ბექა ღვინიაშვილის გამარჯვება პერუში

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 07 მარტი 2016 11:10

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბექა ღვინიაშვილი პერუში პანამერიკის ღია პირველობაზე -100კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. 

ღვინიაშვილმა, რომელიც უკანასკნელი პერიოდია 90-ის ნაცვლად, 100 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალურ შეხვედრაში ესტონეთის წარმომადგენელი გრიგორი მინასკინი დაამარცხა.  

ამ გამარჯვებით ბექა ღვინიაშვილს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგში 100 ქულა შეემატა. მომდევნო კვირას ის არგენტინაში ანალოგიურ ტურნირში იასპარეზებს. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წვერებს ვაჟთა შორის 7 შესაძლებლობიდან 6 წონით კატეგორიაში (100 კგ-ს გარდა) უკვე განაღდებული აქვთ ოლიმპიური ლიცენზია.

წაკითხულია 464 ჯერ

Related items

  • გურამ თუშიშვილი ორთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

    ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით გურამ თუშიშვილი თბილისის გრანპრიზე ვერ იჭიდავებს. ამის მიზეზი გახდა გურამ თუშიშვილის მონაწილეობა შარშან ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

    ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა 25 მარტიდან დაიწყო.

    დებულება კრძალავს ნებართვის გარეშე ძიუდოისტების მონაწილეობას სხვა ძალისმიერ სპორტის სახეობაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში, გურამ თუშიშვილის შემთხვევაში, კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტსმენის მონაწილეობის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ინფორმირებული არ იყო და თუშიშვილი ყაზახეთში გაემგზავრა დამოუკიდებლად.

  • ძიუდო: ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა!

    უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!

    ბილალ ეიელსალმანი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), სიუაბულელა მაბულუ (სამხრეთი აფრიკა), რაიან ვარგასი (აშშ) და ბაულ ანი (სამხრეთი კორეა) - ნახევარფინალამდე ვაჟამ ესენი დაამარცხა, იქ კი მომავალ გამარჯვებულთან, იაპონელ ჰიფუმი აბესთან წააგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა კიდევ ერთ სამხრეთკორეელს ლი-ჰვან კიმს სძლია.

    აბე, როგორც ვთქვით, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში იაპონელმა რუს მიხაილ პულიაევს აჯობა. მეორე ბრინჯაოს მედალს ისრაელის ნაკრების წევრი ტალ ფლიკერი დაეუფლა, რომელმაც უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაიას მოუგო.

    მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო ვაჟასთვის 2017 წელს მესამე მედალია: თებერვალში მან ჯერ პარიზის გრანდ სლემზე დაიკავა მესამე ადგილი, ორ კვირაში კი დიუსელდორფის გრან პრი მოიგო.

    „ეს მედალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ პირველობას, ოქროს მედალს ვგეგმავდი, მესამე ადგილი მაინც მისაღებად მიმაჩნია. ვეცდები მომავალში უკეთესი შედეგი ვაჩვენო", - განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა, რომელმაც შარშან ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

    მარგველაშვილის მესამე ადგილით კმაყოფილი იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე: „ვაჟას გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. მთელი ტურნირის მანძილზე მან ერთადერთი შეცდომა დაუშვა და დასანანია, რომ მოდუნება წაგებად დაუჯდა... ვთვლი, რომ მან ჭკვიანურად იჭიდავა და კარგი იქნება თუ მომავალში ასე გააგრძელებს ასპარეზობას".

    შეგახსენებთ: მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ბუდაპეშტის ტატამზე ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა, თუმცა ის ნაადრევად გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას.

    დღეს, 30 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს ნაკრების ორი წევრი იბრძოლებს: ვაჟებში ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), გოგონებში კი მარიამ ჯანაშვილი (57კგ).

  • “ოქროს ლიგის“ გამარჯვებული თბილისის “შევარდენი 2005“ გახდა

    ავაჭრო ცენტრში "თბილისი მოლი" ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის  -  ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი - "ოქროს ლიგა" გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც თბილისის "შევარდენი 2005" გახდა. ფინალში "შევარდენი 2005"-მა ქარელის "დურმიშხანი" დაამარცხა. მესამე ადგილოსნები გახდნენ - "ლიდერი" და "ოლიმპი".

    საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომლის საპრიზო ფონდი 210 000 ლარი იყო, მონაწილეობა მიიღო შესარჩევ ეტაპზე გამარჯვებულმა 8 საუკეთესო გუნდმა.  შესარჩევ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50-მდე გუნდი მონაწილეობდა.

    "ოქროს ლიგის" ორგანიზატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გახლდათ. "ოქროს ლიგის" ფინალურ ეტაპს მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი. გამარჯვებული სპორტსმენები მინისტრმა, დავით ქევხიშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა დააჯილდოვეს. 

    ლიგის გამარჯვებულმა "შევარდენი 2005"-მა 50 ათასი ლარი მიიღო, მეორე ადგილზე გასულ კლუბს - 40 ათას ლარი, ხოლო მესამეადგილოსნებმა 30-30 ათასი ლარი შეხვდათ.

    მესამე ადგილისთვის შეხვედრებში დამარცხებულ კლუბებს 20 ათასი ლარი გადაეცათ, ხოლო მეშვიდე ადგილზე გასულ კლუბებს - 10 ათასი ლარი. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკებს შორის წლეულს მეხუთედ ტარდება.

  • ქართველმა ძიუდოისტებმა რუსები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონობა მეცხრედ იზეიმეს

    საქართველოს ძიუდოიტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მეცხედ მოიპოვა. რამდენიმე წუთის წინ  პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის პირველობა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

    ქართველებმა ფინალში  რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს.

    შეგახსენებთ, ინდივიდუალურ შეჯიბრში ჩვენმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლს ბექა ღვინიაშვილი დაეუფლა,   ადამ ოქრუაშვილმა ვერცხლ მოპოვა, გურამ თუშიშვილმა კი  ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

  • ქართული ფინალის მოლოდინში

    რამდენიმე საათია, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ძიუდოში თბილისის გრან პრი მიმდინარეობს.   საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ლაშა გიუნაშვილი (66 კგ) თბილისის გრან პრის ფინალში გავიდნენ. პაპინაშვილმა ნახევარფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს ვაზარით მოუგო. გიუნაშვილმა ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ბრაზილიელ ჩარლს ჩიბანას ასევე ვაზარით აჯობა.

    ტურნირზე ფინალური ბლოკი 17:00საათიდან დაიწყება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური