სამირა ბაირამოვას ოჯახის ახლობლები დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 11:57

სამართალდამცველებმა, სამირა ბაირამოვას საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის ახლობელი ორი პირი დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები 21 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

„მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან არაერთგზის კანონიერი მოთხოვნისა, დაეტოვებინათ შენობა და შეეწყვიტათ თავიანთი უკანონო ქმედება, ისინი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში ხელს უშლიდნენ“, - აცხადებენ შსს-ში.

წაკითხულია 384 ჯერ

Related items

  • ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენის გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

    საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის ქურდობის ფაქტზე,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ორი პირი დააკავა.

    უწყება ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

    როგორც გამოძიებით დადგინდა, ისინი სისტემატიურად, ფარულად ეუფლებოდნენ მაგისტრალურ მილსადენში გამავალ ნედლ ნავთობს. ბრალდებულებმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, სპეციალური ტენქიკური მოწყობილობებით, მიწის ქვეშ გაიყვანეს 1 კილომეტრი სიგრძის კუსტარული მილსადენი, შემდგომში დააზიანეს ბრიტიშ-პეტროლიუმის საკუთრებაში არსებული ბაქო-სუფსის მაგისტრალი, დაზიანებულ ადგილზე დაამონტაჟეს სპეციალური ონკანი და სისტემატურად ახორციელებდნენ ცენტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის გადადინებას მათ საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებში.

    მოპარული ნავთობის ტრანსპორტირებისას კი ავტომანქანაში არსებულ რეზერვუარებს შენიღბვის მიზნით ფარავდნენ ბოსტნეულით.

    ბრალდებულები მოპარული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას და დასაწყობებას ახდენდნენ თბილისში, თავჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ძველი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ რეზერვუარებში, სადაც შემდგომში ახდენდნენ მის გადამუშავებას და სარეალიზაციოდ გამზადებას.

    გამოძიება გრძელდება. სასჯელი  6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .

  • სუს-მა „სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის“ დირექტორი და მისი მოადგილე დააკავა

     ააიპ „სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის“ დირექტორი დარეჯან შურღაია და მისი მოადგილე გოჩა ერემაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს.

     დარეჯან შურღაიამ და გოჩა ერემაძემ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეს შესთავაზეს ქ. სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ზემოხსენებული ააიპ-ის ბალანსზე რიცხული 350 კვ.მეტრის ფართის შენობის ხუთწლიანი იჯარით გადაცემა.

    ურთიერთშეთანხმების შემდეგ, მათ მოქალაქეს ხელშეკრულება ოფიციალურად გაუფორმეს მხოლოდ 170 კვ.მეტრის ფართის შესაბამისი საიჯარო თანხის გადახდის პირობით, ხოლო დანარჩენი ფართით ხუთწლიანი ვადით სარგებლობისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მოსთხოვეს 30 000 ლარი. 
    დარეჯან შურღაიამ და გოჩა ერემაძემ ამავე მოქალაქეს გამოართვეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 15 000 ლარი, რა დროსაც ისინი დააკავეს.

    გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • ჯარისკაცის მკვლელობისთვის 19 წლის გოგონა დააკავეს

     7 მარტს მომხდარი  ჯარისკაცის მკვლელობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 წლის გოგონა დააკავეს. 

    თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  39 წლის რომან მირიანაშვილი საკუთარ სახლში  ხანძრის შედეგად დაიღუპა, რომელიც დაუდევრობით გაჩნდა, თუმცა, მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს  საძილე მედიკამენტები ჰქონდა მიღებული. 

    გამოძების ინფორმაციით, დაკავებულმა მირიანაშვილს ჯერ მედიკამენტები მიაღებინა, შემდეგ კი  მის ოთახს ცეცხლი წაუკიდა.   

    გამოძიება  სისხლის სამართლსი კოდექსისი 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

  • თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

    საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები დააკავეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოახდინა.

    ბრალდებულებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული თბილისის ეროვნული პარკის ტყის ფონდის ტერიტორიაზე, წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრისა და სამასალე მერქანის დამზადების სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვეს 1 500 ლარი.

    საგამოძიებო სამსახურმა რეინჯერები მოთხოვნილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. 
    საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. სასჯელი  7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2 პირი დააკავეს

     საქართველოში ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში ორი პირი დააკავეს .

    გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური