საპროტესტო აქცია ლონდონში-აქციის მონაწილეები ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 08 მარტი 2016 12:46

საპროტესტო აქცია ლონდონში-აქციის მონაწილეები ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვენ.უკრაინელი პილოტის გათავისუფლების მოთხოვნით 

ასობით ადამიანი რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბა .

აქცია გლობალური ინიციატივა თავისუფლება სავჩენკოს ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსგავსი დემონსტრაციების მოწყობას მსოფლიოს დიდ ქალაქებში და მათ შორის თბილისშიც, დღეს გეგმავს.

თბილისში აქცია სოციალური ქსელით იგეგმება და ის ღამის 12 საათზე რუსეთის საელჩოსთან გაიმართება.

აქცია მოსკოვშიც გაიმართა სადაც სამართალდამცველებმა 5 აქტივისტი დააკავეს. შვილის გათავისუფლებისა და უკრაინაში დაბრუნების მოთხოვნით საგანგებო ვიდეო მიმართვას ნადეჟდა სავჩენკოს დედაც ავრცელებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მის გადარჩენას სთხოვს.

ნადეჟდა სავჩეკოს რუსეთის ხელისუფლება რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში სდებს ბრალს. რუსეთის პროკურატურა მისთვის სასჯელის სახით 23 წლიან პატიმრობას ითხოვს.

 
წაკითხულია 834 ჯერ

Related items

  • მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. ფორუმზე 95 ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს განიხილავს. ფორუმის ძირითადი თემაა - სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

    ფორუმის ფარგლებში მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბრენდების - HP-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია განათლების ყველა საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაცია. მიხეილ ჩხენკელმა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის დანერგვაზე და ამ მიმართულებით მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

    საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა.

  • ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    დიდი ბრიტანეთი - ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლაში (SSEES), დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს,  ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის შემსწავლელი კურსების დამაარსებლების და საქართველოს  ახალგაზრდა ელჩი სოფო ქევხიშვილის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საღამო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის ბიბლიოთეკაში ქართული სექციის გახსნას მიეძღვნა.

    ღონისძიებაზე, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის დირექტორმა, პროფესორმა დიან ფ. კონკერმა, და ახალგაზრდა ელჩმა სოფო ქევხიშვილმა ისაუბრეს ბიბლიოთეკაში ქართული სექციის არსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
    ღონისძიების ფარგლებში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის მასწავლებლებმა ქეთი კალანდაძემ და მარინე თიგიშვილმა სტუმრებს ქართული ანბანი და ლიტერატურა გააცნეს.
    საყურადღებოა,  რომ  აღნიშნული ბიბლიოთეკა ლონდონის ერთადერთი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაა, რომელსაც ქართული სექცია აქვს.

  • იუნა შაფათავა ქართველ ჟურნალისტებს მიმართავს

    ასეთი შინაარსის პოსტები დაუდო იუანა შაფათავას ამერიკაში მცხოვრებმა ცისნამი საყვარლიშვილმა, რომელიც წლებია აშშ-ში ცხოვრობს.საპასუხოდ იუნა შაფათავამ სოციალური ქსელით ქართველ ჟურნალისტებს მიმართა:

    "ბოდიში, მინდა იცოდეთ, ეს ვინ არის. ამის ბანძი ეთერი იყო ქართული ემიგრაციის სირცხვილი. ძალიან არ მინდა, ქართული ემიგრაციით სპეკულირებდეს ეს გიჟი. ხვალ საქართველოს სახელით რამე სასწაულს დაფქვავს კიდევ ეთერში. 

    იმედია ყველა ჟურნალისტი გაითვალისწინებთ ამას. რატომ გეტენებათ დიდი ქართველი ამერიკელის სახელით, ვერ ვხვდები. მაგრამ ტექსტი ისეთია, ვწუხვარ, რომ ქართველი ქალი ქართველ ქალს ასეთ საძაგლობას უსურვებს. 
    ბოდიში შეწუხებისთვის, ვიცი ისვენებთ 
    დიდი მადლობა."

    ურთიერთშელაპარაკება აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში გაეროს შენობასთან დაგეგმილ ქართველთა სამშვიდობო საპროტესტო აქციის საორგანიზაციო საკითხებს მოჰყვა, რომელიც 8 აგვისტოს ომის და რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

    მოგვიანებით ცისნამი საყვარლიშვილმა იუნა შაფათავს პოსტების წაშლა მოსთხოვა:

     

    "წაშალე პოსტები! ვაღიარებ, ძალიან საზიზღობა დავწერე, მხოლოდ იმიტომ, რომ მაკადრე და მიწოდე ის რაც არ ვარ, რადგან ყველა შენნაირი გგონია! შენც ეგ გინდოდა, რომ მე წყობილებიდამ გამგეყვანე. ბრავო, მიზანი მიღწეულია! არასდროს ამომივიდოდა პირიდან ასეთი სიბინძურე, რომ არა შენი ვულგარული კომენტარები, ჩემს მიმართ და ახლა საზოგადოებას ნუ აჩვენებ, რომ მე ურჩხული ვარ და შენ წმინდანი. ვწუხვარ, რომ აგყევი და თავი ვერ შევიკავე. ბოდიში საზოგადოებას, ვინც ამას წაიკითხავს. მარა მინდა ყველამ იცოდეს, შენი ბრალია! მრცხვენია, რომ შენი დონის გავხდი! ღმერთმა შემინდოს!"

    image

    image

    image

     

  • ლონდონის სასწაული: დედის მიერ მე-10 სართულიდან გადმოგდებული ჩვილი, მამაკაცმა დაიჭირა

    ლონდონში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. სამაშველო სამსახური მსხვერპლის გაზრდას ვარაუდობს, დამაიდებელ ინფორმაციას ვერც საავადმყოფოები ავრცელებენ.


    მედიაში, დილიდან, დამწვარი შენობისა და შეშინებული მაცხოვრებლების ფოტოები და ისტორიები ვრცელდება.

    დეილი მეილი კი დაუჯერებელ ისტორიაზე წერს.

    სამირა ლამრანი, რომელიც აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა, ჰყვება, როგორ დაინახა მაღალი სართულის ფანჯარაში ქალი, რომელსაც ხელში ჩვილი ეჭირა.

    ლამრანის თქმით, სართულები გადათვალა და როდესაც აღმოაჩინა , რომ ქალი მე-9 ან მე-10 სართულზე იმყოფებოდა, შიშისგან თვალები დახუჭა.

    „მიხვდი, რის გაკეთებასაც აპირებდა, თუმცა ადგილიდან ვერ დავიძარი. ხმა არ გვესმოდა, მაგრამ ჟესტიკულაციით მივხვდით, რომ ბავშვის ჩამოგდებას აპირებდა. “ - ამბობს სამირა.

    როგორც აღმოჩნდა, ცეცხლმოკიდებული სახლიდან ბავშვის გადასარჩენად , დედამ მისი გადაგდება გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ ჩვილს ვინმე დაიჭერდა.

    მცდელობამაც გაამართლა.

    სამირას თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი სწრაფად გაერკვა ვითარებაში და იმ ადგილისკენ გაიქცა, სადაც სავარაუდოდ, ბავშვი უნდა აღმოჩენილიყო.

    "მამაკაცმა ხალხის ნაკადი გაარღვია და შენობისკენ გაიქცა. დავინახე, როგორ გადმოაგდო დედამ ნაჭერში გახვეული ბავშვი, მამაკაცმა კი მისი დაჭერა შეძლო. ეს ნამდვლი სასწაული იყო" - ამბობს სამირა.

     

    შეგახსენებთ, 27 -სართულიანი საცხოვრებელ შენობას - Grenfell Tower, ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა.

     

    ხანძრის შედეგად 74 მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.

    ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულია. თვითმხილველის განცხადებით, ხანძარი, მე-4 სართულზე, მაცივრის აფეთქებამ გამოიწვია.

  • ახალი რეისი ლონდონის მიმართულებით

    საერთაშორისო ფრენებს ახალი, პირდაპირი მიმართულების რეგულარული რეისი დაემატა - „თბილისი-ლონდონი-თბილისი", რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს. ახალი რეისის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს საქართველო-დიდ ბრიტანეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ხალხთა შორის კავშირის გაძლიერებას, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას.

    პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკვე შესაძლებელია გამგზავრება ევროპის 13 ქვეყანაში 21 მიმართულებით. 2017 წლის მხოლოდ ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა 47%-ით მოიმატა.

    „ასევე უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა, სასტუმროების ქსელი და არაერთი ტურისტული მიმართულება ვითარდება საქართველოში. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მადლობას ვუხდი საქართველოს ავიახაზებს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. იმედი მაქვს რეისები გაგრძელდება ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგაც. დარწმუნებული ვარ, ეს ავიაკომპანია კიდევ იტყვის თავის ხმამაღალ სიტყვას საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. დღეს ვიზალიბერალიზაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ უნიკალური საშუალება, რომ დამღლელი პროცედურების გარეშე გაემგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში," - განაცხადა პრემიერმა.

    გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი ლონდონის ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ბრიტანელ ხალხს.

    "კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახების, ბრიტანეთის მთავრობისა და ბრიტანელი ხალხის მიმართ. ტერორიზმს,სამწუხაროდ, არ აქვს საზღვრები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით შეძლებს დაამარცხოს ეს უდიდესი სენი, რომელიც მსოფლიოს შეეყარა ამ ბოლო პერიოდში"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

    ღონისძიებას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრო. ელჩმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ საქართველოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური