ალბანელმა დებუტატებმა, ერდოღანის ″სკოლების დახურვის″ მოთხოვნას მკაცრად უპასუხეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 მაისი 2015 19:48

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ გასულ დღეებში ალბანეთში ვიზიტისას ოფიციალური პირებისგან ″მოძრაობა ჰიზმეთის″ საქმიანობაში ხელის შეშლის მოთხოვნას ქვეყნის პოლიტიკოსების მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

მმართველი სოციალისტური პარტიის ტირანას დეპუტატმა ბენ ბელუშიმ, გუშინდელ საპარლამენტო სხდომაზე საკითხი დღის წესრიგში დააყენა და ხელისუფლებას ერდოღანის მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა. ″ალბანეთი, თურქეთის რომელიმე რეგიონი არ არის.″აღნიშნა ბელუშიმ და განაცხადა, რომ ″ტერორისტული ორგანიზაციები გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იქნება გამოცხადებული. არცერთი ქვეყნის პრეზიდენტს სხვა ქვეყანაში ასეთი რამის მოთხოვნა არ შეუძლია.″-განაცხადა ბელუშიმ.

საკითხის კომენტირებისას ბელუშიმ, ერდოღანს ტირანაში მშენებარე ახალი მეჩეთის სანაცვლოდ ხელისუფლებისგან  საჩუქარის აღება სურს, ″ჯერჯერობით ისეთი ტერორისტული ორგანიზაცია არ მინახავს რომელიც ადამიანს არ კლავდეს. გიულენის მოძრაობასაც ჯერ ადამიანი რომ მოეკლა ის არ მინახავს. იმ სკოლებმა რომლის დახურვასაც ერდოღანი ითხოვს, ალბნეთში ათასობით მოსწავლეს დაეხმარეს.″აღნიშნა დეპუტატმა. პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ეს თხოვნა, როგორ გავიგოთ, როგორც მეგობარმა ისე გვთხოვა თუ როგორც მამამ, ″ასეთი რამის მთხოვნელი ძმა ან მეგობარი გინახავთ? როგორც მამამ ისე გვთხოვა? ჩვენი მამა ის არ არის, ისმაილ ქემალია.″-განაცხადა მან.

ალბანეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი არბენ მალაჟი სოციალური ქსელის საშუალებით გაკეთებულ განცხადებაში ხაზს უსვამ იმას, რომ მოძრაობა ჰიზმეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ტერორისტების სიაში არ ჰყავს, ″თურქული ინვესტიციების სანაცვლოდ აქ მოქმედი სკოლების დახურვა, თურქეთის შიდა პოლიტიკური პრობლემების ალბანეთში გადმოტანას ნიშნავს. თურქეთის მიერ თავისი ეკონომიკური შესაძლებლობების ჩვენება ალბანეთში მნიშვნელოვანია, მაგრამ დემოკრატიის მხვრივ გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ ჩვენთვის მაგალითი ვერ იქნება.″აღნიშნა მან.

თემა გაზეთის სარედაქციო მწერალმა მერო ბაზემ ერდოღანის, ″თურქეთს, დღემდე ამ ორგანიზაციის მიერ გაკეთებული საქმეების უფრო მეტის შემოთავაზების შესაძლებლობა აქვს.″ ნათქვამი გააკრიტიკა, ″მათი გაკეთებული საქმე თუ ტერორისტული საქმიანობაა, თქვენ ამის გადაბარება და უფრო მეტის გაკეთება რატომ გსურთ?″ იკითხა მწერალმა.

წაკითხულია 445 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური