ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა იმატა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 19 მაისი 2015 17:51

მაისის თვეში მცირეწლოვან ბავშვებში ინფექციური დაავადება ჩუტყვავილას  შემთხვევებმა იმატა. როგორც "ნიუსდეისთან" საუბრისას  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, ჩუტყვავილას გართულებული ფორმა არ გამოვლენილა.

"ჩუტყვავილას გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა მიმართონ ექიმს. ვირუსის მატარებლები მოერიდნონ ხალხმრავალ ადგილებს. თუ ბავშვს ჩუტყვავილა აქვს არ წაიყვანონ ბაღში ან სკოლაში. ჩუტყვავილა ბოლო დროს ბავშვებში ვლინდება, თუმცა განსაკუთრებული მომატება არ შეინიშნება, არც ინფექციის გართულებული ფორმები გამოვლენილა", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

წაკითხულია 723 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური