ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი რომში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 მარტი 2016 13:24

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ბაქრაძე იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა .

მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იტალია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. 

ვიზიტის ფარგლებში ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ევროპული გზების" პრეზენტაცია გაიმართა.

წაკითხულია 399 ჯერ

Related items

  • ბულგარეთის ელჩის ლექცია იბსუში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი დესისლავა ივანოვა ეწვია. ელჩს სამართლის პროგრამისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ.

    შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ევროინტეგრაცია, საქართველოში არსებული გამოწვევები და მიმდინარე მოვლენები. სტუმრებთან ერთად, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.

    ღონისძიება პროექტის „ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ, რომელსაც დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) აფინანსებს.

  • "როგორი 100 ქარხანაც გახსნა „ქართულმა ოცნებამ“, ისეთივე 100 მანდატი ექნება პარლამენტში"

    ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ყველა კვლევა ცალსახად აჩვენებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგი მთლიანად ჩამოშლილი არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „რუსთავის 2“-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შეფასებისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. 
    მისი თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობას აღარ სურს იცხოვროს იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს უნიათო მთავრობა. „ქართული ოცნებისთვის“ მოსაწონი მომავლის ერთადერთი სცენარი არის ბიძინა ივანიშვილის წერილი. ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ცალსახად აჩვენებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგი არის მთლიანად ჩამოშლილი და ჩვენს მოსახლეობას აღარ სურს იცხოვროს იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს უნიათო და საქმის არგამკეთებელი მთავრობა, რომელსაც არ ესმის ხალხის პრობლემა და უფრო მეტი, პირიქით, უმტკიცებს ხალხს, რომ ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობა ვერ იგებს რამდენად კარგად ცხოვრობს დღეს. ასეთი ხელისუფლება ხალხს აღარ უნდა და ამას აჩვენებს დღეს გამოქვეყნებული კვლევაც, ისევე როგორც ყველა სხვა კვლევა, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოქვეყნდა. ოქტომბრის არჩევნებზე დადგება ის შედეგი, რომელსაც აჩვენებს ეს კვლევები და დადგება ის შედეგი, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი, რომ შეჩერდეს უკუსვლა, უძრაობა და ქვეყანა წავიდეს წინ“, - განაცხადა ბაქრაძემ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში 100 დეპუტატით შევა, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ პარლამენტში ისე შევა 100 დეპუტატით, როგორც 100 ქარხანა ააშენეს. „100 როგორც ჩანს მაგიური რიცხვია. როგორი 100 ქარხანაც გახსნა „ქართულმა ოცნებამ“, ისეთივე 100 მანდატი ექნება პარლამენტში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ

  • „გერმანიის უმაღლესი ხელისუფლისგან მივიღეთ დადასტურება, რომ საქართველომ ყველაფერი შეასრულა"

    მმართველი გუნდის შეფასებით, გერმანია მხარს უჭერს საქარველოს ვიზალიბერალიზაციას, რაც პრემიერისა და მერკელის შეხვედრაზეც დადასტურდა. ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველო სექტემბრისთვის მაინც მიიღებს ევროპის მხრიდან უვიზო მიმოსვლაზე დადებით გადაწყვეტილებას.უმრავლესობის ლიდერიც იმედოვნებს, რომ სექტემბრის განმავლობაში, საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება დადებითი იქნება.„საბოლოოდ გაიფანტა ეჭვები იმის თაობაზე, გვიჭერს თუ არა მტკიცედ მხარს გერმანია ჩვენს რეფორმებში და იმ სურვილებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

  • ნიდერლანდები საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას ადასტურებს

    საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას ადასტურებს  ნიდერლანდების სამეფო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებს. ნიდერლანდების სამეფოს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან, ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას.

  • ევროინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი

    ევროინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი - საქართველოს პრეზიდენტმა ლექცია ამ თემაზე პირველ გიმნაზიაში წაიკითხა. გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხა, სადაც კიდევ ერთი მთავარი თემა ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება იყო. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მოგონილი უწოდა."როდესაც ამბობთ ქართველი ადამიანი, რატომ აკეთებთ ამ თემის იდენტიფიცირებას ქართულ კულტურასთან. მე მგონია, რომ ეს არის მოგონილი თემა. იმის მაგივრად, რომ მე დავიწყო ფიქრი - ვინ ვარ მე, როგორ იფიქრებდა ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, დავუბრუნდე რუსთაველს, ჩემს წინაპრებს და დრამატული ინტელექტუალური პროცესი გავიარო ნებისმიერ ასეთ საკითხთან მიმართებაში, ამის ნაცვლად მე მაძლევენ მზა რეცეპტს, რომ ქართველობა - ეს არის ქორწინების საკითხი," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.  

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური