ფარული ჩანაწერების საქმეზე ალასანია შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 14:31

"პროკურატურამ უნდა აგოს პასუხი"-განცხადებას ირაკლი ალასანია აკეთებს. 

ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით „თავიუსფალი დემოკრატების“ ლიდერი მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და აცახდებს, რომ მისი პარტია კამპანია "ეს შენ გეხებას" მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება.

„როგორც მოქალაქეები ჩვენ შევუერთდებით საზოგადოებრივი ორგანიზაციების ამ დაძახილს. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ხელისუფლებამ დაინახოს და ამ საშინელების ორგანიზატორებმა დაინახონ, რომ საზოგადოება ერთსულოვანია, საზოგადოებას ვერ შეაშინებ და ვერ ამოაგდებ იმ მიზნიდან, რომ ლიბერალური დემოკრატიული ქვეყანა შევქმნათ. აუცილებლად უნდა დაიკითხოს ყველა მონაწილე. რაც მთავარია პროკურატურამ უნდა აგოს პასუხი. მე მახსოვს მაშინდელი პროკურორის მოადგილე, ბატონი შოთაძე როგორ იძახდა, რომ 5 თვეში გამოიძიებდა ამ საქმეს. როგორც სხვა საქმეები დარჩა გამოუძიებელი, ისევე ეს საქმეა გამოუძიებელი. პირდაპირ პროკურატურის და ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს." განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

წაკითხულია 447 ჯერ

Related items

  • საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

    საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

    რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა, ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

    ოპოზიცია კენჭისყრას არ დასწრებია.

    კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.

    ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

    ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

  • საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადება გადადგომის შესახებ
    პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.
    ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების  მნიშვნელოვანი რგოლის - პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.
    ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება. 
    დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას.  პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.
    ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.
    მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით.  როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ  ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.
    რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.
    აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს  გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან. 
    ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში  მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. 
  • ალასანია პროკურატურის განცხადებაზე

    „თავისუფალი დემოკრატები“ წინასაარჩევნოდ რაიმე კოალიციის შექმნას გამორიცხავენ, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიაგანცხადა. მისი თქმით, პარტიას ჰქონდა ზოგადი თანამშრომლობა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სხვა პარტიებთან. 
    „ ჩვენ გვქონდა საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საუბარი, არ გამოვრიცხავთ საარჩევნო საკითხებზე სხვა კონსულტაციებსაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს რაიმე კოალიციის ჩამოყალიბების ხარჯზე. ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ თავისუფლად ვაგრძლებთ წინასაარჩევნო კამპანიას და ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

  • სკანდალი რუსეთში-НТВ-მ რუსული ოპოზიციის ლიდერის პირადი ცხოვრების კადრები ეთერში გაუშვა

    ტელეკომპანია НТВ-ის ეთერში  ოპოზიციონერ, მიხეილ კასიანოვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავიდა.  გადაცემის ავტორთა მტკიცებით ფილმში კასიანოვის დღე ნამდვილად აღბეჭდილნი არიან მიხეილ კასიანოვი და მისივე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნატალია პელევინა.

    ვიდეომასალა საძინებელ ოთახშია გადაღებული. НТВ-ს ჟურნალისტები ამტკიცებენ ,რომ  პირადი ურთიერთობის გარდა ჩანაწერში საინტერესო პოლიტიკური  დიალოგია ამის გამო გადაწყვიტეს მისი ეთერში გაშვება გადაწყვიტეს.

    მიხეილ კასიანოვი რუსეთის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის პარნასის ლიდერია. 

  • ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით FBI-ს წარმომადგენლის და მთავარი პროკურორის ბრიფინგი გაიმართა

     მთავარ პროკურატურაში ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით  ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა  და მთავარი პროკურორის მოადგილემ  ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

     ბრიფინგზე აღინიშნა რომ,  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში , საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ მიმართა აშშ-ის საელჩოს, რათა გამოძიების ფედერალურ ბიუროს  ქართული მხარისთვის საგამოძიებო პროცესში დახმარება აღმოეჩინა. 

    მთავარი პროკურორის მოადგილის თქმით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან. FBI-ს წარმომადგენლობასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში საქართველოს პროკურატურა განაგრძობს გამოძიებას. ჩატარდა 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. 25 საცხოვრებელ მისამართზე ცატარდა ჩხრეკა. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური