კვორუმის გამო პარლამენტში სხდომა ისევ ჩაიშალა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 13:54

საქართველოს პარლამენტში სხდომა ჩაიშალა.  რეგისტრაცია სხდომათა დარბაზში მხოლოდ 71-მა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისათვის კი 76 დეპუტატი იყო საჭირო.

პარლამენტის სასესიო დარბაზში ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც რეგისტრაცია არ გაიარეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი რეგისტრაცია 15 წუთში ჩანიშნა. 

შეგახსენებთ ,რომ პარლამენტში კვორუმის არასებობის გამო სხდომა 31 მარტს სამჯერ ჩაიშალა. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რამდენიმე საათია სუსის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. 

წაკითხულია 492 ჯერ

Related items

  • პარლამენტის წევრები ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ

    პარლამენტის წევრებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა  საჯაროდ გაიკეთეს. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ  საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 20-მდე  დეპუტატი ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ამის თაობაზე ინფორმაციას ჯანდაცვის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

    იმუნიზაციის პროცესს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი    ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო.

     მინისტრმა პარლამენტის წევრებს   იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესში საკანონმდებლო ორგანოსა  და დეპუტატების ჩართულობა  იმუნიზაციის პროცესს  კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს.

    „საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. საზოგადოების მზაობა და სანდოობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით იზრდება. მნიშვნელოვანია როგორც სამსახურებრივი ჩართულობა, ასევე ბიზნესსექტორის ჩართულობაც, ვინაიდან თითოეული ჩვენი მოქალაქის სოციალური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა დღესდღეობით გამოიხატება სწორედ პირბადის ტარებაში, სოციალური დისტანციის დაცვასა და ასევე ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართულობაში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის გახდება მაგალითი საზოგადოებისთვის. ვაკვირდებით, რომ ბოლო პერიოდში აქტიურია მინისტრების ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში. ასევე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოს და დეპუტატების ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

    ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილს დაიწყო.

    აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა გახდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. მის კანდიდატურას პარლამენტის დეპუტატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. კ. კუჭავას კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი, წინააღმდეგი წავიდა.

    „ჩვენ ერთად უნდა გავამყაროთ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება არჩეული კურსის ერთგული და მუდამ იქნება დასავლეთისთვის სტაბილური დასაყრდენი რეგიონში. ეს ის საქმეა, რომელსაც ერთად უნდა შევეჭიდოთ და ერთად დავდოთ სასურველი შედეგი. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში, მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც ყოველი მხრიდან, ყოველდღიურად, ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით სჭირდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა. პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას, უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ერთსულოვნად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

    2021 წლის იანვრიდან კახა კუჭავა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია და იკავებს პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას. 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2016-2020 წლებში ის გახლდათ საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის წევრი და ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მოგვიანებით არჩეულ იქნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. 2016 წლიდან კახაბერი არის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. 2012-2016 წლებში ეკავა წამყვანი პოზიციები კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებში საკონსულტაციო, საინვესტიციო და სამთო-მოპოვებით სექტორებში. 2011-2015 წლებში იგი გახლდათ მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაცია „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა. 

  • პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა ჩატარდა

    „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული ზოგიერთი დეპუტატი დღეს პარლამენტში მივიდა. პარლამენტში სხდომაზე დასასწრებად შევიდნენ ის ოპოზიციონერები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

    „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები პარლამენტში მისულ ოპოზიციონერებს პარლამენტის შენობასთან შეძახილებით დახვდნენ: „რატომ მიგვატოვეთ“, „მონებო“, „ყველას გიმახსოვრებთ“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ამასთან, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა „გირჩის“ წევრს, ვახო მეგრელიშვილს „არაკაცი“ უწოდეს.

    პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციაზე მისული არიან 20 ივნისის აქციის მონაწილეები. ისინი 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების შესახებ ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათთვის მიუღებელია, ამნისტიის კანონპროექტი დაკავებულ სამართალდამცველებსაც შეეხოს.

    „ლელოს“ წარმომადგენელმა, ბადრი ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ უკვე გათავისუფლდება გიორგი რურუა და მოხდება ამნისტია. მისი თქმით, ოდნავი რისკიც კი არ არის, რომ დამნაშავეები გათავისუფლდნენ ამნისტიით.

    შეგახსენებთ, რომ თითქმის 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა გაიმართა.

    სხდომას ესწრებიან იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მედიატორ შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. კერძოდ, დღეს პარლამენტში შევიდნენ: ზურაბ ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, თეონა აქუბარდია.

    პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ესწრება, რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა.

    ამ წუთებში სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება, განცხადებების დასრულების შემდეგ კი პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია კახა კუჭავა.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

    „მინდა, გაგაცნოთ სიახლე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებულ იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე.

    ჩემთვის, დიდი პატივი იყო მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, მოთმინებისთვის და გვედით დგომისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი წარმატებისთვის და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ახალ გამარჯვებებს და უზრუნველვყობთ ქვეყანაში პროგრესს“ , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით საქართველოს პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე მმართველი პარტია კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.

     

     

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში იმყოფება

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას

    მათი ცნობით, შარლ მიშელი თავდაპირველად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება და მათ შორის პირისპირ საუბარი გაიმართება.

    დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

    ამასთან, შარლ მიშელი პარლამენტში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

    დღის ბოლოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.

    ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ გუშინ ხელმოწერა გაიმართა.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი 18 აპრილს წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

    ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური