დაჭრილ ალექსი პეტრიაშვილს ოპერაცია უტარდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 14:46

პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი საბურთალოს პანთეონში დღეს დაჭრეს. მას 3 ტყვია აქვს მოხვედრილი ორივე ფეხში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა საბურთალოს პანთეონში მოხდა, როდესაც პეტრიაშვილი მეგობრებთან ერთად ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა. 

წაკითხულია 648 ჯერ

Related items

  • დაჭრილი ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ
    ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.
    ასპარეზობის მეცხრე დღეს ქართველმა ჯარისკაცებმა პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში უკვე 9 მედლის მოპოვება შეძლეს. ველოსპორტში ჯონი თოფურია ორი ოქროს მედლით, ხოლო გოგიტა ხოზრევანიძე და ალუდა სეთურიძე ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ. წარმატებით იასპარეზა რეზო გორგაძემ, რომელმაც ველოსპორტში ორი ბრინჯაოს მედალი, ხოლო მშვილდით სროლაში ერთი ვერცხლი მოიპოვა. მშვილდით სროლაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ალეკო გითოლენდიაც.
    პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საერთაშორისო თამაშები 24 - თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით იმართება. ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
    აღნიშულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.
    ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
    ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, აშშ-ში „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში შარშანაც იასპარეზეს და 20 მედლის მფლობელები გახდნენ.
  • ალექსი პეტრიაშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე: თუ ნაწყენები არიან, ცივი წყალი დალიონ

    „თუ ნაწყენები არიან, ცივი წყალი დალიონ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრთა ნაწილის განცხადებებს, რომლის თანახმად, ისინი ნაწყენები არიან, რადგან ყოფილი თანაგუნდელის წასვლის შესახებ „ფეისბუქის“ საშუალებით გაიგეს. 

    შეგახსენებთ, ალექსი პეტრიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ სამი დღის წინ დატოვა. მან განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა. 

  • ცოტა ხნით ვიქნები..სახლში.... აბა დროებით! - პეტრიაშვილი "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს

    რამდენიმე წუთის წინ ალექსი პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადა აღნიშნავს რომ პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს.

    "მოგესალმებით მეგობრებო! პირველში მადლობას ვუხდი ყველა "თავისუფალ დემოკრატს" და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები ........სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას) აბა დროებით!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი. 

  • ალექსი პეტრიაშვილი ვეძისის მოსახლეობას შეხვდა

    ვეძისის მაცხოვრებლებს შეხვდა საბურთალოს რაიონში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის  კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი.პეტრიაშვილმა ადგილობრივთა პრობლემები მოისმინა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. შეხვედრას ვაკის რაიონში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარული კანდიდატი ვიქტორ დოლიძეც ესწრებოდა.„პირველ რიგში აქედან რამდენიმე ათეულ მეტრში არის დაუგებელი ასფალტი, რომელზეც წვალობს, ნერვიულობს, რომელსაც შეჰპირდა მოსახლეობას და არ შეუსრულა ხელისუფლებამ. ეაქედან კიდევ რამდენიმე ათეულ მეტრში ადამიანებს აქვთ ინფრასტრუქტურული პრობლემები. ყველაზე დიდი, უმთავრესი პრობლემა რაც არის, ესაა უყურადღებობა. ამ უყურადღებობას ჩვენ აღმოვფხვრით,“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

  • ალექსი პეტრიაშვილი - ქვეყანაში დიდი ხნის წინ დაწყებულმა სახიფათო ტენდენციებმა პიკს მიაღწია

    ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურაში დაწყებული საქმე კონკრეტული შედეგით დასრულდება და ხელისუფლებას ეყოფა პოლიტიკური ნება გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები. გარდა ამისა, ის დადებითად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, ქვეყნაში დიდი ხნის წინ დაწყებულმა სახიფათო ტენდენციებმა პიკს მიაღწია. ირკვევა, რომ პრეზიდენტს განცხადების გაკეთებამდე, პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა შეხვედრა და ჩათვალა, რომ არასათანადოდ იყო აღქმული ეს ინფრომაცია. „ვიდრე პრეზიდენტმა პირდაპირ არ თქვა სათქმელი, მანამდე არც პროკურატურას, არც შსს-ს განცხადება არ გაუკეთებია. ეს არის საგანგაშო სიგნალი არა მხოლოდ კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირისთვის ან პოლიტიკური ძალისთვის, არამედ მთელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. ალექსი პეტრიაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები და რეაქციები არაადეკვატური იყო, თუმცა მისასალმებელია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მისი განცხადებით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაჩნდეს განცდა იმისა, რომ - რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს პირს ძალოვან სტრუქტურებში, მან პასუხი უნდა აგოს ასეთი ქმედებისთვის. „კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და მოკვლევა. ჩვენ ვითხოვთ, გაჩნდეს განცდა ქვეყანაში, რომ ასეთი საქციელი ისჯება და ვინც არ უნდა იყოს, ძალოვანი იერარქიის სტრუქტურებში რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს პირს, მან პასუხი უნდა აგოს ასეთი ქმედებისთვის. დარწმუნებული ვარ, გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე მივა. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას ეყოს პოლიტიკური ნება, რათა გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და აგონ პასუხი“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური