youtube.com-მა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაბლოკა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მარტი 2016 17:32

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაბლოკა. ასევე გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტ-სივრცეში უკანონოდ ატვირთვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს, არ დაუშვან აღნიშნული ვიდეომასალის ტირაჟირება. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

წაკითხულია 847 ჯერ

Related items

  • "ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საშიშროების წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა", - სუს-ი

    გასულ წელს დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის ზურგს ამოფარებული ცალკეული პირები და ჯგუფები, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის /სუს/ 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

    ანგარიშის ინფორმაციის მიხედვით, ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საშიშროების წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა.

    „რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მიუხედავად ამისა, მუდმივად არის მიმდინარე ორმხრივ ურთიერთობებში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევისა და მათი მიზანმიმართული დაზიანების მცდელობები. გასულ წელს დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები ცდილობდნენ, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობების დესტაბილიზაციის მცდელობებით გადაეფარათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივების მცდელობას.

    აღნიშნულ კონტექსტში განსახილველია 2019 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა. აღნიშნულ პროცესებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები. საკითხის გასამწვავებლად აქტიურად იყო გამოყენებული ე.წ. საინფორმაციო ომის მეთოდები. მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება, ასევე, პროვოკაციული მოწოდებებით, შექმნილი ვითარების „ოკუპაციის სიბრტყეში“ გადატანის მცდელობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

    ამავე დოკუმენტის თანახმად, პროვოკაციების თავიდან აცილებისა და ვითარების დასტაბილურების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

    „უწყება ჩართულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობაში, რომელიც ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აღნიშნული საკითხის დარეგულირების ლეგიტიმურ ფორმატს წარმოადგენს. საფრთხეების მინიმიზაციის მიმართულებით, შესაბამისი რეკომენდაციები ეძლევა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ უწყებებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური დანაყოფები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებდნენ სასაზღვრო ზონის მიმდებარედ არსებული ოპერატიული ვითარების მონიტორინგსა და შესაბამის ოპერატიულ უზრუნველყოფას“, - ნათქვამია ანგარიშში.

    ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ასევე ცდილობდნენ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას და საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. მნიშვნელოვან პროცესებზე უარყოფითი გავლენის მოხდენის მიზნით მიმდინარეობდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.

    როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელს გარკვეული ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზაციის მცდელობას. დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფოსთან ძალისმიერი დაპირისპირების ფაქტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, მიმდინარეობდა ვითარების მონიტორინგი და ხორციელდებოდა დეესკალაციის ღონისძიებები.

    „გასულ წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დესტრუქციული ძალების მხრიდან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გარკვეულ ნაწილზე იდეოლოგიური ზეგავლენის და სეპარატისტული განწყობების სხვადასხვა ფორმით წახალისების მცდელობებს. აღნიშნულის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური, კულტურული, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული თუ ბიზნეს პროექტებისა და აქტივობების საფარქვეშ, სამიზნე ჯგუფებში ხორციელდებოდა ანტიქართული განწყობების გაღვივებისა და საქართველოს სახელმწიფოსგან მათი დისტანცირების მცდელობა. ამავე დროს, პერიოდულად ვრცელდებოდა გაყალბებული ფაქტები და მიმდინარეობდა მითების შექმნა, რათა ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი საერთო პრობლემები ეთნიკური ნიშნით წარმოჩენილიყო.

    საანგარიშო პერიოდში კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება. აღკვეთილი იქნა გარკვეული აქტივობები, სადაც იგეგმებოდა საქართველოს მოქალაქეებში დესტრუქციული განწყობების გაღვივება. თავიდან იქნა აცილებული ცალკეული პირების ჩართვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ მსგავს პროექტებში. ხორციელდებოდა შესაბამისი სასაზღვრო კონტროლი და განეიტრალდა ეთნიკური დაპირისპირებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობები“, - ხაზგასმულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშში.

  • ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
    დღეს, 11:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიფინგი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გახსნილ ერთ-ერთ საქმეს უკავშირდება.
  • ბაღდათის გამგებელი 227 654,80 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

    ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. განცხადება ამის შესახებ,  რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებელმა გიორგი ქურდაძემ გააკეთა. 

    ქურდაძის თქმით გეგეშიძემ 227 654,80 ლარი გაფლანგა. 

    ,,გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტმა" 2015 წლის 26 თებერვალს გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ბაღდათი - ზეგანი - საკრაულას დამაკავშირებელი გზის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე, რომელშიც გაიმარჯვა შპს ,,ქვენიფნელმა“ და რომელთანაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 20 აპრილს, 950 000 ლარის სამუშაოების შესრულებაზე N48 ხელშეკრულება გააფორმა.

    შპს „ქვენიფნელის“ მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, ზემოხსენებული სამუშაოების საბოლოო მიღება - ჩაბარება მოახდინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, კერძოდ, ასფალტის სამუშაოების უხარისხოდ და სტანდარტებთან შეუსაბამოდ შესრულების თაობაზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, მან შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება - ჩაბარება განახორციელა ერთპიროვნულად, მიღება - ჩაბარების მუდმივმოქმედი კომისიის გვერდის ავლით და შპს „ქვენიფნელს“ გადაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის გადასახდელი მთლიანი თანხის დარჩენილი ნაწილი 227 654,80 ლარი, რაც გაფლანგა.

    გამოძიება გრძელდება ირაკლი გეგეშიძის მიერ შპს „ქვენიფნელთან“ წარმოებული ანგარიშსწორების მიზანშეწონილობის შემოწმების მიზნით, რის შემდეგაც გამორიცხული არ არის გაიზარდოს გაფლანგული თანხების ოდენობა.

    გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" და მე-3 ნაწილის ,,ბ"

    ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 11 წლამდე).

    გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”, - აცხადებენ უწყებაში.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახელით ჩადენილი თაღლითობის ფაქტი გამოვლინდა-სუს-ის განცხადება

    ანტიკორუფციულმა სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახელით ჩადენილი თაღლითობის ფაქტი გამოავლინა. მომხდართან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაცია  სუს-ში სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. 

     "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯემალ დუაძემ გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა საქართველოს მოქალაქე ბეჟან დ-ს კუთვნილ ფულად თანხას, რა მიზნითაც 2015 წლის ზაფხულში ბეჟან დ-სთან, ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით, მიაგზავნა გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომელიც ბეჟან დ-ს გაეცნო დავით გიორგაძის გვარ-სახელით და განუცხადა, რომ მას თითქოსდა პრობლემები ჰქონდა ანტიკორუფციულ სააგენტოში, მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება და საქმის მოგვარების სანაცვლოდ 50 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. პარალელურად, ჯემალ დუაძე დაჟინებით ურჩევდა ბეჟან დ-ს მოთხოვნილი თანხის გადახდას, რომელიც მისი განმარტებით შემცირდა 30 000 აშშ დოლარამდე. აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით ჯემალ დუაძე ასევე დაუკავშირდა ბეჟან დ-ს შვილიშვილს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს, რომელსაც აუხსნა საქმის ვითარება და საკითხის მოგვარების სანაცვლოდ მასაც 30 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. 2016 წლის 20 მარტს ჯემალ დუაძემ მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარის თითქოსდა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებისათვის გადაცემისა და საკითხის საბოლოოდ მოგვარების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს საქართველოში ჩამოსვლა და მასთან შეხვედრა მოსთხოვა. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯემალ დუაძე დაუკავშირდა ნაცნობს, თაღლითობისთვის წარსულში ნასამართლევ გოგიტა დემეტრაშვილს, რომელსაც გაუმხილა თავისი ჩანაფიქრი და ერთად დაგეგმეს ბექა დ-სთვის მოტყუებით, თაღლითური გზით ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევა. კერძოდ, 2016 წლის 20 მარტს დაახლოებით 2 საათზე ჯემალ დუაძე ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით, თბილისის აეროპორტში დახვდა რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ბექა დ-ს, წაიყვანა ის ქ. თბილისში, ავლაბრის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და შეახვედრა გოგიტა დემეტრაშვილს, რომელსაც ჯემალ დუაძემ წინასწარ უქირავა "მერსედეს შ-კლასის" მოდელის ავტომობილი. გოგიტა დემეტრაშვილმა ბექა დ-ს თავი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ იოსებ გოგაშვილად გააცნო და დაჰპირდა მისი პაპის ბეჟან დ-ს მიმართ თითქოსდა წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, აგრეთვე მომავალში ყოველგვარი პრობლემების მოგვარებას. ამის შემდეგ, იმავე დღეს ჯემალ დუაძემ თითქოსდა იოსებ გოგაშვილისთვის გადასაცემად, ბექა დ-ს ქ. თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარი გამოართვა. ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი მოთხოვნილი ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევის შემდეგ დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინაროებს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასა და ტექსტში აღნიშნული პირების იდენტიფიცირება მოვახდინეთ. შესაძლოა დაკავებული პირების მიერ სხვა დაზარალებული მოქალაქეები არსებობდნენ, რომლებიც მათ ამოცნობას შეძლებენ", - აცხადებენ უწყებაში.

  • სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე 7 ადამიანი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადებისა და მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელთა მხრიდან გულგრილობის ფაქტზე 7 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

    გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, 9 სხვადასხვა შპს-ს სახელით განხორციელდა ჯამში 609 794 ლარის ღირებულების ცემენტის იმპორტი. 

    ბრალდებულებმა ტვირთის მოტყუებით გასატანად შეადგინეს გადახდის ყალბი დოკუმენტები, რეალურად არ მოახდინეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 110 000 ლარის ზიანი. 

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური