წამლის რეცეპტის ტელეფონით გაცემაზე ჯანდაცვის მინისტრი განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 14:17
სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერას არალეგალურ ქმედებას უწოდებს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკო მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგიმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც აფთიაქებმა შემოიღეს სპეციალური ბარათები, რომელთა მფლობელებს შეუძლიათ რეცეპტიანი მედიკამენტის ექიმთან სატელეფონო საუბრის საფუძველზე შეძენა. "სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა ეწინააღმდეგება დადგენილ ნორმებს და კანონებს, ეს არის არალეგალური მოქმედება, რაზეც შესაბამის რეაგირებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება ონლაინ რეცეპტებს, ეს მიღებული ფორმაა და 2 წელია უკვე რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე მუშაობს. მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება იმის შესაძლებლობა, როდესაც პაციენტს აღარ ექნება საჭიროება ქაღალდის ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეს. ექიმი როდესაც გასინჯავს, გამოუწერს რეცეპტს, ექიმს შეეძლება ეს ინფორმაცია პირდაპირ ატვირთოს, პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს და აფთიაქს ექნება საშუალება დადასტურებულად, კანონით დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე გასცეს მედიკამენტი", -განაცხადა დავით სერგეენკომ.
წაკითხულია 769 ჯერ

Related items

  • პსპ-ში მომხმარებელს ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით მედიკამენტების მიღება შეუძლია

    პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში მომხმარებელს ელექტრონული რეცეპტით სარგებლობა შეუძლია. სიახლე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაინერგა და მნიშვნელოვნად ამარტივებს მომხმარებლის მიერ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტის შეძენის პროცესს.

    ახალი პროექტის ფარგლებში სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს იმ სააფთიაქო და სამკურნალო დაწესებულებებთან, რომელთაც უკვე გააჩნიათ შიდა ელექტრონული სისტემები და ადვილად დაუკავშირდნენ სახელმწიფოს ელექტრონული რეცეპტების სისტემას.

    „პსპ-ს საქმიანობა მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი ჩაერთო საერთო ელეტქრონული სისტემის პროგრამაში. მომხმარებელმა კარგად იცის რომ პსპ-ში მედიკამენტების შეძენა ყველაზე დაბალ ფასად შეუძლია, ნებისმიერ, თუნდაც არასააქციო დღეს. ამასთან დამატებით 6%-იან ფასდაკლებას იღებს პსპ-ს ბარათის ყველა მფლობელი; პსპ-ს ელექტრონული სისტემაში ჩართულობა კიდევ უფრო მარტივს ხდის მედიკამენტების შეძენის პროცესს,“- აცხადებენ პსპ-ში. 

  • რა პროცედურებია საჭირო უფასო წამლების მისაღებად

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე უფასო წამლების პროგრამის მსუველებისათვის პროცედურების გავლის აუცილებლობაზე საუბრობს, რის შემდეგაც ბენეფიციარს უფლება ექნება სასურველი მედიკამენტები აიღოს.

     

    „პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხვალიდან იწყებს ეხება გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები (მაღალი წნევა, გულის უკამრისობა, კორონარულ სისხლძარღვთა დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებური ჯირკვლის დაავადებები), ბრონქალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. სტატისკის მიხედვით 60%-ზე მეტი ამ დაავადებებზე მოდის და700 000- მდე მოქალაქეს ექნება უფლება ისარგებლოს ამ პროგრამით

    რაც შეეხება პროცედურებს, აუცილებელია მკურნალ,ოჯახის ან სოფლის ექიმთან კონსულტაცია და მისვლა. შესაბამისი რეცეპტის გაცემის შემდეგ, ბენეფიციარი რეგისტრირდება სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ბენეფიციარი მოხვდეს ერთიან ელექტონულ ბაზაში და დარეგისტრირების შემდეგ მიდის აფთიაქში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, რეცეპტით და მას შეუძლია მიიღოს 3 თვის მედიკამენტები“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

  • ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყაზახ კოლეგას შეხვდა

    ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყაზახ კოლეგას შეხვდა. ყაზახეთის დელეგაციის წევრები საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. ასევე მიიღეს ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმისა და კერძო დასახელმწიფო პარტნიორობის ფორმატზე.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ყაზახეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს.

  • სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს

    სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლში“ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება.

    სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმური ვიზიტისას შემოწმდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის განხორციელებისა და „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მინიმალური სტანდარტებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულების საკითხი.

    შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება ბენეფიციარებზე ორიენტირებულ გარემოში. სერვისი არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე,  არ არის დაცული უსაფრთხოება და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სათანადო ყურადღება არ ექცევა ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან არ ხდება მათი სოციალური აქტიურობის ხელშეწყობა. დაუყოვნებელ ცვლილებას საჭიროებს რთული ქცევის მართვის კუთხით დაწესებულებაში დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა.

    გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა, მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მიერ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ეროვნული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ამასთან უზრუნველყოს სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციართათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.

    დაბოლოს, მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნეს ქმედითი ზომები დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარების უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და მათი კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; განსაკუთრებით ყურადსაღებია მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირების ისეთ სერვისში განთავსების პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათი საბაზისო სამედიცინო თუ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

     

  • ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელბს
    ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება გამოძიების დასრულებას, რის შემდეგაც ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლოა უკანონო საქმიანობით იყოს დაკავებული, ბუნებრივია, პასუხს აგებს კანონის წინაშე, - აღნიშნულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილის დაკავებას ეხება. „სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე წლებია აქტიურად მიმდინარეობს, არაერთი რეფორმა განხორციელდა ამ მიმართულებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ამ მიზნით, ბოლო პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამასახურთან ერთად გატარდა ერთობლივი ღონისძიებები და დაიწყო გამოძიება, "- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მოწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე - დაკავებულია სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც, ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური