ესეების სტუდენტური კონკურსი "ჩემი რუსთაველი"

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 00:00

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობით, აცხადებს სტუდენტური ნამუშევრების ეროვნულ კონკურსს „ჩემი რუსთაველი“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს.

საკონკურსო თემებია:

ორი სამეფო ოჯახი, ორი ისტორია - თანასწორობის იდეა ინდოეთსა და არაბეთში
პიროვნება, როგოც მთავარი ღირებულება „ვეფხისტყაოსანში“
ავთანდილი და ფატმანი - გზა უარყოფიდან პატივისცემამდე
ქალისა და კაცის მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“
საკონკურსო პირობები:

საკონკურსო ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 3,000 სიტყვას
საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი
შეფასების კრიტერიუმები:

საკითხის ორიგინალური გააზრება
პრობლემის ხედვა კონტექსტში
ანალიზი და არგუმენტირება
წერის კულტურა
პრიზები:

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით და შესაძლებლობა ექნებათ, სამუშაო პრაქტიკა გაიარონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტში.   

სტუდენტური ნამუშევრების კონკურსი ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“, რომელსაც აფინანსებს შვედეთის მთავრობა.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ ასევე განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საკონკურსო ნაშრომების შემოტანა
საკონკურსო ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე:

JLIB_HTML_CLOAKING
JLIB_HTML_CLOAKING

წაკითხულია 770 ჯერ

Related items

  • საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

    პრეზიდენტის განკარგულებით, დღეს საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9 კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი პროფესორი ზვიად გაბისონია უხელმძღვანელებს.

     პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ეროვნული პრემიის ლაურეატები.

     პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნათია სულავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შექმნილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიამ დღეიდან გამოაცხადა კონკურსი საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად.

    საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

     პრემია გაიცემა ყოველწლიურად და მას შეიძლება ჰყავდეს ერთი, ან ორი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

    საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის მიერ შერჩეული ლაურეატობის კანდიდატები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
    პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება მოხდება 10 ოქტომბრის ჩათვლით,
    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, (ათონელის ქუჩა N25), დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.

  • არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა. 

    არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს იმ დახმარებისთვის, რომელსაც UNDP საქართველოს პარლამენტს უწევს, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმის კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ UNDP-მ, ასევე დიდი წვლილი შეიტანა პარლმენტის კვლევითი ცენტრის დაარსებაში.

    მხარეებმა ისაუბრეს ახალ პროექტზეც, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება და UNDP კვლავ გააგრძელებს საპარლამენტო რეფორმების მხარდაჭერას.

    პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, ასევე საარჩევნო რეფორმაზე და იმ კანონმდებლობაზე ესაუბრა, რომელსაც პარლამენტის მიიღებს.

    შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო დეცენტრალიზაციის სტრატეგია და ამ სტრატეგიის მიღების აუცილებლობის საკითხი.

     

     

  • შილდის ღვინის ქარხანა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა

    18 ივნისს ევროკავშირმა გამოაცხადა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვების ცერემონიაზე ბრიუსელში. კონკურსის პირველი სერიის გამარჯვებულია შილდის ენერგოეფექტური მეღვინეობა საქართველოდან.

    2014 წელს დაარსებული შილდის მეღვინეობა კახეთში, საქართველოს მეღვინეობის წამყვან რეგიონში მდებარეობს. ევროკავშირის და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ მხარდაჭერილ კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამაში (ენერგოკრედიტი საქართველო) მონაწილეობით, კომპანიამ დაიწყო ღვინის წარმოების ენერგოეფექტური ეკოლოგიური პროცესი, რამაც ის რეგიონში პირველ ეკოლოგიურ ღვინის მწარმოებლად აქცია. დღეს, ღვინის ქარხანა 60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო მისი ყოველწლიური დანაზოგი ელექტროენერგიის ხარჯზე 60,000 ევროზე მეტს შეადგენს.

    აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ჩატარებული ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობდა 50-ზე მეტი განაცხადი 6 ქვეყნიდან, რაც მოიცავდა ძალზე მრავალფეროვან შემოქმედებით, მაღალეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით საზოგადოებისა და ბიზნესის სასარგებლოდ. ჟიურიმ 6 ფინალისტი შეარჩია, მათ შორის: ბიომასით გათბობის გადაწყვეტილებები სასოფლო განვითარებისთვის (სომხეთი), განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ნოვოგრუდოკის რაიონში (ბელარუსი), ბიომასა და ენერგოეფექტურობა „პრიჩინდელის“ საბავშვო ბაღში ბუსილაში (მოლდოვის  რესპუბლიკა), შპს ქართული ღვინო და ღვინის მწარმოებელი კომპანია - მეღვინეობა შილდა (საქართველო), ენერგიის მოხმარების და CO2-ის ემისიის შემცირება დოლინაში (უკრაინა), ტრენინგი უმაღლეს ინჟინერიაში ეკოლოგიურად მდგრადი სამრეწველო განვითარებისთვის (უკრაინა).

    შერჩეული 6 ფინალისტი მონაწილეობდა საჯარო კენჭისყრაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში, ორი კვირის განმავლობაში, 2019 წლის 28 აპრილიდან 9 მაისამდე მიმდინარეობდა. ყველა ხმა იქნა დათვლილი და დადასტურებული. მოქმედი ხმები დაემატა ჟიურის ხმებს საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად.

    ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ტარდება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2019-ის (EUSEW) ფარგლებში და მონაწილეობის მისაღებად პირველად იყო მიწვეული აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). კონკურსის მიზანია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წარმატებული პროექტების გამოვლენა ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროში, რომლებიც უშუალოდ ეხმარება მოქალაქეებს და საზოგადოებას ენერგიის დაზოგვაში ან ენერგიის მდგრად წყაროებზე გადასვლაში.

    დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2KYV25C 

    ***

    ინიციატივა EU4Energy მოიცავს ევროკავშირის მთლიან მხარდაჭერას, რომლის მიზანია ენერგომომარაგების, ენერგეტიკული უსაფრთხოების და კავშირის გაუმჯობესება, ასევე ენერგოეფექტურობის მხარდაჭერა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტების და პროგრამების დაფინანსებით, რომლებიც ხელს უწყობს ენერგეტიკის ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომომარაგება გახდება უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, რაც შეამცირებს ენერგეტიკულ დეფიციტს და ენერგიაზე ხარჯებს როგორც მოქალაქეების, ისე კერძო სექტორისთვის.

    დამატებითი ინფორმაცია: www.EU4Energy.eu

  • GEclose2EU-ს კონკურსის დასრულებამდე რამოდენიმე დღე რჩება

    ინტელექტუალური სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის გამოცხადებული კონკურსი კიდევ რამოდენიმე დღე გაგრძელდება. კონკურსი, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ GEclose2EU-ს ფარგლებში ტარდება და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

    კონკურსის მიზანია 100 ორგანიზაციის შერჩევა, რომლებიც სპეციალურ ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ. მასში ჩართვა შეუძლიათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტეტურის მიმართულებით მუშაობენ და გარკვეული ტექნიკური დახმარება ესაჭიროებათ. მოგვიანებით პროექტში ჩართვას კიდევ ორი სექტორიც შეძლებს, რომელიც კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება.

    კონკურსში განაცხადების მიღება 1 მაისს დაიწყო და 1 ივნისს დასრულდება. შედეგები ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი და შერჩეული კომპანიები, რომლებიც სპეციალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასებსა და სასწავლო ტურებში. სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს საშუალება მიეცემათ სასწავლო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრნონ.

    ინფორმაციის მიღება კონკურსის შესახებ შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.geclose2eu.info.


    პროექტის შესახებ:

    პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2018 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე განხორციელდება.

  • კონფუცის ინსტიტუტის სიტყვით გამოსვლის კონკურსი

    თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით კამპუსში გაიმართა ჩინურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი თემაზე "მე და ჩინეთი". საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ჩინური ენით დაინტერესებულმა 15-მდე სტუდენტმა ჟიურისა და მაყურებელს გაუზიარა თავისი დამოკიდებულება ჩინეთისადმი. ძლიერი კონკურენციის პირობებში გამარჯვება მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა რატი მდივანმა. მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ორენოვანი სერტიფიკატებითა და პრიზებით. თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი ჩინეთითა და ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ხშირად აძლევს სხვადასხვა სახის კონკურსში მონაწილეობისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას. მომავალშიც იგეგმება არაერთი საინტერესო ღონისძიების ჩატარება.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური