საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 მარტი 2016 10:50

საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და "ახალ დღეს" ნიშნავს.ნოვრუზ ბაირამი  უძველესი ტრადიციაა და  დღის და ღამის გათანაბრებას უკავშირდება. დღეს,დღესასწაულს აზერბაიჯანელები, ირანელები, ტაჯიკები, ქურთები, უზბეკები, თურქმენები, ყაზახები, ყირგიზები, თურქები და ყირიმელები აღნიშნავენ. ზოგიერთ ქვეყანაში ის ახალი წლის ათვლის თარიღადაც ითვლება.

2010 წლიდან ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ აუცილებლად ყველა ოჯახში უნდა იყოს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება წითელი კვერცხები. ამზადებენ ტკბილეულს და ერთმანეთთან სტუმრად მიდიან. სადღესასწაულო დღეები 19 მარტიდან იწყება და 4-5 დრე გრძელდება.

წაკითხულია 1549 ჯერ

Related items

  • 4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

    მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია. სწორედ ამიტომ ჩემი ნომერ პირველი მიზანიიყო ქართული ტრადიციით გვემასპინძლა ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის.

    აშშ-ის დამოუკიდებლობის აქტის მიღების 243-ე წლისთავთან დაკავშირებით, სასტუმრო “ფოლკში“ სადღესასწაულო მიღება გაიმართა. ეს იყო მეთოთხმეტე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე, რომლის ინიციატორიც ტრადიციულად არის ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა.

    ილია ზუკაკიშვილმა მიულოცა ამერიკელ ხალხს ეროვნული დღესასწაული და ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურყევ მეგობრობაზე. მან აღნიშნა, რომ აშშ-ი არის საქართველოს ყველაზე სანდო და მტკიცე მოკავშირე, რომელიც მსოფლიოს ყველა პოლიტიკურ ავანსცენაზე განსაკუთრებულად იცავს საქართველოს ინტერესებს, ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

    მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო, რომ დღეს ჩვენ ავღნიშნავთ დემოკრატიის ზეიმს იმ ადამიანების გარემოცვაში ვისაც სურს იცხოვროს თავისუფალ საზოგადოებაში და გაიზიაროს ამერიკელი ხალხის სიხარული. დღეს ჩემი ნომერ პირველი მიზანია, გამოვიყენო ამ შესანიშნავი დღის სადღესასწაულო ფორმატი და ქართული ტრადიციით  თქვენთან ერთად ვუმასპინძლო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს. მინდა მადლიერება გამოვხატო ამერიკელი ხალხის მიმართ საქართველოსთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის და ჩვენი ქვეყნის უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა, ქართულ ამერიკული მეგობრობის სახელით ურყევი მეგობრობის მესიჯი გაუგზავნო მათ ერთგულებისთვის.

    აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა მოუხადო  სააფთიაქო ქსელს PSP (ს), აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიების განხორციელებაში შტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და გენერალური სპონსორობისთვის. აგრეთვე მინდა მადლობა მოუხადო წვეულების ოქროს სპონსორს "FOLK Hotel”(ს), ღონისძიების გენერალურ მედია პარტნიორს და ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემას "FORBES Georgia"(ს), ამერიკულ კომპანია KVG -ი საქართველოს ოფისს, “ამბასადორი კაჭრეთს“, "ნატალი ჯგუფს" (ს), “საქართველოს ფოსტას“, “მეღვინეობა ხარებას“, “ლიბერთი ბანკს“, კომპანია “ენერჯის“, “მაკკეინნ თბილისს“, “McDonald's Georgia“(ს), “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, სასტუმრო “ბომონდ გარდენს“, “Gulf Georgia“(ს). აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მედია პარტნიორებს; საინფორმაციო სააგენტოებს; “Newsday ge"(ს),“ ”2020NEWS.GE”, “Front News International“(ს), ინგლისურენოვან გაზეთს “The Messenger”(ს), მედია ჰოლდინგს "Commersant ge"(ს) და რადიო "Commersant 95.5 FM"(ს)

    აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის სადღესასწაულო მიღებას დაესწრნენ; საქრთველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ქართველი და ამერიკელი სამხედრო ოფიცერები, საქართველოში მცხოვრები ამერიკელები და მათი ოჯახის წევრები, ბიზნეს სექტორის, მედიის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ამერიკის მეგობართა კლუბის პარტნიორი ორგანიზაციები. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საპატიო სტუმრები კი იყვნენ ამერიკელი სამხედრო ოფიცრები და ქართველი სამხედრო ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც არის რუსეთი-საქართველოსა და ავღანეთის ომების მონაწილე, ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვებისორდენით დაჯილდოვებული და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი.

    ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში შესრულდა აშშ-ის და საქართველოს ჰიმნი, რომლის დასრულებისთანავე, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა, ცნობილი ქართული ხალხური სიმღერებით, ამერიკელ ხალხს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე. 

    აშშ-ის დროშის ფერებში მორთულ ტერასაზე ნამდვილი ამერიკული გარემო და უამრავი დადებითი ემოცია სუფევდა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ქართული ტრადიციისამებრ ღვინით დალოცეს ქართულ ამერიკული მეგობრობა. წვეულების სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად კი გაიმართა, 4 ივლისის იღბლიანი ბილეთების წამახალისებელი გათამაშება. ასევე, გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ მხარდამჭერებს და სპონსორებს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა გადასცა მადლობის სიგელი, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. დემოკრატიის ზეიმის დასკვნით ნაწილში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ წვეულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, 4 ივლისის სადღესასწაულო ფეირვერკი და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის დამზადებული საზეიმო ტორტის გაჭრის ცერემონია. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წვეულება გვიან ღამემდე გაგრძელდა.

    მადლობა ყველას, ვისთვისაც ამერიკელ ხალხთან მეგობრობა უაღრესად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებთ მათ მშვიდობას და კეთილდღეობას, განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.

  • თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაისთან ერთად მარნეულის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამი პირადად მიულოცა და მათ ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

    ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედროებს და მათ მშობლებს ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ სურვილის შემთხვევაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მიეცეთ : „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ჯარისკაცებს ჰქონდეთ მაქსიმალური განვითარების საშუალება თავდაცვის ძალებში, მაქსიმალურად იყვნენ ისინი ინტეგრირებული, ჰქონდეთ ქართული ენის უკეთ დაუფლების საშუალება და პროფესიული განვითარების ყველა პირობები“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

    აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მინისტრის გადაწყვეტილებით 21 და 22 მარტს მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დაისვენებენ.

    ნოვრუზ ბაირამობა ახალ დღეს, გაზაფხულის დღესასწაულს ნიშნავს. ამ დღეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

  • თბილისში ნერგების ფესტივალი გაიმართება

    12 მარტს თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართება. გამწვანების აქცია 11:00- საათზე, ვარკეთილში (ვარკეთილის 3, მე-4 მიკრორაიონი. სესილია თაყაიშვილის ქუჩა. სკვერი) დაიწყება.

    ფესტივალი,  GBTIMES Georgia-სა და ჩინეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

    ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, ჩინური კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და ა.შ.

    გამწვანების აქციის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიების ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის გასართობ/შემეცნებითი აქტივობა, მათ შორის, GBTIMES Georgia-ს წევრი მედია საშუალებების (რადიო შოკოლადი, JAKO FM, LIFE FM) პირდაპირი მაუწყებლობა, მედია ჰოლდინგის პარტნიორი ჟურნალის - National Geographic საქართველოს მოკლე ლექცია ტყის მოვლის და დაცვის შესახებ, ცნობილი ადამიანების ჩართულობა აქციაში, სერთიფიკატების და სპეციალური ჯილდოების გადაცემა და ა.შ.  

    GBTIMES Georgia-ს შესახებ.

    მედია-ჰოლდინგი GBTIMES Georgia წარმოადგენს ხიდს ჩინეთსა და საქართველოს შორის, არის კულტურათაშორის კავშირის და ინტერაქტიული კომუნიკაციის წყარო.

    GBTIMES Georgia ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების 

    ექსკლუზიური პარტნიორი და ორგანიზატორია.

  • ლატვიაში თბილისობის დღესასწაული აღნიშნეს

    2017 წლის 26 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ლატვიაში „თბილისობის დღესასწაული - თბილისის დღეები ლატვიაში“ აღინიშნა.

    თბილისობის დღესასწაული, რომელიც ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება, 26 ნოემბერს ქალაქ ლიეპაიასა და 28 ნოემბერს რიგის განახლებულ VEF-ის კულტურის სასახლეში ქართული ეთნო-ჯაზ ბენდის „ირიაო“-ს კონცერტით ოფიციალურად გაიხსნა.

    ქართველმა მუსიკოსებმა ადგილობრივ ბენდთან ერთად ქართული და ლატვიური კომპოზიციები შეასრულეს. ლიეპაიაში გამართულ კონცერტს ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია, საელჩოს თანამშრომლები, ქ. ლიეპაიას ვიცე-მერი და ლიეპაიას კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტის შემდგომ, ლატვიურმა ორგანიზაციამ „მსოფლიო კულტურის საზოგადოებამ“ მოწვეული სტუმრებისთვის საზეიმო მიღება გამართა.

    მუსიკალური ნაწილის გარდა ღონისძიების ფარგლებში ლატვიის დედაქალაქში წარმოდგენილ იყო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა. ღონისძიების მონაწილე მრავალრიცხოვან სტუმარს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრები, მათ შორის მინანქრის სამკაულის, ბრინჯაოსა და რკინის ბადისაგან შექმნილი უნიკალური ქანდაკებები და ეხილათ VEF-ის კულტურის სასახლის ფოიეში გამართული ფოტოგამოფენები: „50 ქალი საქართველოდან“ და „თბილისის ხედები“. ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენის საპატიო სტუმარი გახლდათ ლატვიის პირველი ლედი ქალბატონი ივეტა ვეიონე. გამოფენას ასევე დაესწრნენ ლატვიის კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, მას-მედია, ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები და ლატვიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

    VEF-ის კულტურის სასახლეში ქართული ეთნო-ჯაზ ბენდის „ირიაო“-ს კონცერტის შემდეგ საელჩომ მოწვეული სტუმრებისთვის გამართა საზეიმო მიღება, რომელზეც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის კომპანია „ასკანელი ძმების“ ღვინო და ბრენდი და მინერალური წყალი „ბორჯომი“.

    საზეიმო ღონისძიებების სერია რიგის ცენტრში, ქართულ რესტორან „ალავერდი“- ში გამართული ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასით დასრულდა. მასტერ კლასზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს მრავალფეროვანი ქართული კერძები, მათ შორის ხინკალი, ხაჭაპური და ტრადიციული ქართული ტკბილეული ჩურჩხელის და გოზინაყის სახით, ქართული ღვინის კომპანიების, „ბესინი“-ს, “CGW”-ის მიერ წარმოებული ღვინო და კომპანია „ასკანელი ძმების“ ჭაჭა. ღონისძიების მსვლელობისას ქართულმა ეთნო ჯაზ-ბენდმა „ირიაო“-მ შეასრულა ქალაქური ნაწარმოებები, ხოლო სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე მიმდინარეობდა თბილისის ხედების ფოტო-ჩვენება.

    აღსანიშნავია, რომ “თბილისობის” დღესასწაული ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებების სპონსორები და მხარდამჭერები ასევე გახლდნენ ლატვიის კულტურის სამინისტრო, რიგის VEF-ის კულტურის სასახლე, ლატვიური ორგანიზაცია „მსოფლიო კულტურის საზოგადოება“, მინერალური წყლის კომპანია „ბორჯომი“ (ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასის გენერალური სპონსორი), ავიაკომპანია „ეარბალტიკი“, ლატვიური გადამზიდავი კომპანია „KIF“-ი, რიგაში მდებარე ქართული რესტორანი „ალავერდი“, ხელოვნების გალერეა „Putti“, ღია საზოგადოება „Open Liepaja“, რესტორანი “ალავერდი” და ქართული ღვინის კომპანიები: „ასკანელი ძმები“, „ბესინი“ და „CGW“.

    ღონისძიებები ფართოდ გაშუქდა ადგილობრივ ტელევიზიასა და ბეჭდურ საშუალებებში.

  • დავით ნარმანია აბანოთუბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
    თბილისის მერი დავით ნარმანია აბანოთუბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისში მოქმედი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული აზერბაიჯანული ანსამბლები. თბილისის მერმა დავით ნარმანიმ აბანოთუბანში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. „ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ახალ დღეს, ახალ სიცოცხლეს, დღისა და ღამის გათანაბრებას ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამობა დაკავშირებულია სიახლესთან, სიკეთესთან. მე დღეს სიამოვნებით ვუერთდები ამ ზეიმს და მოვედი აქ, რათა მივულოცო ყველას და შევუერთდე საზეიმო განწყობას. კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერთან ერთად ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ქეთევან მამულაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ. ნოვრუზ ბაირამი ტრადიციულად 21 მარტს აღინიშნება. 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში უნდა იყოს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური