სენაკში"ნაცმოძრაობა"გაზის ტარიფის მომატებას აპროტესტებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 12:20

ნაციონალურ მოძრაობაში გაზის ტარიფის მომატებას აპროტესტებენ,  პარტიის წევრის, თენგიზ გუნავას თქმით, სენაკში ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას 12 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწია, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

პროტესტის შემდეგ კი, გუნავას თქმით, ბუნებრივი აირის გადასახადი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. პარტიაში ამბობენ, რომ ფასის მომატება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა.

ისინი გაზმომარაგების ადგილობრივ კომპანიას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. თენგიზ გუნავას მტკიცებით მსგავსი პრობლემებია თელავშიც.

წაკითხულია 361 ჯერ

Related items

  • კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

    აღნიშნული უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ყველა ეს ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის.

    ეკონომიკის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

  • გაზზე ტარიფი გაიზარდა

    ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიის გადაწყვეტილებით ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა.

    სემეკმა შესაბამისი მონაცემი „ყაზტრანსგაზის“ გაზის განცხადების საფუძველზე დაადგინა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

    ამ წუთებში „სოკარისა“ და „საქორ-გაზის“ განაცხადების განხილვა მიმდინარეობს. კომპანიები გაზზე ტარიფის გაზრდის და მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების კომპონენტების ხელახალ გადაანგარიშებას ითხოვენ.

    გუშინ "სემეკმა" გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ნახევარი თეთრით გაზარდა.

  • „ნაცმოძრაობა“ „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

    „ნაციონალური მოძრაობა“ „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 
    როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობა, რომ მოიპოვოს პრივილეგიები ივანიშვილის კარზე, უპასუხისმგებლო საქციელია, რაც გამოიწვევს საკუთარი ამომრჩევლის უკმაყოფილებას. 
    „იმ მხარდამჭერებმა, რომლებმაც ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას დაუჭირეს მხარი და არ აქვთ არანაირი თბილი ადგილის მოპოვების პერსპექტივა, მათ ჩვენ და სხვა პროდასავლური ძალები მოვუწოდებთ, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქვეყნის უკუსვლისა და რეგრესის წინააღმდეგ“, - განაცხადა კანდელაკმა.

  • „ნაცმოძრაობა“ მმართველ გუნდს კომუნალური ვაუჩერებისთვის გათვალისწინებული ხარჯების საარჩევნო კამპანიაზე მორგებაში ადანაშაულებს

    ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს კომუნალური ვაუჩერებისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ხარჯების საარჩევნო კამპანიაზე მორგებაში ადანაშაულებს. 

    თბილისის საკრებულოს წევრ ირაკლი აბესაძის თქმით, მერიამ, 2 მარტის დადგენილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გათვლილი კომუნალური ვაუჩერები საარჩევნო მიზნებისთვის გააუქმა. ის ოჯახებისთვის ნოემბერსა და დეკემბერში დახმარების შეწყვეტას ვარაუდობს.   

    მერიის სოციალური სამსახურის უფროსი კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ ახალი დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებები კომუნალური სუბსიდირების ფორმის ცვლილებას გულისხმობს. 

    უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ახალი რეგულაციით, 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები ვაუჩერს დარჩენილი თვეების განმავლობაში განახლებული წესით მიიღებენ.

  • "ნაცმოძრაობა"პარლამენტში ახალ ინიციატივას წარადგენს,რომელიც ეკონომიკური დანაშაულისათვის სასჯელის შემცირებას მოიცავს

    ეკონომიკური დანაშაულისათვის სასჯელის შემცირებაზე,რომელიც უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და სხვა სახის დანაშაულს შეიცავს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.

    განიხილება ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, მცირდება სანქციები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური