მსოფლიო ბანკი ეკოსისტემის პროექტს 40 მილიონი დოლარით დააფინანსებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 21 მარტი 2016 17:08

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) 40 მლნ. აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტისთვის. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკონომიკის ასაშენებლად.

GENIE პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იქნება. სააგენტო დაინტერესებულია პროექტის ფარგლებში ციფრულ ეკონომიკაზე დაფუძნებული საწარმოების შექმნით, ინოვატორების აღმოჩენით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელებით სოფლის მეურნეობაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩამოშორებული იყო ინოვაციური საქმიანობისგან.

„პროექტი გააფართოებს იმ ადამიანების და ფირმების ჩართულობას გლობალური ინოვაციის და ცოდნის ეკონომიკაში, რომლებიც აქამდე მოწყვეტილნი იყვნენ ამ შესაძლებლობას, განსაკუთრებით სოფლად. GENIE შექმნის კეთილდღეობის პერსპექტივას ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე დაყრდნობით“- აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით, GENIE-ს მთავარი მიზანი დიდ ქალაქებს მიღმა მცხოვრები ინოვატორების და ფირმების დაკავშირება იქნება გლობალური ვაჭრობისა და ცოდნის ქსელებთან.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ინოვაციური ეკოსისტემები, რომლებიც აქამდე მხოლოდ დიდ ქალაქებში არსებობდა, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზეც გავრცელება და შედეგად განავითარებს მცირე ბიზნესს, შექმნის ახალ, კარგ სამუშაო ადგილებს, ინოვაციურ პროდუქტებს და სერვისებს, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ვაჭრობა,“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა და კერძო სექტორის განვითარების უფროსმა სპეციალისტმა, თომას ჰევენმა.

საქართველოს მთავრობა GENIE-ს მიერ ხელშეწყობილ საქმიანობას განვიხილავს როგორც კრიტიკულს უწყვეტი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, რამდენადაც ის დააჩქარებს ბიზნესების და ადამიანების ინოვაციურ საქმიანობას.

წაკითხულია 605 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

სოციალური