გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ვიზალიბერალიზაციაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 10:47

მადლობა ყველას ვინც საქართველოს ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს-ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ მინისტრი აკეთებს. მათ შორის გიორგი კვირიკაშვილი ასახელებს ევროკომისარს მიგრაციასა და მოქალაქეობის საკითხებში.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერი Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგზე წერს.

"საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი არის იმ რთული სამუშაოს აღიარება, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქემ შეასრულა. ჩვენ ევროკავშირს ერთი ნაბიჯით მივუალოვდით," - წერს კვირიკაშვილი.

დიმიტრის ავრამოპულოსმა კი Twitter-ის საშუალებით განაცხადა, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთავაზება, მნიშვნელოვანი მიღწევა და პროგრესია.

ასევე Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას, როგორც ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების გაღრმავების საშუალებას და იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო სწრაფად იმოქმედებს. 

აქვე კიდევ ერთ განცხადებაში საქართველოს პრემიერმა დიმიტრის ავრამოპულოსის პრესკონფერენციის შემდეგ დაწერა, რომ ის ევროკომისიის გადაწყვეტილებით კმაყოფილებას გამოთქვამს.

წაკითხულია 675 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

    პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

    პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

    მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი და საკითხები, რომლებზე მსჯელობაც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში იგეგმება.

    საუბრისას ყურადღება დაეთმო განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

  • პრემიერ-მინისტრი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა

    სხდომის დაწყებამდე მინდა, შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას - ეს არის ტერორიზმი - გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ის არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო.
    ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი და დაგვეჭრა - ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
    მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს.
    სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს.
    მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, თავიანთი დამოკიდებულებით, არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია.
    ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

  • კვირიკაშვილი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს

    პრემიერმინისტრის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში 4.8%-ია. განცხადება ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.პრემიერის განცხადებით, ასევე გაზრდილია ტურისტების, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების რაოდენობა, რაც კვირიკაშვილის განმარტებით, მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა სწორად მუშაობს.„2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო, ორი თვის ჯამური მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არის 4.8%-იანი რეალური ზრდა. ექსპორტი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. 4 პუნქტიანი გეგმა თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით მუშაობს,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

  • საზეიმო კონცერტი ევროპის მოედანზე

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გალაკონცერტს „ევროპისკენ“ დაესწრო, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ევროპის მოედანზე გაიმართა. 

    გალაკონცერტში მონაწილეობას სოლო შემსრულებლებთან ერთად, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი და სხვა მუსიკალური ჯგუფები იღებდნენ.

    კონცერტი საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

     

  • სიურპრიზი უცხოელ ტურისტს
    2016 წელს საქართველოში ტურისტების მაჩვენებელმა ექვს მილიონს მიაღწია, რაც ქვეყნისათვის რეკორდული მაჩვენებელია. ტურისტს, რომელიც საქართველოში შემოსული ექვსი მილიონი ტურისტიდან ბოლო იყო, განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყვეს. ჰოლანდიელ ჯასპერს გიდობა პრემიერმინისტრმა გაუწია. უცხოელ მოგზაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ღვინო გადასცეს და სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ავტომობილი და მძღოლი დაახვედრეს. ავტომობილში ჯასპერს მძღოლმა გადასცა წერილი, სადაც ეწერა, რომ ის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზები ელოდა. ჯასპერს აეროპორტის გზაზე სპეციალური ესკორტი დახვდა ადა ასე მიაცილეს დანიშნულების ადგილამდე, სადაც მას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა. პრემიერმინისტრმა მას გიდობა გაუწია, ქართული სიმღერისა და მუსიკის ფონზე რესტორანში უმასპინძლა და ქვეყნის სამზარეულოც გააცნო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური