თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 12:07

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ყავს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია. 

მიქაუტაძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა ერთი წევრი - ვახტანგ მჭედლიშვილი. ვახტანგ მჭედლიშვილი არის პრეზიდენტის წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მანვე დაასახელა გიორგი ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ,თუმცა გიორგი ებანოიძეს კენჭი არ უყარეს, რადგან კენჭის ყრის პროცედურა უკვე ჩატარებული იყო საჭიროდ აღარ ჩათვალეს ახალი კენჭის ყრა.

წაკითხულია 435 ჯერ

Related items

  • საქალაქო სასამართლოსთან აქცია - „ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი“ მიმდინარეობს

    თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი“ მიმდინარეობს. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა საქართველოს პროკურატურას რეალური მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებს. აქცია სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს. 

    აქციის მონაწილეები გარდაცვლილი მოზარდების მეგობრები და ოჯახის წევრები არიან.

    "დაიკითხა მოწმე რომელმაც თავისი თვალით დაინახა ეზოში მდგარი მანქანა, რომელშიც იჯდა თავისი პატრონი და მანვე დაინახა დაჭრილი ორი ბიჭი, დაქოქა მანქანა და წავიდა ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, განსაცდელში მიტოვება, რასაც რეაგირება არ მოჰქოლია სამართალდამცავებისგან, მოწმეების მხრიდან არის სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენები" - განაცხადა დავით სარალიძემ.

  • საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის მოწმე ნათია გედენიძე დაკითხეს

    საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის განხილვა დღიესთვისდასრულებულია. პირველმა მოწმემ, ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ უკვე მისცა ჩვენებები, ხვალ კი მის მეუღლეს დაკითხავენ.გედენიძემ დეტალურად გაიხსენა 6 წლის წინ მისი დაკავების ფაქტი და ძალოვანიუწყბებისთვის იძულებით მიცემულ ჩვენებები. პროკურატურას საქმეზე ძალოვანი უწყების 1 ყოფილი თანამშრომელი ჰყავს დაკავებული, კიდევ ერთი პირი კი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

     

  • ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
    ბათუმში მომხდარი მოვლენების დღოს დაკავებულ 7 პირს ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი 9 კი გაათავისუფლეს,- ეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 40 ადამიანიდან, 7-ის გარდა, ყველა ხელწერილით გაათავისუფლეს.
  • საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან

    ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები უნდა დაიკითხონ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის საქმეზე.

    მაია რჩეულიშვილის ადვოკატის თქმით, სხდომაზე დასწრების სურვილი ბრალდებულს აქვს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ არის გამორიცხული მან სასამართლოში მისვლა ვერ შეძლოს. ასეთ შემთხვევაში დაცვა სხდომის გადადებას მოითხოვს. მაია რჩეულიშვილი ამჟამად ქალთა კოლონიაში იმყოფება.

    სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის 2 დღის წინ დააბრუნეს, მას შემდეგ რაც ბრალდებულმა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

    მაია რჩეულიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ პროცესი ბრალდებულის გარეშე არ უნდა გაიმართოს.

  • საქალაქო სასამართლოში დღეს "თეთრი ხმაურის "აქციაზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება

    საქალაქო სასამართლოში დღეს მოძრაობა თეთრი ხმაურის აქციაზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. 

    შოთა ხინჩეგაშვილი და მირიან მალაყმაძე მანიფესტაციის წესის დარღვევისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, თუმცა ისინი წინა პროცესზე გაათავისუფლეს.

    დღეს საქმის არსებით განხილვაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მტკიცებულებები უნდა წარადგინონ.

    დღესვე პროცესის პარალელურად სასამართლოსთან შეკრებას აპირებენ თეთრი ხმაურის აქტივისტები, გადაწყვეტილება მათ გვიან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური