საქართველოში ამერიკის ელჩმა და მისმა მეუღლემ ილია მეორეს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 11:27

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ და მისმა მეუღლემ ფრანჩესკამ საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს უმასპინძლეს.
შეხვედრა ელჩის რეზიდენციაში გაიმართა და აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.
 პატრიარქმა ელჩს საჩუქრად ნახატი გადასცა, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული.-განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
“ ელჩ კელისა და მის მეუღლე ფრანჩესკას მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის მასპინძლობის პატივი ხვდათ. შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ფრანჩესკა ოპერის პროფესიონალი მომღერალია. სადილისას მან და ილია მეორემ პატრიარქის მუსიკალურ კომპოზიციებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ელჩს საჩუქრად გადასცა ნახატი, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

წაკითხულია 756 ჯერ

Related items

  • 1 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამებაში აბიტურიენტებს დალოცავს

    2018 წლის 1 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს დალოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს.

  • „ჯაველინების“ სისტემა უკვე საქართველოშია

    „ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში „ჯაველინების“ სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული“ -  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შესძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი.

    ლევან იზორიამ იან კელის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საუბარი შეეხო ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

    შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ჯეიმს მორისი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონ მეიერსი დაესწრნენ.

  • იან კელი - არსებობს კითხვები, როგორ აღმოჩნდნენ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები საქართველოში

    საქართველოს მთავრობის თხოვნით აშშ-დან ექსპერტები ჩამოვიდნენ და ქართულ მხარეს სპეცოპერაციის საქმის გამოძიების პროცესში ეხმარებიან, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

    მისივე ინფორმაციით, დღეს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

    "რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას, მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით იმას, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით ექსპერტები ჩამოვიდნენ და ეხმარებიან გამოძიების პროცესში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით დღეს პრესკონფერენცია გაიმართება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ინტერესით ველოდებით ამას", - განაცხადა იან კელიმ.

    იან კელის თქმით, შს მინისტრის განცხადება, სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ქვეყანაში არალეგალური გზით შემოსვლასთან დაკავშირებით, არ უნახავს.

    "მე არ მინახავს მინისტრის ეს განცხადება, თუმცა, არსებობს კონკრეტული კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს პირები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და როგორ აღმოჩნდნენ ისინი საქართველოში. ძალიან ინტერესით ვაკვირდებით ამ პროცესს", - განაცხადა იან კელიმ.

  • "ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად, იგი არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა ერისა”- პატრიარქი

    7 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია შედგა.

     

    კონფერენციას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მღვდელმთავრები, სემეცნიერო და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები.

    კონფერენციას უძღვებოდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

    მოხსენებებით წარდგნენ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო მინაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძე _ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული”), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ბენაშვილი (თემა, _ ,,ანალიტიკური აქცენტები ილიას შემოქმედებიდან”) და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა მემანიშვილი-კალანდარაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძის ჰომილეტიკური ხასიათის პუბლიცისტიკა”).

    წმინდა ილია მართლის საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ საიუბილეო წელს ფონდმა დააწესა ილია ჭავჭავაძის პრემია საზოგადოებისა და საერთოდ ერის განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ფონდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველად ეს პრემია მიენიჭა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს.

    სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე,.

    დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია II-მ მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და წმინდა ილია მართლის ცხოვრებაზე ისაუბრა:

    „წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული. ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია. თვითონ სახელი ,,ელია” მოიცავს ღვთის სახელს ორგზის: ,,ელ” _ ღმერთი და ,,იახვე” _ უფალი, ე.ი. _ ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი. ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა. მისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, _ ისინი მას არ მოკლავდნენ. დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ! დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!“- განაცხადა პატრიარქმა.

    წმინდა ილია მართლის ფონდი საიუბილეო კონფერენციას გამართავს ასევე საინგილოში. კონფერენციაზე საგალობლები შეასრულეს კვარტეტმა ,,მუხამბაზმა” და არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ბიტ-ხარიბი) თავის გუნდთან ერთად. ოთხშაბათს, 8 ნოემბერს, 13 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მთაწმინდაზე წმინდა ილია მართლის განსასვენებელზე გადაიხდის პარაკლისს.

  • აშშ-ში ვიზიტამდე თავდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკის ელჩს იან კელის აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე შეხვდა. აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. „საქართველოს თავდაცვის რეფორმისთვის აშშ-ის მხრიდან 100 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი დაიხარჯება, რაც საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას მაღალ ხარისხში აიყვანს“ - თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორია თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს პენტაგონში შეხვდება. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ქართული დელეგაციის წევრები, ასევე, კონგრესსა და თეთრ სახლში შეხვედრებს გამართავენ.

    ამერიკის ელჩთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური