ოთარ დანელია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 18:24

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საქართველოში საფრანგეთის ელჩს, პასკალ მონიეს შეხვდა.  სამინისტროს ინფორმაციით,მხარეებმა აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. 

"სამინისტროს აქვს დარგის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს არაერთი მიმართულებით. აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისიო სტანდარტების დანერგვის პროცესი. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში, ჩვენი საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციასა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე. ვფიქრობთ, უკვე ძალიან მალე ევროკავშირის ქვეყნებში გავიტანთ თაფლს და თევზპროდუქტებს. მიმდინარე წლის ბოლოს ვგეგმავთ საფრანგეთში, გამოფენაზე ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქცია წარვადგინოთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მინისტრმა მარსელში ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში ქართული ღვინის კუთხის გახსნისა და საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა. 

ხელშეკრულების თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება.

საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მონიემ, საფრანგეთსა და საქართველოს შორის აგრარული დარგის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. 


წაკითხულია 552 ჯერ

Related items

  • საფრანგეთის ელჩი საქართველოში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ეწვია

    საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ფრანგული ინსტიტუტის გენერალური მდივანი კატრინ გუტერო, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, მხატვარი ლევან მოსიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ეწვივნენ.
    საპატიო სტუმრები საჯარო სკოლაში იმ მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც ფრანგულ ენას ეუფლებიან. საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა მოსწავლეები აპრობილებული ფრაგნგული ენის სახელმძღვანელოებით და საკითხავი ლიტერატურით დაასაჩუქრა.
    სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ყველა სტუმარს განათლების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
    დიეგო კოლასმა და გიორგი გოგილაშვილმა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლოდ ფრანგული კულტურის ცენტრის შექმნაზე ისაუბრეს.
    ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივისცემის ნიშნად საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულეს.
    ლევან მოსიაშვილმა საფრანგეთის ელჩს საკუთარი ფერწერული ტილო უსახსოვრა.
    სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში ფრანგულ-ქართული ასოციაციის-„საქართველოს ცენტრში“ დამფუძვნებლის ჟერარ ჟერმანის და მხატვრის ლევან მოსიაშვილის დაფინანსებით და თაოსნობით, მოსწავლეები ფრანგულ ენას ეუფლებიან. წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც ფრანგულ ენას საფუძვლიანად შეისწავლიან, შეუძლიათ განათლება საფრანგეთში მიიღონ.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი ესტუმრა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე სტუმრობდა და სტუდენტებისთვის საფრანგეთი -საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექცია წაიკითხა.

    ელჩმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად ვითარდება.
    ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი.

    შეხვედრის ფარგლებში, ტელევიზია იბერიისთვის მომზადდება სატელევიზიო გადაცემა.

  • საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

    საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე დაესწრო ფრანგული ენის კაბინეტის გახსნას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.  ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. შეხვედრისას მან ისაუბრა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკასა და გამოწვევებზე. საუბარში შეეხო, ასევე,  საფრანგეთსა და საქართველოს შორის, ურთიერთობასაც.

    მოკლე საჯარო ლექციის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების  შეკითხვებს უპასუხა

    ფრანგული ენის კაბინეტის გახსნისას უნივერსიტეტის იმ სტუდენტებმა, რომლებიც ფრანგულს ეუფლებიან, მუსიკალური და ლიტერატული ნომრები წარმოადგინეს.

    დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საელჩოს წარმომადგენლებმა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციაც გამართეს.

  • ოთარ დანელიამ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

    საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია რომში 25-27 იანვარს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. 

    კონფერენციის ფარგლებში, ოთარ დანელიამ პლენარული სესიის პანელში „ახალი ფინანსური მიდგომები და ინსტრუმენტები წვრილი ფერმერული მეურნეობებისა და სასოფლო-სასურსათო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ მიიღო მონაწილეობა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაში მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, განსაკუთრებით წარმატებულია საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის თანამშრომლობა. 

    ოთარ დანელიამ კონფერენციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სფეროში უკვე მიღწეულ წარმატებები და გამოწვევებიც გააცნო. საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 

    კონფერენციაში მონაწილეობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეკითხვებიც დაუსვეს. კონფერენციის მონაწილეები სფეროს შემდგომი განვითარების შესახებ მისი მოსაზრებით დაინტერესდნენ. ოთარ დანელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დარგის განვითარებას ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება. მისი განცხადებით, მთავრობამ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის შესაბამისი პირობები უნდა შექმნას.

    აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის განხორციელდა, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, „აგროდაზღვევის პროგრამა“, ასევე, საგრანტო ხელშეწყობა აგროტურიზმისთვის. ოთარ დანელიას შეფასებით, პროგრამები ეფექტურია და მსგავსი პროგრამების განხორციელებას მხარს მომავალშიც დაუჭერს

    საქართველოს პარლამენტის წევრი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდში საპატიო სპიკერად არის მიწვეული. აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვევა ოთარ დანელიამ ფონდის პრეზიდენტის, კანიაო ვანჟესგან მიიღო.

    კონფერენციის ორგანიზატორები იტალიის მთავრობა, ბრუკინგსისა და ვარვიკის უნივერსიტეტები არიან.

  • ოთარ დანელიას ,,რესპუბლიკური პარტიის“ მარტვილის რეგიონალური ორგანიზაციის 60-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა

    ,,გააზრებული გვაქვს რა რეგიონში არსებული წინასაარჩევნო პოლიტიკური ვითარება და ვითვალიწინებთ მიმდინარე პროცესებს, რესპუბლიკური პარტიის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, დავდგეთ ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე მაღლა და მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელშიც ვხედავთ ჩვენი რეგიონის განვითარების ერთადერთ გზას!

    მარტვილის რაიონული ორგანიზაციის სრული შემადგენლობით, 60 წევრით ჩვენ ვუერთდებით ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ კურსს და ნდობას ვუცხადებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს  მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას. ჩვენს რიგებშია  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,რესპუბლიკელების“ ყველა წევრი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას,რომ გააკეთონ სწორი არჩევანი!“-ამის შესახებ განხადება  მარტვილის შტაბში რეპუბლიკური პარტიის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შოთა ბაღიშვილმა გააკეთა.

    მოქალაქეთა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მარტვილის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ხუნწელიამ მადლობა გადაუხადა რესპუბლიკური პარტიის წევრებს და აღნიშნა, -,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ ქვეყნის განვითარების სამსახურში, მხარი დავუჭიროთ პარტია ,,ქართული ოცნება დამოკრატიულ საქართველოს“  და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას.“

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური