ნინო გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს დადებითად აფასებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 13:06

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ გიორგი მიქაუტაძეს შეუძლია იყოს ღირსეული თავმჯდომარე - შევისწავლე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია, შევისწავლე მის მიმართ არსებული პრეტენზიები და ნამდვილად მივხვდი, რომ მას შეუძლია იყოს საქალაქო სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე, აცხადებს გვენეტაძე, მისივე თქმით, მიქაუტაძის მიმართ მთელ სასამართლოს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს.

წაკითხულია 468 ჯერ

Related items

  • იუსტიციის საბჭო არასამთავრობოების რეკომენდაციებს ისმენს

    იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში სხდომა მიმდინაროებს. 

    მთავარი განსახილველი საკითხია არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები. მას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წარადგენს. საუბარია სულ 10 რეკომენდაციაზე.

  • თამარ კორძაია საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას ეხმაურება

    თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ყავს .  ახალი თავმჯდომარის არჩევაზე შეფასებები მმართველ გუნდში უკვე გაკეთდა. ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, შეკითხვები მასაც აქვს. 

    "რადგან არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ ბევრი პრობლემაა, აჩენს კითხვებს. დიახ, მეც მაქვს შეკითხვები იქ მიმდინარე პროცედურებთან... თუ ვიღაც თვლის, რომ კითხვები არსებობს და არასწორად მოხდა, სასამართლოში უნდა წავიდეს,"- განაცხადა კორძაიამ.

    თამარ კორძაია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტს უფლება არ აქვს, რომ პროცესში ჩაერიოს, დეპუტატებს შეუძლიათ, რომ მოვლენები მხოლოდ შეაფასონ.

    პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე კი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობაა. 

    "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი იყოს და მის საქმიანობაში ხელისუფლების სხვა შტოები არ ერეოდნენ. ვის გადაწყვეტენ ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, ეს პასუხისმგებლობა იუსტიციის საბჭოზე, მოსწონთ თუ არა შიგნით უნდა იმსჯელონ,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქალაქო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე დაინიშნა. 

  • საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე საკადრო ცვლილებზებზე საუბრობს

    მამუკა ახვლედიანის შემცველელად 12 ხმით ერთის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გიორგი მიქაუტაძე აირჩია.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ახალ თავმჯდომარეს და კოლეგიების ხელმძღვანელებს უკვე დღეს წარუდგენენ. 

    სხდომა არასამთავრობო სექტორის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. პრეზიდენტის ქვოტით შესული ვახტანგ მჭედლიშვილი კი განმეორებით კენჭისყრას ითხოვდა.

    უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თქმით, მან შეისწავლა გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია, პრეტენზიები მის წინააღმდეგ და გადაწყვიტა, რომ მიქაუტაძეს შეუძლია იყოს საქალაქო სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე.

    გიორგი მიქაუტაძის თქმით, საქალაქო სასამართლოში გადაადგილებები გამორიცხული არ არის.

    „სასამართლოში არსებობს პრობლემები და აუცილებლად ვიმუშავებთ მათ გამოსწორებაზე. გადასახედი არის როგორც საქმეთა განაწილება, ასევე აპარატის ფუნქციები და არ არის გამორიცხული არც გადაადგილებები“, - აღნიშნა მიქაუტაძემ. 

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე დაინიშნა

    თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ყავს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია. 

    მიქაუტაძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა ერთი წევრი - ვახტანგ მჭედლიშვილი. ვახტანგ მჭედლიშვილი არის პრეზიდენტის წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მანვე დაასახელა გიორგი ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ,თუმცა გიორგი ებანოიძეს კენჭი არ უყარეს, რადგან კენჭის ყრის პროცედურა უკვე ჩატარებული იყო საჭიროდ აღარ ჩათვალეს ახალი კენჭის ყრა.

  • საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის პროცესის შეჩერების მოთხოვნით,იუსტიციის საბჭოსთან აქცია იმართება

    საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის პროცესის შეჩერების მოთხოვნით,იუსტიციის საბჭოსთან არასამთავრობოები საპროტესტო აქციას მართავენ . ისინი აცხადებენ, რომ ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ სასამართლო წესით დაიცვას უფლებები.

    „ახვლედიანის გათავისუფლება იყო უკანონო და ეს დავა სასამართლოში გადაგვაქვს. გვინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობა იყოს თავისუფალი, რადგან როდესაც ახვლედიანს აღვადგენთ, ამ თანამდებობაზე დაინიშნოს,“- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მამუკა ახვლედიანის შემცვლელი დღეს უნდა აირჩიონ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატად ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეა წარდგენილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური