თბილისის მერია მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ანაზღაურებას ვერ გაუზრდის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 13:01

დავით ნარმანიას განცხადებით , დედაქალაქის მერია მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას არ გეგმავს. 

„მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, ვინაიდან წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს“, - განაცხადა ნარმანიამ. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია მოაწყო. 

მეტროპოლიტენ "დიდუბის" სადგურთან თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. აქციის მონაწილეების თქმით, ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისააა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ. 

წაკითხულია 503 ჯერ

Related items

  • ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ორთვიანი მკაცრი კარანტინი ნაწილობრივ მოიხსნა

    ჩინეთის ხუბეის პროვინციაში კორონავირუსის გვარცელების გამო, ორთვიანი მკაცრი კარანტინის შედმეგ შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

    ჩინეთის პროვინციის ცენტრალურ ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტით შიდა გადაადგილება ნაწილობრივ განახლდა.

    კერძოდ, დღეიდან მოქალაქეებს ქალაქის ფარგლებში ავტობუსით გადაადგილება შეუძლიათ. ყოველ ავტობუსში მძღოლთან ერთად იმყოფება ზედამხედველი, რომელიც უსაფრთხოების წესებს უზრუნველყოფს.

    გარდა ამისა, 28 მარტიდან უხანში მუშაობას განაახლებს მეტროს ექვსი ხაზი. მგზავრები ვალდებულები იქებიან, ატარონ პირბადეები, ასევე მგზავრობამდე გაიზომონ ტემპერატურა და გაიარონ რეგისტრაცია.

    ხელისუფლება რისკ ჯგუფების წარმომადგენლებს, კერძოდ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან ჯერ თავი შეიკავონ.

    უხანში ტრანსპორტის გადაადგილება 23 იანვარს აიკრძალა. უპრეცენდენტო ზომების ფარგლებში, ასევე აიკრძალა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ასევე საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა.

    მოგვიანებით ანალოგიური ზომები აამოქმედეს ხუბეის მთელ პროვინციაში.

    აღსანიშნავია, რომ დღეიდან ხუბეის პროვინციიდან სხვა პროვინციაში ტრანსპორტით გადაადგილება დასაშვები გახდა.

    გამონაკლისს მხოლოდ ქალაქი უხანი წარმოადგენს, სადაც ჯერ მხოლოდ შიდა გადაადგილებაა დასაშვები.

    ქალაქ უხანიდან გასვლის შეზუდვა კი 8 აპრილიდან მოიხსნება.

     

  • 3 დღიანი გაფიცვა სრულდება - რომელი საათიდან განაახლებს მეტრო მუშაობას

    თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება - ამის შესახებ მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, "ერთობა 2013"-ის გამგეობის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია და მათ მიერ დაყენებული საკითხის მოგვარება ხელფასების 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოხდება. მისი განცხადებით, თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამ გადაწყვეტილებამდე კი, გვიან ღამით რატი კაპანაძე თბილისის მერიაში ვიცე-მერსა და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს შეხვდა. ასევე, მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათ "გლდანი დეპოს" ტერიტორიაზე კარვები აიღეს და ტერიტორია დატოვეს. მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება

  • "წარმოიდგინეთ ბნელი გვირაბი, უჰაერო სივრცე... შეადარეთ მათი ხელფასი ხელისუფლების პრემიებს"- ნანუკა ჟორჟოლიანი

    მეტროს მემანქანეების გაფიცვას ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:

    "წარმოიდგინეთ ბნელი გვირაბი, უჰაერო სივრცე სადაც ეს ხალხი ძირითად დროს ატარებს. იკითხეთ მათი ხელფასი, შემდეგ ეს ხელფასი შეადარეთ ხელისუფლების მიერ გამოწერილ პრემიებს, მერე გულზე ხელი დაიდეთ და თქვით რასაც ფიქრობთ.

    სოლიდარობა მეტროს თანამშრომლებს."- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • 31 დეკემბერს თბილისში მეტრო მთელი ღამე იმუშავებს

    თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, 31 დეკემბერს მეტრო მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს.

    „31 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მეტრო და ეს ასე გაგრძელდება. ის წელსაც მოემსახურება ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს და ამასთანავე, გამოიყოფა ავტობუსები. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ კონკრეტულ ლოკაციებს, სადაც მოხდება მგზავრთა გადაყვანა იმ ადგილებში, სადაც საახალწლო კონცერტები გაიმართება“- განაცხადა კალაძემ.

  • თბილისის მეტროში ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებული ვაგონებია

    მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეტროს ვაგონების მოდერნიზებას აგრძელებს.

    2017 წელს კომპანია მგზავრებს სრულიად ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებულ ვაგონებს სთავაზობს, რომელთა განახლება სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში მოხდა. მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც შექმნა დამატებითი სივრცე მემანქანისთვის. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები. სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

    ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში ახალი ვაგონები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მისმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა და ქარხნის დირექტორმა გელა ძიძიკაშვილმა დაათვალიერეს.

    დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არის პირველი მატარებელი, რომელსაც სრული მოდერნიზაცია ჩაუტარდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ მატარებელი ახალი მერტოსადგურის გახსნისთანავე შევა ექსპლუატაციაში.

    „დღეს მოხდა ახალი მატარებლის პირველადი ტესტირება. ვაგონი არის მოდერნიზებული და ძალიან კომფორტული. დარწმუნებული ვარ, რომ მგზავრებს მოეწონებათ და გაცილებით უფრო კომფორტულად იმგზავრებენ, ვიდრე ადრე მგზავრობდნენ. ეტაპობრივად, დაგეგმილია ყველა ვაგონის მოდერნიზაცია“ - განაცხადა თბილისის მერმა.

    2017 წელს თბილისის მეტროს მგზავრებს 8 განსხვავებული ფორმისა და დიზაინის, სრულიად განახლებული და მოდერნიზებული ვაგონი მოემსახურება, საიდანაც 4 უკვე მზად არის და სატრანსპორტო კომპანიას ექსპლუატაციაში გადაეცა. კიდევ 4 ვაგონი ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად.

    შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2017 წელს აღნიშნული 8 ვაგონის გარდა, კაპიტალური რემონტი 16 ვაგონს ჩაუტარა, წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 12 ვაგონის განახლება იგეგმება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური