„პატრიოტთა ალიანსი“ არ გამორიცხავს,რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 12:53

წინასაარჩევნოდ, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას„პატრიოტთა ალიანსი“ არ გამორიცხავს . ირმა ინაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებები არ ყოფილა, თუმცა შემოთავაზების შემთხვევაში, გარკეული კონფიგურაციები შესაძლებელია. „ვრცელდება არაერთი ვერსია და მიწევს კომენტარის გაკეთება შესაძლო კონფიგურაციებზე წინასაარჩევნოდ. მე პირდაპირ გეტყვით, რომ არანაირი საუბარი არ ყოფილა ჩვენსა და ბატონ გოგი თოფაძეს შორის, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და კარგად ვიცნობ. არ ყოფილა საუბარი არც კახი კალაძესთან, არც კახა შარტავასთან, არც ქალბატონ ბურჯანაძესთან, მაგრამ თუ იქნება მათი მხრიდან რაღაც წინადადებები, თუ იქნება რაღაც შემოთავაზება, ცხადია ვიფიქრებთ ჩვენ ამაზე“,-განაცხადა ინაშვილმა.

წაკითხულია 375 ჯერ

Related items

  • ქართული მიწები უნდა დავიცვათ, - ირმა ინაშვილი

    პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში „უფლებადამცველთა გაერთიანების" მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ წინადადებით შევა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვას ითვალისწინებს. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

    „როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ამ ინიციატივას წარვადგენ კომისიაში. საქმე ეხება კონსტიტუციის 21-ე მუხლს. კონსტიტუციის 21-ე მუხლს უნდა დაემატოს პირველი პრიმა პუნქტი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

    მისივე თქმით, კონსტიტუციაში შესატან ინიციატივას თან ერთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.

    „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. დღეს არის აბსოლუტური განუკითხაობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების ნაწილში. ქართული მიწები უნდა დავიცვათ ჩვენ. ეს არის სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება და ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებაც სწორედ ამას ისახავს მიზნად“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

    „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ითხოვს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არ გასხვისდეს უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. „ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი და ამ პროცეში ჩართული იყვენენ ექსპერტები და სამართლის დარგის სპეციალისტები. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო კომისია ჩვენს წინადადებას მისცემს დადებით პასუხს“,- აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

    საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართული მისიის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია კორკოტაშვილის განცხადებით, ისინი ენდობიან „პატრიოტთა ალიანსს“ და ეცდებიან მათთან ერთთად მიაღწიონ აღნიშნული ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში.

     

  • მნიშვნელოვანი საკითხები შიმშილობის გზით კი არა , არამედ დიალოგით უნდა წყდებოდეს, - ირმა ინაშვილი

    პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულ მეანაბრეებს შეხვდა, სადაც არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

    ირმა ინაშვილი და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ ბიუროს სხდომაზე და პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე „პარლამენტის მონაწილეობით სამთავრობო კომისიის შექმნის საკითხს“ დააყენებენ.

    „კომისიამ უნდა შეისწავლის რა ურთიერთობას ჰქონდა ადგილი და რა სქემას ჰქონდა ადგილი ეროვნულ ბანკსა და საფინანსო კომპანია „საქართველოს“ შორის“, - განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა მეანაბრეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

    „ჩვენ ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოწვეული იყოს პარლამენტში და მეანაბრეების მხიდან მიეწოდოს ინფორმაცია და ასევე, დაიწყოს მოკვლევა საკუთარი ინსტიტუტის ფარგლებში, რა ურთიერთობას ჰქონდა ადგილი ეროვნულ ბანკსა და საფინანსო კომპანია „საქართველოს“ შორის. რა თქმა უნდა, აუცილებელია სახელმწიფომ, ხელისუფლებამ იზრუნოს იმისთვის, რომ მოხდეს ამ ზარალის კომპენსაცია“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა. მისივე თქმით, ზარალის კომპენსაცია შეიძლება სხვადასხვანაირი ფორმებით მოხდეს და მეანაბრეებს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ხედვები აქვთ, თუმცა, მანამდე აუცილებელია გამოძიების დაწყება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, ფრაქცია დაზარალებულ მეანაბრეებს იურიდიულ დახმარებასაც უწევს.

    „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხები ქვეყანაში წყდებოდეს არა შიმშილობის გზით, არამედ კონსტრუქციული დიალოგის გზით. არ არის ცუდი, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები შეხვდნენ გუშინ მეანაბრეებს და „ქართული ოცნებაც“ დაინტერესდა ამ თემით. რაც მეტი ფრაქცია დაინტერესდება, რაც მეტი მინისტრი, დეპარტამენტის უფროსი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთვება ამ საკითხის გადაწყვეტაში, მით უკეთესი“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

  • ჩვენი 6 დეპუტატი მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს, - ირმა ინაშვილი

    „არსებობს  მოსაზრება, რომ 6 დეპუტატი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, პრაქტიკულად ასეა, როცა არის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენი  6 დეპუტატი  მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს. ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში. რაც შეეხება ვიცე–სპიკერის პოტს, ვიღაცას მოწონხარ, მხარს დაგიჭერს, ვიღაცას არ მოწონხარ და არ დაგიჭერს. თუ მხარს დაგვიჭერენ, გაგვიხარდება,“ – ამის სესახებ პარლამენტში მისულმა "პარტიორთა ალიანსის' ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. 

  • „პრორუსული სენტიმენტები გაიზარდა საქართველოში და ეს იყო კიდეც ივანიშვილის მიზანი (ვიდეო)

    „პრორუსული სენტიმენტები გაიზარდა საქართველოში და ეს იყო კიდეც ივანიშვილის მიზანი. მას არც დაუმალავს, რომ მისი მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის განადგურება და მის ნაცვლად პოლიტიკურ ველზე ორი ღიად პრორუსული პარტიის გაჩენა იყო. ახლა მათ ეს შეასრულეს. შეიყვანეს ( პარლამენტში - შენიშვნა „სასაზღვრო ზონა“) ერთერთი ის პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა.ყველამ იცის, რომ მთავრობა დაეხმარა პრორუსულ „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტში შესვლაში.“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

  • ”პატრიოტთა ალიანსმა” სასამართლო დავა შესაძლოა სტრასბურგში გააგრძელოს

    ”პატრიოტთა ალიანსმა” მანდატების ხელახლა განაწილებაზე სასამართლო დავა შესაძლოა,  სტრასბურგში გააგრძელოს.

    "პრაქტიკულად, საარჩევნო ადმინისტრაციას რა გადაწყვეტილებაც უნდა იმას იღებს. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გვაქვს წარდგენილი  და იმედია ანტიკონსტიტუციური ნორმების გადახედვას მივაღწევთ. რაც შეეხება  გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ ჩვენ მას სტრასბურგში  გავასაჩივრებთ, ვინაიდან სახეზეა მართლმსაჯულების უფლების დარღვევა,”- აღნიშნული განცხადება  სააპელაციო სასამართლოში პროცესის დარულების შემდეგ ”პატრიოტთა ალიანსის” იურისტმა ლევან ჩხეიძემ გააკეთა.

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური