„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანონი და ამ კანონდარღვევას აქვს მიკერძოებული მართლმსაჯულების ელფერი“ - ანა ნაცვლიშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 27 თებერვალი 2016 21:55

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენება კანონმდებლობით გაწერილი პროცედურების დარღვევით მოხდა. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობა ცნობს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მხოლოდ ერთ საფუძველს - ეს არის მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რაც დადასტურებული უნდა იყოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის მეშვეობით. კანონის მიხედვით, საბჭო იწყებს ამ პროცესს, შემდეგ კი გადაწყვეტილებას იღებს სადისციპლინო კოლეგია და ზემდგომი ისნტანცია - სადიციპლინო პალატა.

„რასაც მამუკა ახვლედიანს ედავება საბჭო და რის გამოც იგი გადააყენეს, ამაზე დისციპლინური სამართალწარმოება არ ჩატარებულა. შესაბამისად, გაუგებარია, რა უფლებამოსილება გამოიყენა საბჭომ და რა კანონიერი საფუძვლის გამოყენებით გადააყენა ის თანამდებობიდან“ - განაცხადა მან.

გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ის, რასაც საბჭო მამუკა ახვლედიანს ედავება, არის სისტემური ხასიათის პრობლემა და სწორედ აქ ჩანს შერჩევითი მიდგომა. მისივე თქმით, ამის გამო ჩნდება ეჭვი, რომ ახვლედიანის მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს დევნას.

„ცალსახად მინდა ვთქვა, საბჭოს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პრეტენზიები მამუკა ახვლედიანის მიმართ, მაგრამ ამას სჭირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით პროცესის წარმართვა. საბჭო, რომელიც კანონის მოთხოვნებს ასე უხეშად არღვევს, იმ არგუმენტით, რომ ახვლედიანი არასწორ მენეჯმენტს ატარებდა, თავს ვერ გაიმართლებს.არალეგიტიმური პროცესის შედეგად, ლეგიტიმურ შედეგს ვერ მივიღებთ“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა

წაკითხულია 343 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტის ახალი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი გახდა

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა და მედიას ანა ნაცვლიშვილი წარუდგინა.
    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახალი საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის, როგორც იურისტის, ადამიანის უფლებათა დამცველის საქმიანობას და ასევე, სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში ერთერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას კარგად იცნობს ქართული საზოგადოება.
    "სწორედ, მისი ხედვიდან, მისი პრინციპების მიმართ ერთგულებიდან და აგრეთვე მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მე შევთავაზე მას ერთერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა და მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საპარლამენტო ორგანოსთან საქართველოს პარლამენტთან და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
    საქართველოს პრეზიდენტმა ანა ნაცვლიშვილს წარმატება და ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტიანი მუშაობა უსურვა. თავის მხრივ ანა ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ნდობისათვის და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოხატული მაღალი ნდობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.
    ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იგი გააგრძელებს მუშაობას და წვლილის შეტანას იმ უდიდეს საქმეში, რასაც საქართველოსთვის მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შემქნა, სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჰქვია.
    "მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ და ამ პროცესში ჩართულ, ყველა სახელმწიფო უწყებასთან, დაფუძნებული იქნება პატივისცემის პრინციპზე, იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი",- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
     
    ანა ნაცვლიშვილის ბიოგრაფია
    ანა ნაცვლიშვილი დაიბადა 1984 წლის 31 დეკემბერს. სწავლობდა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის გიმნაზიაში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 2007 წელს მიენიჭა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (უნგრეთი) სამართლის მაგისტრის წოდება, ხოლო 2013 წელს ესექსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის წოდება.
    2007-2008 წლებში სტაჟირება გაირა დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მე-19 მუხლში" და სამხრეთ აფრიკაში, კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში.
    2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოში, უფლებადაცვით ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისში.
    2012 წელს მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტთან არსებულ გარდამავალი მართლმსაჯულების ქსელში, ხოლო 2013 წელს - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში.
    2014-2017 წლებში სამჯერ იქნა არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.
    ამავე პერიოდში  ხელმძღვანელობდა ოცდაათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარ კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის.
    ანა ნაცვლიშვილი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2017 წ.), ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის (2016-2017 წწ.) და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი კომისიის წევრი (2016).
    ანა ნაცვლიშვილი არის საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების თაობაზე არაერთი კვლევის და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.
    სხვადასხვა დროს ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორებიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ევროსაბჭო, და სხვ. 
    მიღებული აქვს რამდენიმე პროფესიული სტიპენდია და სიგელი. 2017 წელს მას მიენიჭა საქართველოს 7 უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაწესებული ჯილდო "წლის უფლებადამცველი".

  • საია: ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები დაცული არ არის
    „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ იმ გახმაურებულ საქმეებზე, რომელიც საია-ს წარმოებაშია და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს ეხება, კვლევა წარმოადგინა. კონკრეტულად კვლევა ეხება პარტიზანი მებაღეების, თავისუფალი ზონის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და „აუდიტორია 115“-ის წევრების დაკავების ფაქტებს. საია-ს თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ძირითადად, საფრთხე ემუქრება იმ ჯგუფებს, რომლებიც არიან კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და მათ საქმეებში არამართლზომიერი ჩარევა ხდება. „კონსტიტუციით განსაზღვრულია, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე მშვიდი შეკრების თავისუფლება, მანიფესტის უფლება, მაგრამ ეს უფლებები დაცული არ არის. ამ უფლებების ხელყოფის ყველაზე უფრო მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც თავის მხრივ, არის მოძველებული სამართლებრივი აქტი“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაციებს რეკომენდაციები აქვთ როგორც პარლამენტის, ასევე სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. კერძოდ, მათი განცხადებით, ძალიან ბევრი პრობლემა გამოიკვეთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ამიტომ, მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სწრაფად იქნეს სრულფასოვანი რეფორმა გატარებული. თუმცა, მანამდე ვიდრე რეფორმა განხორციელდება, კვლევის ავტორების აზრით, აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი პოლიციამ და სასამართლომ არ გამოიყენოს ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად. აღნიშნულ რეკომენდაციებს საია უახლოეს დღეებში შესაბამის უწყებებს გადაუგზავნის. საია-ს ანგარიში ეხება ბოლო წლების განმავლობაში კონსტიტუციური პროტესტის უფლების შეზღუდვას. კვლევა მოიცავს 38 პირის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებს.
  • საია 2016 წლის არჩევნებში გენდერული ანალიზზე კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

    გენდერული ანალიზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში-ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შუალედური კვლევის შედეგებს დღეს გამოქვეყნებს. როგორც ცნობილი ხდება, მიმდინარე წელსაც ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში მცირეა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პარტიები არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში, მდედრობითი სქესის წამომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას თავს არიდებდნენ და მათი დასაქმება მაღალ თანამდებობეზე არ ხდებოდა. საია საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას ხედავს და პარტიათა ცნობიერების ამაღლების კუთხით, სხვადასხვა აქტივობების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. 

  • საია-ს კვლევა

    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკაში გენდერული ბალანსისა და ქალთა ჩართულობის პრობლემაზე საუბრობს.არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებას დღეს კვლევას გააცნობს, სადაც ამ მიმართულებით პრობლემებსა და მოგვარების გზებზეა  საუბარი.საია-ში აცხადებენ, გენდერული ბალანსის დასაცავად აუცილებელია განხორცელდეს საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკაში ქალთა უფრო მეტ მონაწილეობას.მათივე განცხადებით, აუცილებელია პოლიტიკური პარტიების სიები გენდერულად დაბალანსებული იყოს.„წარმოდგენილი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქალების უფრო მეტად ჩართულობას და წარმომადგენლობას შემდგომ პარლამენტში. ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შიდა პარტიული დემოკრატიის კუთხით არის სამუშაო და საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს და დაიგეგმოს გარკვეული აქტივობები, ცნობიერების ამაღლების კამპანია განხორციელდეს და კომპლექსურად მივიღოთ ის, რომ გაუმჯობესდეს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა,“-განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

  • „ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ეფუძნება არასწორ ინტერპრეტაციას“ - ლელა ტალიური (ვიდეო)

    „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის 22 ნოემბრის განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანებებისთვის დაფინანსება განისაზღვრა, გარკვეულწილად არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, რაც ფაქტობრივად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას -ეს არის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - და ასევე უგულებელყოფს მეორე პარტიის ინტერესებს - ეს არის „თავისუფალი დემოკრატები“. განსხვავებით „თავისუფალი დემოკრატებისგან“, მრეწველთა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვერ გადალახა დაფინანსების მოსაპოვებლად დადგენილი მინიმალური სამპროცენტიანი ბარიერი.“ - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა, ლელა ტალიურმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ლელა ტალიური პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური