მსოფლიო შემსრულებლების კონცერტები ძირითადად ბიუჯეტიდან დაფინანსდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 13:22

ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, Maroon 5 და ხოსე კარერასი საქართველოში იმღებენ, ვარსკვლავები სამთავრობო პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ჩამოვლენ.

თანხის ძირითადი ნაწილი 29 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოიყოს. თუმცა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ კერძო პირებთან პროექტის თანადაფინანსების კუთხით.

ეროს რამაზოტის კონცერტი 24 აპრილს თბილისში სპორტის სასახლეშია დაგეგმილი, რობი უილიამსის 27 მაისს დინამო არენაზე, Maroon 5-ის 7 ივნისს ბათუმში, ხოსე კარერასის კი - 18 ივნისს ქუთაისში.

ეროს რამაზოტის კონცერტზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა 7 აპრილს 12 საათიდან დაიწყება საიტზე tkt.ge და ფილარმონიის სალაროებში. რობი უილიამსის კონცერტის ბილეთები კი 15 აპრილიდან გაიყიდება. ბილეთების მინიმალური ფასი 20 ლარი იქნება. 

Сheck in Georgia ეკონომიკისა და კულტურის მინისტრებმა, ასევე ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა წარადგინეს. 

პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში 19 ქალაქში 25 ფესტივალი გაიმართება და უფრო მეტი კონცერტია დაგეგმილი. პროექტში ადგილობრივი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, საქართველო ამ პროექტს გამოიყენებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოსაზიდად. 

წაკითხულია 509 ჯერ

Related items

  • „ალბათ, ჯობდა, მთავობას ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანა“ - თამზ მეჭიაური

    თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ალბათ მმართველ გუნდს სურდა, რომ მომღერალ რობი უილიამსის კონცერტი აქტივში ჩაეწერა. დეპუტაის თქმით, რამდენიმე ლგბტ ამომრჩეველი შეიძლება მთავრობას დაემატა, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა ხმები დაკარგა.

    ”ალბათ, მმართველ გუნდს ეს კონცერტი აქტივში უნდოდა ჩაეწერა, მაგრამ თუნდაც ერთი უკანალის ჩვენებით ამდენი მილიონი უკუღმა შემოუტრიალდა. რამდენიმე ლგბტ ამომრჩეველი შეიძლება მათ დაემატათ, მაგრამ სამაგიეროდ სხვა ხმები დააკარგინა. სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონოდათ, ალბათ, ჯობდა ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანათ. მართალია, იქ ლგბტ-ების ხმები შესაძლოა დაეკარგათ, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთი ვაჟკაცების (აგერ, ოპერატორები რომ დგანან) ხმებს ნამდვილად მოიპოვებდნენ”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე. მან ისიც აღნიშნა, რომ „ათეული მილიონი ასეთი იაფფასიანი შოუების მოსაწყობად ნამდვილად არ ღირდა”.

  • რობი უილიამსი თბილისშია

    რობი უილიამსი თბილისშია. მომღერალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტელეკამერების წინ რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა. მან განცხადება გააკეთა და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ბრიტანელი მომღერალი საქართველოს პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ესტუმრა.მომღერალი 27 მაისს დინამო არენაზე კონცერტს გამართავს.   დინამო არენაზე სცენა ფაქტობრივად მზად არის. უკვე შემოწმდა სცენა და განათებები. ამ ყველაფერზე კი საერთაშორისო ჯგუფმა იმუშვა. უკვე გაყიდულია 37 ათასი ბილეთი. 

     

  • რობი უილიამსი საქართველოს მიმართავს (ვიდეო)

    „მოგესალმებით ყველას. 27 მაისს მოვდივარ საქართველოში, თბილისში „დინამო არენაზე“.  შევასრულებს ჩემს ყველა ჰიტს. არ გამოტოვოთ“ – სწორედ ასეთი ტექტით მიმართა რობი უილიამსმა თავის თაყვანისმცემლებს.შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი მომღერალი “დინამო არენაზე” საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმღერებს.

     

  • რობი უილიამსი 27 მაისს თბილისში, "დინამო არენაზე" კონცერტს გამართავს

    ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი თბილისში კონცერტს 27 მაისს, "დინამო არენაზე" გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკალური ბენდი Groovesonix "ტვიტერზე" ავრცელებს. როგორც "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რობი უილიამსს მუსიკალურ დახმარებას სწორედ აღნიშნული ბენდი გაუწევს. "მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ვიქნებით მუსიკალური მხარდამჭერი რობი უილიამსის 27 მაისს, "დინამო არენაზე", - წერია ბენდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • რობი უილიამსი "დინამო არენაზე" იმღერებს

    ლეგანდარული მომღერალი რობი უილიამსი თბილისში 27 მაისს, "დინამო არენაზე" იმღერებს.  კონცერტის შესახებ ინფორმაციას მუსიკალური ბენდი Groovesonix "ტვიტერზე" ავრცელებს. 
    როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  რობი უილიამსს მუსიკალურ დახმარებას ბენდი Groovesonix გაუწევს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური