"უარყოფითად ვუყურებ ამ ყველაფერს"-ნიშნიანიძე "იდენტობის" აქციაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 13:11

 ,,იდენტობის“ მოთხოვნა, გააპროტესტოს ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხი, დეპუტატ ომარ ნიშნიანიძესთვის მიუღებლია და აცხადებს, რომ ის ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა რომ მსგავსი აქცია ქუთაისში გაიმართებოდა. ,, ქუთაისში თუ ასეთ აქციას მოვესწრებოდი ნამდვილად არ დამესიზმრებოდა. უარყოფითად ვუყურებ ამ ყველაფერს. შეკრების თავისუფლება არის, ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ. არაფერს არ ვუშავებთ მათ და ვიცავთ მათ უფლებებს, მაგრამ დემონსტრაციას, დროშების ქნევას და რაღაც-რაღაცეების გამოფენას, ჩემს ქალაქში ნამდვილად არ მივესალმები", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

წაკითხულია 452 ჯერ

Related items

  • „ქორწინების საკითხის ინიციატორებს პირველ რიგში თავიანთ ორიენტაციაში ეპარებათ ეჭვი“ -გია ხუხაშვილი (ვიდეო)

    „იმაზე ყვირილი, რომ თუ კონსტიტუციაში არ ჩაიწერება ეს ცვლილება, ე.ი. რაღაც საშინელება მოხდება ქვეყანაში და ჩვენ ლამის ტოტალურად გავხდებით ერთსქესიანთა ქორწინების მოწმეები - ეს პირველ რიგში, შეურაცხმყოფელია ხალხისთვის. ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს კომპლექსი, რომ შენთვითონ შეიძლება ორიენტაცია შეიცვალო. სხვანაირად არ მესმის. შენ თუ დარწმუნებული ხარ საკუთარ სიჯანსაღესა და ტრადიციების სიმყარეში, მაშინ რატომ გჭირდება ამის კონსტიტუციით გამაგრება. ე.ი. საკუთარ თავში გეპარება ეჭვი და ამიტომ გინდა, რომ საკუთარი თავი შეზღუდო. შესაბამისად, ამ საკითხის ინიციატორები ჩემთვის არა ტრადიციების დამცველები, არამედ არიან ღრმად დაკომპლექსებული ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ორიენტაციაში ეპარებათ ეჭვი პირველ რიგში“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

  • ქორწინების ცნების განსასაზღვრად შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს

    უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს რომ 8 ოქტომბერს შესაძლოა ქორწინების ცნების განსასაზღვრად რეფერენდუმი ჩატარდეს. იდეის ავტორი  დეპუტატის განცხადებით საკონსტიტუციო განხილვების დროს, რომელიც ოჯახის განსაზღვრებასთნ დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, მოსახლეობაში ამის სურვილი გამოიკვეთა. "გამოითქმება აზრი ამ საკითხთან დაკავშრებით მოქალაქეების მხრიდან, ხომ არ იქნებოდა უპრიანი საყოველთაო განხილვა მომხდარიყო ამისი და რეფერენდუმის გზით საზოგადოებას თავისი აზრი გამოეთქვა",-აცხადებს ფოფხაძე

  • თამარ კორძაია ქორწინების ცნების განსაზღვრებაზე

     უმრავლესობის იდეას, რომ კონსტიტუციაში ქორწინების ცნება განისაზღვროს არ ეთანხმება ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი თამარ კორძაია. მისი თქმით, ქვეყანაში გაცილებთ მეტი პრობლემა არსებობს.

    "საქართველოში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის ნომერ პირველი თემა, დღეს საქართველოში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელზეც პარლამენტმა, მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს. უფრო მნიშვნელოვანია სიღარიბის დაძლევა, დასაქმება,“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

  • "კაცმა ბებია არ უნდა ცემოს"-ნუგზარ წიკლაური

    საკანონმდებლო ინიციატივა ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით უკვე დამტკიცებულია. დადგენილების პროექტმა დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა და ხმაური გამოიწვია.ამ თემაზე  მმართველ კოალიციაში ერთიანი დამოკიდებულება არ არის. 

    „ერთმანეთს ანგარიში გავუწიოთ და ნებსით თუ უნებლიედ ერთმანეთისგან ნუ შევქმნით მტრის ხატს,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა.

    ხმაურიანი საპროტესტო განცხადებები გააკეთეს სხდომათა დარბაზში უმცირესობის წარმომადგენლებმა.

    „კონსტიტუციაში შევიტანოთ მუხლი, რომ კაცმა ბებია არ უნდა ცემოს. ესეც ხომ ყველამ ვიცით, რომ ასეთი რამ დაუშვებელია, რატომ არ არის უამრავი სხვა საკითხი კონსტიტუციაში შეტანილი? სამწუხაროდ, ამის ერთადერთი მოტივი არის ძალიან მდაბიო პოლიტიკური მოტივი,“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური. 

  • ქალისა და მამაკაცის ერთობა - "იდენტობა" -მ დაანონსებული აქცია გამართა

    ინიცირებული პროექტი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა- ორგანიზაცია იდენტობამ, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან, გააპროტესტა. ორგანიზაციის აქტივესტებმა და აქციის მონაწილე 20-მდე მოქალაქემ დეპუტატებს მოუწოდეს არ დაუშვან მსგავსი ცვლილებები. აქციასთან დაკავშირებით ჰომოფობიური განცხადებები გააკეთეს უმრავლესობის დეპუტატებმა, რასაც თანაგუნდელების კრიტიკა მოჰყვა. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური