ტყემალაძე "მრეწველების" სამომავლო გეგმებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 13:50

მრეწველების" წარმომადგენლებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ არჩევნებში რა ფორმატით მიიღებენ მონაწილეობას. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმაზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებლად გაიმართება. "არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური მიმართულების პარტიები მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები ლიბერალები და აშ. თუმცა, მათ გარკვეული საერთო აქვთ. ლიბერალებთან ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ. ჯერ შიდაპარტიული კონსულტაციები გვექნება, შემდეგ პოლიტიკურ პარტიებთან. მოვლენებს ჯერ წინ ნუ გავუსწრებთ. პირველ რიგში განვიხილავთ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

წაკითხულია 369 ჯერ

Related items

  • „თამარ ჟვანიამ კანონის დარღვევით გაანაწილა სახელმწიფო ბიუჯეტი კონკრეტულ პარტიებზე“ - თამარ კეკენაძე (ვიდეო)

    „თამარ ჟვანიამ კანონის დარღვევით გაანაწილა სახელმწიფო ბიუჯეტი კონკრეტულ პარტიებზე. ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ პარტია „მრეწველებმა“ უკანონოდ მიიღეს 300 000-იანი დაფინანსება...ეს იყო არაკანონიერი გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის ყველაზე საფრთხის შემცველი არის ის, რომ ყველაფერი ეს ემსახურებოდა, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კომისიაში არ იყოს წარმოდგენილი „თავისუფალი დემოკრატები“, როგორც ოპოზიციური ძალა და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი დამატებითი ხმა ჰქონდეს, რათა აკონტროლოს საარჩევნო პროცესი.“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამარ კეკენაძე პასუხობს.

  • „ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ეფუძნება არასწორ ინტერპრეტაციას“ - ლელა ტალიური (ვიდეო)

    „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის 22 ნოემბრის განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანებებისთვის დაფინანსება განისაზღვრა, გარკვეულწილად არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, რაც ფაქტობრივად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას -ეს არის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - და ასევე უგულებელყოფს მეორე პარტიის ინტერესებს - ეს არის „თავისუფალი დემოკრატები“. განსხვავებით „თავისუფალი დემოკრატებისგან“, მრეწველთა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვერ გადალახა დაფინანსების მოსაპოვებლად დადგენილი მინიმალური სამპროცენტიანი ბარიერი.“ - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა, ლელა ტალიურმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ლელა ტალიური პასუხობს.

  • პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ შეიქმნა

    მე-9 მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ შეიქმნა, რომელსაც ხაშურის მაჟორიტარი, „მრეწველი“ სიმონ ნოზაძე უხელმძღვანელებს.

    პარლამენტის 116 წევრისგან შეიქმნა უმრავლესობა, უმრავლესობის ლიდერი კი არჩილ თალაკვაძე იქნება.

  • ტყემალაძე პოლიტიკიდან მიდის - "გაქრებიან" თუ არა მრეწველები ?!

    "მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აქტიური პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ტყემალაძემ თავად განაცხადა:"ცხოვრებიდან და პოლიტიკიდან მთლიანად გაქრობას არ ვაპირებ, მაგრამ აქტიური პოლიტიკის გადაბარება მოხდება ახალგაზრდებზე. მე ვფიქრობ, თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომაზეც. ”მრეწველები” არ გაქრებიან, ”მრეწველები” იქნებიან. ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდები წამყვან პოზიციებს დაიკავებენ ", - განაცხადა ტყემალაძემ.

  • ზურაბ ტყემალაძე ქართული ოცნების ოფისში

    პარტია მრეწველების წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე ქართული ოცნების ოფისში იმყოფებოდა. ტყემალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, უცნობია რა თემას უკავშირდებოდა დღევანდელი შეხვედრა.

    ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების ოფისში უნდა მივიდნენ პრემიერიმინისტრი და პრეზიდენტი.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული ოცნების ოფისში რესპუბლიკური პარტიის მინისტრების გადაყენების საკითხს განიხილავენ. 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური