"ნაცმოძრაობა" ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 მარტი 2016 12:22

 ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხს "ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენებს.უმცირესობა  "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კალაძესთან შეხვედრას ფრაქციის სხდომის ფორმატში ითხოვს. უკვე ცნობილია, რომ ვიცეპრემიერი მზად არის საკომიტეტო მოსმენას დაესწროს და არსებულ კითხვებს უპასუხოს. საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ შეხვედრა მომდევნო კვირას გაიმართება.

წაკითხულია 306 ჯერ

Related items

  • „ნაცმოძრაობა“ „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

    „ნაციონალური მოძრაობა“ „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 
    როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობა, რომ მოიპოვოს პრივილეგიები ივანიშვილის კარზე, უპასუხისმგებლო საქციელია, რაც გამოიწვევს საკუთარი ამომრჩევლის უკმაყოფილებას. 
    „იმ მხარდამჭერებმა, რომლებმაც ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას დაუჭირეს მხარი და არ აქვთ არანაირი თბილი ადგილის მოპოვების პერსპექტივა, მათ ჩვენ და სხვა პროდასავლური ძალები მოვუწოდებთ, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქვეყნის უკუსვლისა და რეგრესის წინააღმდეგ“, - განაცხადა კანდელაკმა.

  • „ნაცმოძრაობა“ მმართველ გუნდს კომუნალური ვაუჩერებისთვის გათვალისწინებული ხარჯების საარჩევნო კამპანიაზე მორგებაში ადანაშაულებს

    ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს კომუნალური ვაუჩერებისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ხარჯების საარჩევნო კამპანიაზე მორგებაში ადანაშაულებს. 

    თბილისის საკრებულოს წევრ ირაკლი აბესაძის თქმით, მერიამ, 2 მარტის დადგენილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გათვლილი კომუნალური ვაუჩერები საარჩევნო მიზნებისთვის გააუქმა. ის ოჯახებისთვის ნოემბერსა და დეკემბერში დახმარების შეწყვეტას ვარაუდობს.   

    მერიის სოციალური სამსახურის უფროსი კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ ახალი დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებები კომუნალური სუბსიდირების ფორმის ცვლილებას გულისხმობს. 

    უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ახალი რეგულაციით, 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები ვაუჩერს დარჩენილი თვეების განმავლობაში განახლებული წესით მიიღებენ.

  • სენაკში"ნაცმოძრაობა"გაზის ტარიფის მომატებას აპროტესტებს

    ნაციონალურ მოძრაობაში გაზის ტარიფის მომატებას აპროტესტებენ,  პარტიის წევრის, თენგიზ გუნავას თქმით, სენაკში ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას 12 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწია, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

    პროტესტის შემდეგ კი, გუნავას თქმით, ბუნებრივი აირის გადასახადი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. პარტიაში ამბობენ, რომ ფასის მომატება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა.

    ისინი გაზმომარაგების ადგილობრივ კომპანიას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. თენგიზ გუნავას მტკიცებით მსგავსი პრობლემებია თელავშიც.

  • "ნაცმოძრაობა"პარლამენტში ახალ ინიციატივას წარადგენს,რომელიც ეკონომიკური დანაშაულისათვის სასჯელის შემცირებას მოიცავს

    ეკონომიკური დანაშაულისათვის სასჯელის შემცირებაზე,რომელიც უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და სხვა სახის დანაშაულს შეიცავს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.

    განიხილება ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, მცირდება სანქციები.

  • "ნაცმოძრაობა" ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს

     ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხს "ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენებს. უმცირესობა  "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კალაძესთან შეხვედრას ფრაქციის სხდომის ფორმატში ითხოვს. უკვე ცნობილია, რომ ვიცეპრემიერი მზად არის საკომიტეტო მოსმენას დაესწროს და არსებულ კითხვებს უპასუხოს. საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ შეხვედრა მომდევნო კვირას გაიმართება.

     

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური