თამარ სანიკიძე და მაია მიმინოშვილი კვლევის შედეგებს გაეცნენ

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 18 მაისი 2015 12:47

კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ N199 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ძირითადი კვლევა ტარდება, რომლის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გაეცნენ.
 საერთაშორისო პროგრამა (PISA) მიზნად ისახავს, შეაფასოს 15 წლის მოზარდების მიერ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები სამ სფეროში: კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. PISA ამოწმებს მოსწავლეების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რაც მათ სკოლაში მიიღეს. კვლევაში საქართველოს 280 სკოლის 6200 მოსწავლე, მათი მშობლები და სკოლის დირექტორები ჩაერთვებიან. კვლევა ქართულად, აზერბაიჯანულად და რუსულად ტარდება.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის PIRLS-ის პილოტირება დასრულდა. საცდელ ტესტირებაში ჩართული იყო საქართველოს ყველა რეგიონის 32 სკოლის მე-4 კლასის 1 500-მდე მოსწავლე, მათი მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორები. წიგნიერების საერთაშორისო კვლევა შეისწავლის იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე და მისი მიზანი 9-10 წლის ბავშვების (მე-4 კლასი) კითხვის უნარის განვითარებაა. საქართველომ პირველად ამ კვლევაში მონაწილეობა 2006 წელს მიიღო. განათლების სამინისტროში მოსწავლეებმა საკმაოდ მოკრძალებული შედეგები აჩვენეს. კვლევის მომდევნო ციკლში განათლების სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ, შეადარონ ქართველ მოსწავლეთა მიღწევები ერთმანეთს, ნახონ, როგორ აისახა საშუალო სკოლაში მიმდინარე ცვლილებები მოსწავლეთა მიღწევებზე. ჩატარდა TIMSS-ის (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორიო კვლევა) ძირითადი კვლევა. ივნისში კი იგეგმება სახელმწიფო შეფასება მათემატიკაში.

წაკითხულია 802 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური