამოკიდებულია ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე”.

”თითოეული თანამშრომელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” შესაძლებლობებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ შეიძლება გაეზარდოთ მათ მომავალში ანაზღაურება. თუმცა, ამ თვალსაზრისით რამდენიმე დღის წინ გადავდგით ნაბიჯი და ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” მათ ნამსახურები წლების მიხედვით დანამატზე იზრუნა და 1 მილიონი ლარი დამატებით გამოიყო. მოლაპარაკები დღესაც მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმი გაკეთდება, რათა უკეთ იყვნენ თანამშრომლები უზრუნველყოფილი”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

წაკითხულია 366 ჯერ

Related items

  • თბილისის მერიამ ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა

    თბილისის მერიამ დღეს ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით მერიაში რამდენიმე ოფიციალური წერილი იყო შესული.

    „საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსული იყო რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, დღეს აღნიშნავს კონსტიტუციისა და ნაციონალური დროშის დღეს.

     

  • ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ორთვიანი მკაცრი კარანტინი ნაწილობრივ მოიხსნა

    ჩინეთის ხუბეის პროვინციაში კორონავირუსის გვარცელების გამო, ორთვიანი მკაცრი კარანტინის შედმეგ შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

    ჩინეთის პროვინციის ცენტრალურ ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტით შიდა გადაადგილება ნაწილობრივ განახლდა.

    კერძოდ, დღეიდან მოქალაქეებს ქალაქის ფარგლებში ავტობუსით გადაადგილება შეუძლიათ. ყოველ ავტობუსში მძღოლთან ერთად იმყოფება ზედამხედველი, რომელიც უსაფრთხოების წესებს უზრუნველყოფს.

    გარდა ამისა, 28 მარტიდან უხანში მუშაობას განაახლებს მეტროს ექვსი ხაზი. მგზავრები ვალდებულები იქებიან, ატარონ პირბადეები, ასევე მგზავრობამდე გაიზომონ ტემპერატურა და გაიარონ რეგისტრაცია.

    ხელისუფლება რისკ ჯგუფების წარმომადგენლებს, კერძოდ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან ჯერ თავი შეიკავონ.

    უხანში ტრანსპორტის გადაადგილება 23 იანვარს აიკრძალა. უპრეცენდენტო ზომების ფარგლებში, ასევე აიკრძალა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ასევე საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა.

    მოგვიანებით ანალოგიური ზომები აამოქმედეს ხუბეის მთელ პროვინციაში.

    აღსანიშნავია, რომ დღეიდან ხუბეის პროვინციიდან სხვა პროვინციაში ტრანსპორტით გადაადგილება დასაშვები გახდა.

    გამონაკლისს მხოლოდ ქალაქი უხანი წარმოადგენს, სადაც ჯერ მხოლოდ შიდა გადაადგილებაა დასაშვები.

    ქალაქ უხანიდან გასვლის შეზუდვა კი 8 აპრილიდან მოიხსნება.

     

  • 3 დღიანი გაფიცვა სრულდება - რომელი საათიდან განაახლებს მეტრო მუშაობას

    თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება - ამის შესახებ მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, "ერთობა 2013"-ის გამგეობის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია და მათ მიერ დაყენებული საკითხის მოგვარება ხელფასების 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოხდება. მისი განცხადებით, თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამ გადაწყვეტილებამდე კი, გვიან ღამით რატი კაპანაძე თბილისის მერიაში ვიცე-მერსა და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს შეხვდა. ასევე, მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათ "გლდანი დეპოს" ტერიტორიაზე კარვები აიღეს და ტერიტორია დატოვეს. მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება

  • თბილისში პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

    თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება. როგორც  დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/ გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი. 

    მათი ინფორმაციით, მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

    კერძო ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;

    ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;

    ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის - მხოლოდ სახელმწიფო ნომერი. 

    ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით. 

    როგორც მერიაში განმარტავენ, მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში. 

  • "წარმოიდგინეთ ბნელი გვირაბი, უჰაერო სივრცე... შეადარეთ მათი ხელფასი ხელისუფლების პრემიებს"- ნანუკა ჟორჟოლიანი

    მეტროს მემანქანეების გაფიცვას ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:

    "წარმოიდგინეთ ბნელი გვირაბი, უჰაერო სივრცე სადაც ეს ხალხი ძირითად დროს ატარებს. იკითხეთ მათი ხელფასი, შემდეგ ეს ხელფასი შეადარეთ ხელისუფლების მიერ გამოწერილ პრემიებს, მერე გულზე ხელი დაიდეთ და თქვით რასაც ფიქრობთ.

    სოლიდარობა მეტროს თანამშრომლებს."- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური