ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის და აღსაზრდელთა მშობლების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 13:07

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავასა და 83-ე და მე-2 ბაღების მშობელთა შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა . მშობლები ბაღების დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მათ შესაძლოა 25 მარტს 2 საათზე საპროტესტო აქცია გამართონ. თბილისში 10-მდე საბავშვო ბაღში დღეს დილიდან მუშაობა შეწყვეტილია.  მუშაობა შეწყვიტეს მასწავლებლებმა, ბაღებში ბავშვების მიყვანაზე უარს ამბობენ მშობლებიც. გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

წაკითხულია 445 ჯერ

Related items

  • შესაძლო ძალადობის ფაქტი N153-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე

    თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის მიერ აღსაზრდელზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“თბილისის მერიიდან აცნობეს.
    მათივე ინფორმაციით, საკითხის საბოლოო შესწავლამდე, სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ აღმზრდელს და მის თანაშემწეს. 
    „მომხდარის დეტალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური დილიდან ადგილზე არკვევს. საკითხის შესწავლამდე, სააგენტოს ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ აღმზრდელ თამარ მახარაშვილს, რომელსაც მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე აღმზრდელის თანაშემწეს, მანანა ბოსტოღანაშვილს. 
    თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ძალადობის ამ და სხვა ნებისმიერი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გაატარებს უმკაცრეს დისციპლინურ ღონისძიებებს“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

  • ხუთი ბაგა-ბაღი ჭიათურაში, რესტავრირებულია

    ჭიათურაში 5 ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ხუთივე საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. 
    ჭიათურის ბაგა-ბაღების  რეაბილიტაციაზე ჯამში 869 ათას 114 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღებში ჭიათურაში მცხოვრები ათას 640-მდე აღსაზრდელი დადის.

  • ენმ-ის წარმომადგენლები ბაგა-ბაღების დირექტორობიდან გათავისუფლებულ პირებს შეხვდებიან

    ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეს თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორობიდან გათავისუფლებულ პირებს შეხვდებიან. შეხვედრა ფრაქციის ფორმატში გაიმართება. საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი პირების გათავისუფლება უსაფუძვლოდ მოხდა, რის გამოც ისინი დირექტორების პოსტზე უნდა აღადგინონ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სხვა ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლებაც იგეგმება. დირექტორობიდან გათავისუფლებულებმა საქალაქო სასამართლოში კოლექტიური სარჩელი გუშინ შეიტანეს. ისინი სარჩელით აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურების მიერ მომზადებულ დასკვნებს ასაჩივრებენ და თანამდებობებზე აღდგენას ითხოვენ. 

  • დაკავებული მშობელი პოლიციამ საქალაქო სასამართლოში მიიყვანა

    ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან დაკავებული მშობელი თამარ იარაჯული საპატრულო პოლიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანა. დაკავებულის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. 
    ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელის განცხადებით, , მათი მხრიდან არ მომხდარა გზის გადაკეტვა და შესაბამისად, მათთვის გაუგებარია თუ რატომ დააკავეს თამარ იარაჯული. 

    ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლები დირექტორების გათავისუფლებას აპროტესტებდნენ, მათ  მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ბაღების სააგენტოს შენობასთან გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. 

  • პოლიტიკური დებატები საბავშვო ბაღების საკითხზე

    საბავშვო ბაღებიდან დირექტორებისა და მათი მოადგილეების გათავისუფლების საკითხი დღეს განათლების კომიტეტში განიხილეს. სხდომას გათავისუფლებული თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, თუმცა, საკითხის განხილვამდე დებატები გაიმართა იმის შესახებ, უნდა ემსჯელა თუ არა განათლების კომიტეტს ამ საკითხზე.

    როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერიამ გიშინ სპეციალური წერილით მიმართა განათლების კომიტეტის ხელმძღვანელს და მოითხოვა, რომ კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა არ გამართულიყო.

    საბოლოოდ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა მაინც მოხდა. სხდომას ესწრებოდნენ როგორც გათავისუფლებული დირექტორები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყოფილი ხელმძღვანელები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური