ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვას არავინ აპირებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 მარტი 2016 17:19

კანონის გადახედვას ჩვენ არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ კანონს, რომელიც არსებობს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო-ს სურვილს, რომ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოში ტარდება, ეუთო-ს ეგიდით და არა საქართველოს ინიციატივით, მონაწილეობა მიიღოს ეუთო-ს წევრმა ყველა ქვეყანამ“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა გრიგორი კარასინის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას გააკეთა. ზალკალიანი აცხადებს, რომ მთელმა მსოფლიომ, ცივილიზებულმა სამყარომ და მსოფლიო თანმეგობრობამ კარგად იციან, რომ საქართველომ 2012 წლიდან გადადგა ძალიან სერიოზული, კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიმართულებით და ნორმალიზაციის კონტექსტში ქართული მხარე ეფუძნებოდა უმთავრეს პრინციპს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა, ასე იქნება მომავალშიც, თუ ჩვენს მეზობელს ჩვენთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს.

„რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ ძირითად პრინციპს და ამ პრინციპიდან უკან დახევა არ იქნება, ისევე როგორც იმისგან, რომ საქართველოს აქვს მკაფიოდ განსაზღვრული საგარეო ფაქტორი. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველა მთავრობა, რომელიც მოქალაქეების არჩეულია, პატივს სცემს ამ არჩევანს“,-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხბა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით კარასინის პოზიციას, ზალკანიანის თქმით, საქართველო მხოლოდ მასპინძელია და ეს ღონისძიება ეუთო-ს ეგიდით იმართება.

„მინდა, ყველამ კარგად გაითვალისწინოს ეს ფაქტი - ჩვენ მხოლოდ ქვეყანა ვართ, რომლის ტერიტორიაზეც ტარდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ეს ღონისძიება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს 56 ქვეყნის საპრალმენტო დელეგაციები ეწვევიან. ეუთო-ს სურვილია, ეს ღონისძიება შედგეს სრული ფორმატით, ანუ მასში მონაწილეობა მიიღოს ეუთო-ს წევრმა ყველა ქვეყანამ. ჩვენ, როგორც ეუთოს წევრი ქვეყანა, პატივს ვცემთ ამ ორგანიზაციას და ეს არის ამოსავალი წერტილი, როდესაც ვსაუბრობთ საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაზე და მასში ეუთოს წევრი ქვეყნების მონაწილეობაზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო-ს სურვილს, პრინციპებს, რომ ღონისძიებაში, რომელიც ტარდება ეუთო-ს ეგიდით და არა საქართველოს სურვილით, მონაწილეობა მიიღოს ეუთოს წევრმა ყველა ქვეყანამ. ჩვენ ხომ არ ვიცით, ჯერ ვინ ჩამოვა საქართველოში. მჭიდრო კონტაქტში ვართ ეუთო-სთან. მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ პრინციპს, რომელზეც არის დაფუძნებული ეს ორგანიზაცია“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

წაკითხულია 332 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური