საქართველოში მოსახლეობაში C და B ჰეპატიტის გავრცელების კვლევა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 18 მაისი 2015 14:45

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილებ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „სტარვიზიასა“  და „ნიუსდეის“ განუცხადა,  კვლევის მთავარი დანიშნულება ელიმინაციის პროქეტის დაგეგმვაა.

კვლევის შედეგად უნდა დაგინდეს, რამდენი ადმიანია საქართველოში  ინფიცირებული და ვისზე უნდა იყოს გათვლილი აშშ-ის მიერ დაფინანსებული უფასო მკურნალობა.

„კვლევის სიზუსტეზეა დამოკიდებული საქართველოს მასშტაბით ინფიცირებულ ადამიანთა გამოვლენის გეგმის შედგენა და სკრინინგის პროექტები,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მოსახლეობაში C და B ჰეპატიტის გავრცელების კვლევის პროცესში, ექიმთა ჯგუფები შემთხვევითი შერჩევის შედეგად გამოვლენილ ადამიანებს სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.  გამოკვლევის შედეგები კონფიდენციალურია..

„რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის შემთხვევები, როდესაც თავად ექიმები ძალიან არაკოლეგიალურად იქცევიან ჩვენთან მიმართებაში და უარს აცხადებენ კვლევაში მონაწილეობაზე. მსგავსი დამოკიდებულება კვლევის შედეგებში უზუსტობებს გამოიწვევს, ამიტომ, ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წაკითხულია 494 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური