უნივერსიტეტში კანცლერობის კანდიდატი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 15:34

გიორგი გაფრინდაშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს .  უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატი სტუდენტების ნაწილის პროტესტის მიუხედავად კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.

„მზად ვარ კონსტრუქციულ რეჟიმში ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი. თუ რომელიმე ფაქტი დადასტურდება მას ექნება შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია, რომლის მიხედვითაც მე ვარ მოძალადე, ვძალადობდი რაიმე სახის დანაშაულს ვფარავდი, არათუ უნივერსიტეტში, საჯარო სამსახურშიც კი არ ვიმუშავებ სიცოცხლის მანძილზე,“- განაცხადა გაფრინდაშვილმა.

გიორგი გაფრინდაშვილის მხარდაჭერები აცხადებენ, რომ არსებობს სიტუაციის კონკრეტული პირების მხრიდან მართვის მცდელობა.

თსუს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი გამორიცხავს, რომ გიორგი გაფრინდაშვილს ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობა მიეღო.  

წაკითხულია 329 ჯერ

Related items

  • ჩინეთის ელჩი თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და ჩინეთის უამაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმდინარე და სამომავლო პარტნიორობის საკითხები, ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ.

    შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი დინგ ჰაო და ატაშე ჩენ იუძუნი ესწრებოდნენ. თსუ რექტორი და ჩინეთის ელჩი შეთანხმდენენ, რომ ახლო მომავლში ძი იენჩი თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

  • თსუ-ში თემაზე „კონფლიქტების პრევენცია სკოლებში“ ტრენინგი ჩატარდა
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგი „კონფლიქტების პრევენცია სკოლებში“ ჩატარდა.ტრენინგის ორგანიზატორია თსუ-ის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მიმართულება და კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
  • "აუდიტორია 115-ის" წევრები მეექვსე კორპუსში რჩებიან

    „აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსს არ დატოვებენ. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს  მე-6 კორპუსის პიკეტირებას სადღესასწაულო დღეებშიც გააგრძელებენ.

    „სამწუხაროდ, განათლების კომიტეტმა უარი თქვა კანონში ცვლილების ინიცირების დარეგისტრირებაზეც კი, არათუ კანონში ცვლილების განხორციელებაზე. შესაბამისად, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ და სხვებმა ჩვენ გაგვწირეს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მე-6 კორპუსის პიკეტირება, ვიდრე კანონპროექტი არ დარეგისტრირდება," - განაცხადა "აუდიტორია 115-ის" წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ.

  • როდის დატოვებენ "აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსს?

    როდის დატოვებენ "აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსს? - ს დღს გახდება ცნოილი. ახალგაზდებმა უნივერსიეტის შენობა შესაძლა ღეს ატოვონ. შეგახსენებთ,  უკვე ერთ თვეზე მეტია რა მათ მეექვსე კორპუსი ბლოკირებული აქვთ. პარალელურად, კვლავ ძალაში რჩება მათი მთავარი მოთხოვნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის რეფორმის შესახებ. 

    საკუთარი ინიციატივები მათ უკვე გადაუგზავნეს განათლების კომიტეტს. მოხერხდება თუ არა პოზიციების შეჯერება, ეს 5 იანვარს, კომიტეტში დაგეგმილ შეხვედრაზე გაირკვევა.

  • თსუ-ს მე-6 კორპუსში პროტესტი გრძელდება

    თსუ-ს მე-6 კორპუსში პროტესტი კვლავ გრძელდება. მოძრაობა  ”აუდიტორია 115-ის” წარმომადგენლების შენობის დატოვებას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე  პარლამენტში  5 დეკემბერს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომა არ გაიმართება. 
    „აუდიტორია 115-ის" წარმომადგენლები გუშინ   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარს შეხვდნენ, სადაც გადაწყდა, რომ აღნიშნული კომიტეტი გაფართოებულ სხდომას გამართავს, რომელზეც სტუდენტები კანონმდებლებს თავიანთ ინიციატივებს წარუდგენენ.

    „აუდიტორია 115-ის" წევრებს თსუ-ის მეექვსე კორპუსი უკვე ექვსი დღეა პიკეტირებული აქვთ.  კომიტეტის სხდომის შემდეგ გადაწყდება დატოვებენ თუ არა სტუდენტები მეექვსე კორპუსს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური