26 მაისისთვის მზადება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 19 მაისი 2015 12:28

საქართველოს შეიარაღებული ძალებმა დამოუკიდებლობის დღისათვის მზადება დაიწყო.

26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო-საზეიმო ღონისძიებებში ავიაციაც იქნება ჩართული. ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისში 19, 20 და 25 მაისს რეპეტიციები ჩატარდება.

ღონისძიებებისათვის მზადების ფარგლებში, 19 მაისს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე 1 ერთეული „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით სავარჯიშო ფრენას განახორციელებს.

20 მაისს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და L-39 ტიპის თვითმფრინავი „ალბატროსი“ თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით გლდანის რაიონის მიმართულებით საკოორდინაციო შემოფრენას შეასრულებენ.

25 მაისს გენერალური რეპეტიცია ავიაციის მონაწილეობით 12:45 საათიდან 14:30 საათამდე იგეგმება. 3 ერთეული „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი, 3 ერთეული L-39 ტიპის თვითმფრინავი „ალბატროსი“ და 3 ერთეული SU-25 ტიპის თვითმფრინავი „მიმინო“ დედაქალაქის თავზე თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და გლდანის რაიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით გადაიფრენენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ფიცის მიღების ცერემონიალთან დაკავშირებით, ასევე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია რეპეტიციები.

23 მაისს 06:00 საათზე გადაიკეტება თავისუფლების მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია. რეპეტიცია დაახლოებით 12:00 საათამდე გაგრძელდება.

25 მაისს გენერალური რეპეტიცია 11:00 საათიდან, სავარაუდოდ, 18:00 საათამდე იგეგმება. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს ღონისძიებების დასრულებამდე შეიზღუდება.

წაკითხულია 724 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური