მზვერავის მომზადების კურსი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 20 აპრილი 2015 13:07

მანავში, რეინჯერთა სკოლის ბაზაზე მზვერავის მომზადების კურსი დაიწყო. სწავლების გახსნას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კურსში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და სწავლების წარმატებით გავლა უსურვა.  ცერემონიალის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერეს.

მზვერავის მომზადების კურსი J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების ძალების ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო შესაძლებლობების ამაღლების პროგრამის ფარგლებში იმართება. კურსი ერთიანი სტანდარტით მზვერავების ინდივიდუალურ და ჯგუფურ მომზადებას ისახავს მიზნად, რაც სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებას მოთხოვნების შესაბამისად და ერთიანი სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დანერგვას უზრუნველყოფს.

სწავლებაში შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ბრიგადების, ეროვნული გვარდიისა და ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის სადაზვერვო დანაყოფების მზვერავები მონაწილეობენ. 18 კვირიანი პროგრამის ფარგლებში სამხედრო მზვერავები ტოპოგრაფიას, დაზვერვის წარმოებას, სპეციალურ ტაქტიკას, საინჟინრო საქმეს, თვითგადარჩენასა და სხვა სპეციფიკურ საკითხებს შეისწავლიან.

გასულ წელს მზვერავის მომზადების კურსის 2 ეტაპად ჩატარების შედეგად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 150-მდე სერთიფიცირებული მზვერავი შეემატა. წლის ბოლომდე  200 სამხედრო მოსამსახურის მომზადება და სერთიფიცირება იგეგმება.

წაკითხულია 620 ჯერ

Related items

  • სპორტული შეჯიბრება „გორგასლიანი“ დასრულდა

    საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ დასრულდა. სპორტის სახეობებსა და გუნდურ თამაშებში გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. დაჯილდოებას თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

    საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ დამსწრე საზოგადოება და მხედრობა დალოცა და მათ სამშობლოსათვის ბრძოლებში წარმატებები უსურვა.

    ხელჩართულ ბრძოლაში, ჭადრაკში, საბრძოლო მრავალჭიდსა და მძლეოსნობა-ესტაფეტაში გამარჯვებულ სამხედროებს ხარისხობრივი მედლები და სიგელები, პირველადგილოსნებს კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი გადაეცათ.

    ტურნირის ოთხი გუნდური სახეობიდან სამ გუნდურ სახეობაში  პირველობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების გუნდებმა მოიპოვეს. ხელჩართულ ბრძოლაში, საბრძოლო მრავალჭიდსა და მძლეოსნობა-ესტაფეტაში გამარჯვებისთვის სამხედრო მოსამსახურეები სამი გარდამავალი თასით და მედლებით დაჯილდოვდნენ. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ  სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს  „გორგასლიანის“ მთავარი პრიზი - მგლისგამოსახულებიანი მუზარადი და ორიგინალი საბრძოლო ფარ-ხმალი გადასცა.

    ჭადრაკში გუნდური პირველობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გუნდმა მოიპოვა, ხოლო ლელობურთში „გორგასლიანის“ გარდამავალი თასი ხონის II საარტიელრიო ბრიგადას ერგო.

    დღესვე „გორგასლიანის“ ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წლის განმავლობაში ჩატარებული რაგბის სამი ჩემპიონატის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. წელს სახეობის გარდამავალი თასი რაგბის პირველადგილოსან I ქვეით ბრიგადას  გადაეცა.

    წელს „გორგასლიანი“ სპორტის ხუთ სახეობაში ჩატარდა: ჭადრაკი; ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით; შვიდკაცა რაგბი და ლელობურთი; საბრძოლო მრავალჭიდი და ესტაფეტა სირბილში.

    შეჯიბრი „გორგასლიანი“  სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად. ტურნირი 16 ოქტომბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის ყველა ქვედანაყოფმა მიიღო.

     

  • მარიამობა ავღანეთში

    ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ებატალიონის სამხედროებმა მარიამობა აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის მოძღვარმა, მამა გაბრიელ ბარბაქაძემ სამხედრო ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.

    ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო რიტუალის დასრულების შემდეგ 43-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ წარჩინებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

    43-ე ბატალიონი კოალიციურ ძალებთან ერთად უკვე ხუთი თვეა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაშია ჩართული. ქართული ქვედანაყოფი ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური