განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 18 მაისი 2015 18:59

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს და ცნობად მიიღეს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შერულების 3 თვის მიმოხილვა. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წუნასწარი მონაცემების მიხედვით, 2015 წლის იანვარ-მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 3, 2 პროცენტი შეადგინა. რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი იანვარში 0,5 პროცენტი, ტებერვალში 4,9 პროცენტი, ხოლო მარტში 4,3 პროცენტი დაფიქსირდა.

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არსებული 2082 საჯარო და 239 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დასაფინანსებლად მიიმართა 102.0 მლნ ლარი.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბარამიძის, თქმით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ხელი შეეწყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების მდგომარეობის შეფასებას, ძეგლების რეაბილიტაცია- კონსერვაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას. რაც შეეხება სპორტის სფეროს, როგორც სხდომაზე აღინიშნა,სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში შეძენილ იქნა მთასვლელთა ფედერაციისთვის სპეციალური აღჭურვილობა, ხოლო რეგიონებისთვის- სხვადასხვა სახის მცირეფასიანი სპორტული ინვენტარი. ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში „ ვორალბერგი-ლიხტენშტეინი- 2015“ ოთხი ქართველი სპორტსმენის მზადების და მონაწილეობის ხარჯები. პროგრამა „ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ თბილისის 2015“-ის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატები. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება 2015 წელს ქ. თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო ღონისძიებების დაფინანსება, რისთვისაც საანგარიშო პერიოდში მთავრობის სარეზერვო და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდებიდან მთავრობის გადაწყვეტილებით ნორმატიული აქტებით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ 17.0 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ფაქტიურმა ხარჯმა- 10.6 მლნ ლარი.

სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2014 წლის ანგარიში განიხილა დღესვე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას ინფორმაციით, 2014 წლის მაისიდან ახალარჩეულმა სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივ მაუწყებელში რამდენიმე მიმართულებით სხვადსხვა ღონისძიება განახორციელა, მათ შორის, სტრატეგიის მომზადება და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე ბიუჯეტის დამტკიცება და საერთაშორისო აუდიტის ჩატარება. მისივე თქმით, საბჭომ გამოაცხადა და ჩაატარა ტენდერი საერთაშორისოდ აღიარებული სააუდიტორო ფირმის მიერ ფინანსური აუდიტის ჩასატარებლად. „აღნიშნულ პერიოდში სამეურვეო საბჭოს დაკვეთით ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანსაც მოსახლეობის დამოკიდებულების დადგენა და იმ მიმართულებების იდენტიფიცირება წარმოადგენდა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული“, - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ. მისივე განმარტებით, სამეურვეო საბჭოს ინიციატივით მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ტელევიზიის გარდაქმნის სტრატეგიის შემუშავება დაევალა, რომელშიც განსაზღვრული იქნება მაუწყებლის მისია, ხედვა, სტრატეგიული მიზნები. გოგელიას ინფორმაციით, სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა უკვე დასრულებულია და მისი მიღება სამეურვეო საბჭოს სხდომაზე იგეგმება, რომელიც ხვალ, 19 მაისს გაიმართება.

წაკითხულია 384 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური