საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 28 მარტი 2016 10:16

სპორტკომპლექს „ოლიმპიკში“ დასრულდა ნოდარ გვახარიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში. შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში რუსეთის, ყაზახეთისა და საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრის დასკვნით დღეს რუსეთმა ყაზახეთი 18-6 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. საქართველოს წყალბურთელთა 19 წლამდე ნაკრებმა კი საქართველოს 17 წლამდე გუნდს 14-2 მოუგო და ვერცხლის პრიზიორი გახდა. ნოდარ გვახარიას სახელობის ტურნირი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებისთვის ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი იყო მაისში გასამართ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპამდე, რომელიც საქართველოში ჩატარდება. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე გუნდები ჯგუფში ბელარუსი, ფინეთი, საფრანგეთი და სლოვაკეთი იქნებიან. 

წაკითხულია 502 ჯერ

Related items

  • წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს იტალიას უმასპინძლებს

    დღეს 11 აპრილს სასწავლო-საწვრთნელ კომპლექს "ოლიმპიკიზე"  საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიის ეროვნულ ნაკრებთან საინტერესო და დაძაბულ მატჩს გამართავს. 
    მატჩი "ოლიმპიკის" აუზზე 20:00 საათზე დაიწყება,  დასწრება თავისუფალია!!!

  • დღეს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება

    14 თებერვალს 19:00 საათზე (თბილისის დროით) საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ლიგის ფარგლებში ევროპული ეტაპის მორიგ ტურში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 
    მატჩი რუსეთის ქალაქ ყაზანში გაიმართება.

    საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები გასული წლის 15 ნოემბერს თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს, მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 14:13.

    საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის C-ჯგუფში თამაშობს, სადაც მეტოქეებად რუსეთისა და იტალიის ნაკრები ჰყავს. ჯგუფის გამარჯვებული მსოფლიო ლიგის სუპერფინალში გაგრძელებს თამაშს.

  • ქართველი წყალბურთელები დღეს რუსეთს დაუპირისპირდებიან

    საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის 2016-17 წლების გათამაშებას იწყებს. 
    პირველ შეხვედრას ქართველი წყალბურთელები 15 ნოემბერს თბილისში, "ოლიმპიკის" აუზში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

    მატჩი 18:300 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

    საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან მატჩის წინ, მოსამზადებელი შეკრება ორი კვირის განმავლობაში სერბეთსა და უნგრეთში გაიარა. ჩვენი გუნდი რუსეთის ნაკრებს დღეს ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდება: ნიკოლოზ შუბლაძე, ირაკლი რაზმაძე, ზურაბ რურუა (კ), გიორგი ხვედელიანი, ალექსანდრე რუსიშვილი, კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ ბაღათურია, ანდრია ბითაძე, რეზი იმნაიშვილი, ბექა ქავთარაძე, მარკო ელაჩა, ნიკოლოზ შუშიაშვილი, გიორგი მესხი, დამირ ცრეპულია.

    მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი და ვლადიმერ ისელიძე. 

    სულ შეჯიბრებაში ევროპის 11 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც წილისყრით სამ ჯგუფში გადანაწილდნენ: ჩვენს ჯგუფში იყო თურქეთიც, მაგრამ მათ ბოლო მომენტში თამაშზე უარი თქვეს.

    A ჯგუფი: რუმინეთი, გერმანია, სლოვაკეთი, სერბეთი
    B ჯგუფი: ჰოლანდია, ხორვატია, საბერძნეთი, საფრანგეთი
    C ჯგუფი: საქართველო, იტალია, რუსეთი

  • "ზუკას თასის" გამარჯვებულები

    თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისთავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ მინი წყალბურთში ზურაბ სახელაშვილის სახელობისსაერთაშორისო ტურნირის „ზუკას თასის“ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

    „ზუკას თასის“ მეათე გათამაშება „ოლიმპიურ აუზზე“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა „ზუკას თასის“ მხარდამჭერებს, მათ შორის ქეთევან ჯოხაძეს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, რის შემდეგაც ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ ჯილდო მესამე ადგილის მფლობელ გუნდს გადასცა.

  • სპორტის მინისტრი 19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებს შეხვდა

    სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილესთან, შალვა გოგოლაძესთან ერტად ესტუმრა „ოლიმპიკის" საცურაო აუზს და საქართველოს 19-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა. მინისტრმა და საწყლოსონო სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ახალაგზრდული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ნაკრების წევრებიც. 

    შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა თბილისის "ოლიმპიკის" აუზში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე წარმატებით ითამაშა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, რომელსაც სექტემბერში ჰოლანდია უმასპინძლებს. გელა ტუკვაძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქეები საფრანგეთის, სლოვაკეთის, ბელორუსის და ფინეთის ნაკრებები იყვნენ. ფინალური ეტაპის საგზური კი საქართველომ და სლოვაკეთმა მოიპოვეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური