თანამედროვე მწერლები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 12:49

თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები, ამჯერად, მუხროვანის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ. ია სულაბერიძემ, ბაღათერ არაბულმა, ზაზა ბიბილაშვილმა, ეკატერინე ტოგონიძემ, ტორესა მოსიმ, ეკა კვიციანმა, შარლოტა კვანტალიანმა,თეონა დოლენჯაშვილმა და ედუარდ უგულავამ სამხედროებს საკუთარი შემოქმედება პირადად გააცნეს. ასევე, შესთავაზეს ჟურნალ „ცისკრის“ პროექტში ჩართვა და მათ მიერ დაწერილი ლექსების ჟურნალში გამოქვეყნება. სტუმრებმა შეხვედრის დასასრულს სამხედრო ბაზას საჩუქრად წიგნები გადასცეს.

თანამედროვე მწერლები და პოეტები სამხედრო ბაზას პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ეწვივნენ. აღნიშნული პროექტი კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის 2015 წლის ნოემბერში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. თანამედროვე ქართველი მწერლები ჯარისკაცებს, პროექტის ფარგლებში, პირველად გასული წლის 7 ნოემბერს, კოჯრის სერჟანტთა მომზადების ცენტრში შეხვდნენ, მას შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება.

წაკითხულია 558 ჯერ

Related items

  • ბორჯღალოსნებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარეს

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარა. ნაკრების წევრები ერთი დღით  მუხროვანში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბაზას ესტუმრნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით და მათ მიერ შედგენილი  პროგრამის შესაბამისად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს. წვრთნები ძირითადად ისეთ კომპონენტებს შეიცავდა,  რომელიც სპორტსმენების  სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარ-ჩვევების გამოცდასა  და მათ გაუმჯობესებასთან  არის დაკავშირებული.

    სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელებისა და სამხედრო მოსამსახურეების თქმით, მათ ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიმართ  მხარდაჭერა ამ ფორმითაც გამოხატეს. ბაზებზე მსგავსი ვიზიტები სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში, მსოფლიო თასზე ასპარეზობისთვის სექტემბერში გაემგზავრება.

  • თავდაცვის სამინისტრო მუხროვანის ბაზიდან სამხედროების გათავისუფლებას არ ადასტურებს

    მუხროვანის სამხედრო ბაზიდან სამხედროების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქმე ეხება აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთის მიმართულებით სამხედროების როტაციას.

    კერძოდ, თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თუ აქამდე აღმოსავლეთ საქართველოში იყო სპეცდანიშნულების ძალების ცენტრი, ახლა ასეთი ცენტრი დასავლეთის მიმართულებითაც შეიქმნა და ამის ფარგლებში ხდება როტაცია. 

    ამის შესახებ თავდაცვის უწყება 8 იანვარს გავრცელებულ განცხადებაშიც წერდა. 8 იანვარს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

    "აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმაციის პროცესი სპეციალური ოპერაციების ძალებსაც შეეხება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი გამოყენების ეფექტიანობა. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს. ეს უპრეცნდენტო მოვლენაა, რადგან ამ დრომდე, სპეციალური ოპერაციების ელემენტები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს საბრძოლო ამოცანების დეცენტრალიზებული აღსრულების პირობებში. სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, განხორციელდება მათი აღჭურვა და მომზდება, რათა დაკმაყოფილდეს თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნები და გაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა.

    ტრანსფორმაციის პროცესი არ ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის შემცირებას. ტრანსფორმაციის პროცესში გათვალისწინებული იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები", - წერია 8 იანვარს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ქართველ ჯარისკაცებზე გაეროს უმაღლესი კომისრის მოხსენებაში დაიწერა

    ქართველი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ანგარიში გამოაქვეყნა.

    საუბარია, ევროკავშირის მისიაში მონაწილე რამდენიმე ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისიის შესრულების დროს, სამხედროები სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ. თუმცა ფაქტის მტკიცებულებებზე საუბარი არ არის. 

    ამასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. განმარტებები ჟურნალისტებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გამართა. არსებული ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

  • სამხედრო ბაზაზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში გრძელდება

    64 საარჩენო უბნიდან ერთი სპეც უბანი, ვაზიანის სამხედრო ბაზაზეა გახსნილი. გადაღების საშუალება დღეს ჟურნალისტებსაც მისცეს.

    ამ ეტაპზე სპეც უბანზე საარჩევნო პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროისთვის 700 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 143-მა სამხედრო მოსამსახურემ დააფიქსირა.

    მათ საშუალება აქვთ არჩევანი ორ კანდიდატს შორის გააკეთონ, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ წარადგინეს. 

    შეგახსენებთ,რომ დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. 

  • ერაყის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა

    ერაყის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მებრძოლების თავდასხმის შედეგად15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 22 დაიჭრა  .  სამხედრო ბაზაზე იერიში ხუთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მიიტანა. 

    ორმა მათგანმა მანქანა ჭიშკართან ააფეთქა, დანარჩენმა სამმა კი თავი იმ ადგილზე აიფეთქა, სადაც სამხედროების  მომზადება ხდება. 

    მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების განცხადებით, მათი სამიზნე არამეგობარი ქვეყნის არმიის მწვრთნელები არიან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური