ევროპის საბჭომ საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 მაისი 2015 17:20

2015 წლის 12 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება ეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას და ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთსა და ცხინვალს/სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილ ე.წ. „ხელშეკრულებებს" არ აქვს იურიდიული ძალა. ე.წ. „ხელშეკრულებები" არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ვალდებულებებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩათვლით. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. „ხელშეკრულებებს" მსგავსი შეფასება პირველად მიეცა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილებაში ასახულია ე.წ. „ბორდერიზაციის" პრობლემა, კერძოდ, დოკუმენტში კომიტეტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაცია განაგრძობს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების მონტაჟს, რაც არღვევს იქ მცხოვრებთა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, ოჯახური ცხოვრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებებს, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის მნიშვნელობას და აღნიშნულთან დაკავშირებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოსევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე. საყურადღებოა, რომ პირველად საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში დაფიქსირდა მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან უზრუნველყოს შეუფერხებელი შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის განსახორციელებლად.

მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი ინარჩუნებს მაღალ პოლიტიკურ აქტუალობას ევროპის საბჭოს დღის წესრიგში.

წაკითხულია 720 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური