ნოდარ ხადური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 01 მარტი 2016 17:33

ნოდარ ხადური დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ესტონური მოდელით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ცვლილებები და მოგების გადასახადთან დაკავშირებული საკითხები იყო. 

ბიზნესმენების კითხვები ძირითადად პროექტის ამოქმედების ვადებს და მოგების ყოველთვიური დათვლის საკითხს შეეხო. 

ნაწილი მიიჩნევს, რომ  პროექტით გათვალისწინებული მოგების ყოველთვიური დათვლა დამატებით რესურსებს და ხარჯებს მოითხოვს. განსხვავებული შეხედულება აქვთ ბიზნესმენებს აგრეთვე მოგების შუა წლიდან დათვლის ინიციატივაზეც. 

წაკითხულია 678 ჯერ

Related items

  • ნოდარ ხადური სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

    საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური სომხეთის პრემიერ-მინისტრ, კარენ კარაპეტიანს შეხვდა. როგორც „ნიუს დეი ჯორჯიას“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს შეხვედრა ერევანში გაიმართა.

    მხარეებმა კონკურენციის კუთხით თანამშრომლობისა და მომავალში საერთო კვლევების წარმოების მნიშვნელობა განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ქართული და სომხური კომპანიებისათვის კონკურენტული გარემოსა და ჯანსაღი პირობების ხელშეწყობას; ასევე ფასწარმოქმნის ფაქტორების დადგენისათვის აუცილებელი პროცედურების და შესაბამისი სასაქონლე ბაზრების შესწავლას; საქართველოსა და სომხეთის კონკურენციის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას და ა.შ.

    ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც ხელს შეუწყობს სომხეთისა და საქართველოს ბაზრების კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას.

    კარენ კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა უწყებებს შორის, სომხეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია.

  • „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან

    2016 წლის 15 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი კომისიის და "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა.
    როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მისასალმებელია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება.
    აღინიშნა, რომ საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა და მზადაა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საბანკო და ეკონომიკის რეალურ სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, ყურადღება გამახვილდა ჩინური მხარის ინიციატივის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის მნიშვნელობაზე.
    მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.

  • ნოდარ ხადური ჩინეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი კომისიის და "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა

    15 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი კომისიის და "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა.

    როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მისასალმებელია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება.

    აღინიშნა, რომ საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა და მზადაა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საბანკო და ეკონომიკის რეალურ სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, ყურადღება გამახვილდა ჩინური მხარის ინიციატივის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის მნიშვნელობაზე.

    მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.

  • ნოდარ ხადური სსიპ-ების შემცირებაზე - ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას

    გადავდგით ბევრი ნაბიჯი, რომ სსიპ-ების ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შემცირების საჭიროებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

    მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას და საკითხს.

    „უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას და საკითხს და მათ არც უკითხავთ ეს რა არის. იყო პროექტები, რომლებიც საერთოდ არ იყო ასახული ბიუჯეტში და უბრალოდ მათი ასახვა ხდება. ჩვენ გავაკეთეთ, რომ სსიპ-ები გადმოვიყვანეთ სახაზინო მომსახურებაზე, მათ შორის, უნივერსიტეტები. გადავდგით ბევრი ნაბიჯი, რომ მათი ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო. ეს ყველაფერი არის პროცესი და ამას გავაგრძელებთ. ბიუჯეტში დანარჩენი რა პროცესები იქნება, ამას ნახავთ“, - განაცხადა ხადურმა.

    არასამთავრობო სექტორის ნაწილი ხელისუფლებას სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შემცირების რეკომენდაციას აძლევს. ამასთან, ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილიც მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სისტემური რეორგანიზაციაა 
    საჭირო და აზრი არ აქვს იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების არსებობას, რომლებიც თავის თავს ვერ ინახავენ.

  • პრემიერ-მინისტრი ახალი მთავრობის შესახებ განცხადებას თვის განმავლობაში გააკეთებს, - ნოდარ ხადური

    „ვადასტურებ  ინფორმაციას,  რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ თვის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ.  პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, თქვენ ეს კითხვები უნდა დაუსვათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს," -  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა  მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

    შეგახსენებთ, ნოდარ ხადურის შემცვლელად ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური