ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 07 მარტი 2016 13:57

მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამაში ამ რაოდენობის ადამიანის ჩართვა იძლევა იმედს, რომ საქართველო ახლო მომავალში, С ჰეპატიტის გარეშე იქნება.

"ძალიან სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა ასეთი წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები, რომლებიც არიან ამ პროგრამაში ჩართული უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში აპირებენ ამ პროგრამაში ჩართვას. სასიხარულოა, რომ არის პრეპარატი "ჰარვონი", რომელიც რევოლუციურია ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ეს პრეპარატი არის კომპანია "გილიარდის" მიერ მოწოდებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, სამინისტროს მთელ გუნდს, ექიმ ინფექციონისტებს, ასევე იმ პაციენტებს,ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ და გამოცდილებას უზიარებენ სხვებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ამერიკის მთავრობას და კომპანია "გილიარდს" საქართველში, რომელმაც პრეპარატი "ჰარვონი" შემოიტანა საქართველოში.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის ამ პროგრამაზე 2 მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება. სწორედ ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების მთავრობას და ელჩს საქართველოში. ასევე კომპანია "გილიარდს", რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება რაიმე სახით ოცნებაც კი ამ პრობლემის გადაჭრაზე. დღეს უკვე 7 000 მეტი პაციენტი გახლავთ ჩართული ამ პროგრამაში და 3 000-ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. 90%-ის შემთხვევაში წარმატება იქნა მიღწეული. ეს ძალიან იმედის მომცემია. ამ ახალი პრეპარატის შემთხვევაში წარმატების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

წაკითხულია 720 ჯერ

Related items

  • 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

    13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 
    ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად. 
    ამასთან, სხვადასხვა სახის სპორტული ტურნირები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, ხოლო მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი, ან უნდა ჰქონდეთ ბოლო 72 საათის მანძილზე ჩატარებული PCR-ტესტის ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. 
    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ყველა სხვა მოქმედი შეზღუდვა. 
    როგორც ცნობილია, პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. 
    საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 567 922 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 523 669 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 7 917 ადამიანი.
    ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 97 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 2 152 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 766 პირი.
    პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

  • პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში მისი მასპინძლობით იმყოფებიან

    პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში მისი მასპინძლობით იმყოფებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში პრემიერის მასპინძლობით იმყოფებიან.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და კონგრესმენთა საქართველოში ვიზიტი  ქვეყნებს შორის მზარდი თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
    საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის" თანასპონსორები არიან, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისთვის.
    შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, არაღიარების პოლიტიკის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ მიზნით, მთავრობა მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში და მზად არის, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მიიღოს.
    შეხვედრაზე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორად რეგიონში.
    საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის, უწყვეტი პროვოკაციების და „ბორდერიზაციის" კონტექსტში კონგრესმენების ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სამშვიდობო ოპერაციებში. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესის განხორციელებაში. განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობები. 
    აღინიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
    შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს აშშ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებისა და გაღრმავების მიზნით.
    კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).კონგრესმენები კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს წარმოადგენენ. ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის  ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლია დაესწრნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური  

  • ირაკლი ღარიბაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში იმყოფებოდა.

    მხარეებმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.

    ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

    პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და
    უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი ქვეყნის საერთო გამოწვევაზე - რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრეს და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცა

    ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა მოიცავს, როგორც ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდის ნაწილს, ისე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის, მათ შორის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას.

    მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზება საქართველოს მასშტაბით, დიდ ქალაქებში იგეგმება და ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

    ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის, რეგულარული ტესტირება სავალდებულო აღარ იქნება.

    საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადები. აღინიშნა, რომ სხვადასხვა დასახელების ვაქცინის შემოსვლა ქვეყანაში ივლისიდან, ეტაპობრივად დაიწყება და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

    იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება.

    საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 355 368 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 341 103 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 083 ადამიანი.

    ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 34 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 595 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3059 პირი.

    პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გახსნა

    დღეს ჩვენ გავხსენით ქუთაისის ახალი ტერმინალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ქუთაისის აეროპორტმა დაამტკიცა,რომ გახსნის დღიდან არის ძალიან წარმატებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი ტერმინალი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ის 6-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე პირველი ტერმინალი. პრემიერის თქმით, ეს საშუალებას იძლევა, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მგზავრთა ნაკადი. 
    „ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ გავხსენით ქუთაისის ახალი ტერმინალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის. ქუთაისის აეროპორტმა დაამტკიცა,რომ გახსნის დღიდან არის ძალიან წარმატებული. ქუთაისის აეროპორტი 2019 წელს აღიარებული იქნა ყველაზე მზარდი და განვითარებადი აეროპორტი მთელი ევროპის მასშტაბით, კერძოდ, იგი არის მეორე ადგილზე. შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ, რომ აგვეშენებინა ახალი ტერმინალი, რომელიც, როგორც ხედავთ, არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ის 6-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე იყო პირველი ტერმინალი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მგზავრთა ნაკადი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    პრემიერის თქმით, ავიამიმოსვლები განახლებულია და დაახლოებით 50%-ზე მეტი ავიაკომპანია უკვე დაბრუნდა საქართველოში.

    „ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ახლა არის პანდემიიდან ჩვენი ქვეყნის დროულად გამოსვლა, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის. ტურიზმი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი და გენერატორი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს ეს სექტორი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ავია მიმოსვლები განახლებულია. დაახლოებით 50%-ზე მეტი უკვე დაბრუნდა საქართველოში, სიხშირეების 55%-ზე მეტი აღდგენილია, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს რომ ძალიან მალე აღდგება აღნიშნული სექტორიც. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვულოცავ აეროპორტების გაერთიანების დირექტორს და მის თანამშრომლებს, ეკონომიკის მინისტრს, ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    ქუთაისის აეროპორტი საქართველოში სიდიდით მეორე საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც საშუალოდ წლიურად უპრეცედენტო - 35%-იანი ზრდით გამოირჩევა. განახლებული აეროპორტის ტერმინალის ფართობი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ძველი ტერმინალის ფართობს და ჯამურად 30,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. აეროპორტს 7 გასასვლელი აქვს და მისი წლიური გამტარუნარიანობა, მკვეთრად გამოხატული პიკური დატვირთვების პირობებშიც კი 2,500,000 მგზავრზე მეტი იქნება.
    გარდა თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული დიზაინისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის სრულად ავტომატიზებული ბარგის დახარისხების სისტემით, რომელიც პოლონურმა კომპანია DIMARK-მა სპეციალურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დააპროექტა და რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური