საბავშვო ბაღების მოსწავლეების მშობელების პროტესტი მერიასთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 12:14

საბავშვო ბაღების მოსწავლეების მშობელები მერიასთან შეიკრიბნენ და  იმ 9 საბავშვო ბაღის დირექტორთა თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ, რომლებიც, ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლდნენ. 

მშობლებმა მოამზადეს წერილობითი განცხადება, რომელიც ჩააბარეს მუნიციპალიტეტში.

მერიასთან შეკრებილები უკვე გადაინაცვლებენ საკრებულოში, სადაც ფრაქცია რესპუბლიკელების წარმომადგენლები მერიის შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდებიან.

თემურ თორდინავამ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა დირექტორების გათავისუფლების მიზეზები. მისი განცხადებით ეს მოხდა შიდა მონიტორინგისა და აუდიტის დასკვნის და ასევე, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის საფუძველზე. 

 

წაკითხულია 640 ჯერ

Related items

  • შესაძლო ძალადობის ფაქტი N153-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე

    თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის მიერ აღსაზრდელზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“თბილისის მერიიდან აცნობეს.
    მათივე ინფორმაციით, საკითხის საბოლოო შესწავლამდე, სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ აღმზრდელს და მის თანაშემწეს. 
    „მომხდარის დეტალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური დილიდან ადგილზე არკვევს. საკითხის შესწავლამდე, სააგენტოს ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ აღმზრდელ თამარ მახარაშვილს, რომელსაც მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე აღმზრდელის თანაშემწეს, მანანა ბოსტოღანაშვილს. 
    თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ძალადობის ამ და სხვა ნებისმიერი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გაატარებს უმკაცრეს დისციპლინურ ღონისძიებებს“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

  • ხუთი ბაგა-ბაღი ჭიათურაში, რესტავრირებულია

    ჭიათურაში 5 ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ხუთივე საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. 
    ჭიათურის ბაგა-ბაღების  რეაბილიტაციაზე ჯამში 869 ათას 114 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღებში ჭიათურაში მცხოვრები ათას 640-მდე აღსაზრდელი დადის.

  • საზაფხულო ბაღებმა ფუნქციონირება დაიწყეს

    დღეიდან საზაფხულო ბაღებმა დაიწყეს ფუნქციონირება. ერთი თვის განმავლობაში თბილისის მაშტაბით სულ 40 ბაღი საზაფხულო რეჟიმით მოემსახურება აღსაზრდელებს. აქედან 6 ბაგა-ბაღი სამგორის რაიონშია. ყველა მათგანი დღეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად სამგორის გამგებელმა მოინახულა. ისინი პერსონალთან ერთად საზაფხულო ბაღებში არსებულ პირობებს გაეცნენ.საზაფხულო ბაღისთვის სპეციალურად შეიცვალა სპეციფიკა და კვების რაციონიც. დღეს პირველი საათიდან ასევე დაიწყო ბაღებში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია.დღეიდან მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები დარეგისტრირდებიან. საყოველთაო რეგისტრაცია კი 8 ივლისიდან მოხდება.

  • ენმ-ის წარმომადგენლები ბაგა-ბაღების დირექტორობიდან გათავისუფლებულ პირებს შეხვდებიან

    ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეს თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორობიდან გათავისუფლებულ პირებს შეხვდებიან. შეხვედრა ფრაქციის ფორმატში გაიმართება. საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი პირების გათავისუფლება უსაფუძვლოდ მოხდა, რის გამოც ისინი დირექტორების პოსტზე უნდა აღადგინონ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სხვა ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლებაც იგეგმება. დირექტორობიდან გათავისუფლებულებმა საქალაქო სასამართლოში კოლექტიური სარჩელი გუშინ შეიტანეს. ისინი სარჩელით აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურების მიერ მომზადებულ დასკვნებს ასაჩივრებენ და თანამდებობებზე აღდგენას ითხოვენ. 

  • დაკავებული მშობელი პოლიციამ საქალაქო სასამართლოში მიიყვანა

    ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან დაკავებული მშობელი თამარ იარაჯული საპატრულო პოლიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანა. დაკავებულის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. 
    ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელის განცხადებით, , მათი მხრიდან არ მომხდარა გზის გადაკეტვა და შესაბამისად, მათთვის გაუგებარია თუ რატომ დააკავეს თამარ იარაჯული. 

    ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლები დირექტორების გათავისუფლებას აპროტესტებდნენ, მათ  მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ბაღების სააგენტოს შენობასთან გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური