ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა მორიგი კომბინირებული პატრულირება განახორციელეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 18 მაისი 2015 16:51

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი კომბინირებული პატრულირება განახორციელეს. IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა ქვეითი პატრულირება სოფელ საიაგანში ჩაატარეს.

„ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა ადგილმდებარეობის შესწავლა, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმართულებით არაპირდაპირი ცეცხლის შეზღუდვა და ამბოხებულების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთა იყო. ქვეითი პატრულირების დროს, ქართველი ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათგან დასახლებულ პუნქტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ქართველ სამხედროებთან ერთად ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

 

წაკითხულია 437 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური