ნარმანია გერგედავას დაფინანსების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:15

ისნის რაიონის პროკურორის შვილის დაფინანსების საკითხს დავით ნარმანია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. თბილისის მერის განცხადებით თანხა სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარებიდან არ გამოყოფილა. „მე ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი მანიპულირება მოვისმინე ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა ის, რომ დაფინანსება არ განხორციელებულა სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი თანხებიდან და მუხლიდან. კანონმდებლობა არ ზღუდავს იმას, რომ დაფინანსდეს და წახალისდეს სტუდენტი, რომელმაც წარმატებას მიაღწია და ერთერთ წარმატებულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ნამდვილად მანიპულირებას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ნარმანიამ. 

წაკითხულია 333 ჯერ

Related items

  • პროფესიული განათლების დაფინანსების ეფექტური მექანიზმი ამოქმედდება

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) ერთად, პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების ეფექტური მექანიზმები შეიმუშავა. ახალ მოდელს დღეს დაინტერესებული მხარეები გაეცნენ. შემაჯამებელი შეხვედრა, განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში, ელენ ვიხმანმა გახსნეს.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია (2017-2021 წწ.) სწორედ, პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების ეფექტური მექანიზმების საჭიროებაზე მიუთითებს, რამაც თავის მხრივ, მთელი ცხოვრების მანძილზე პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. პროფესიული განათლებისა და გადამზადების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებასთან ერთად, საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულმა დაფინანსების ახალმა მოდელმა ხელი უნდა შეუწყოს დაფინანსების წყაროების გაფართოებას, ფონდების გენერირებას, კერძო სექტორის ჩართულობას, დაფინანსების ეფექტურ განაწილებას ინსტიტუტებს, დისციპლინებსა და პროგრამებს შორის და პროფესიული განათლების ეფექტიან მართვას.

    თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, დაფინანსების ახალი მექანიზმები, საერთაშორისო კარგ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარობას. იგი ერთი მხრივ ორიენტირებულია იმაზე, რომ განვითარდეს პროფესიული სასწავლო დაწესებულებები, დაიხვეწოს სწავლა/სწავლების ხარისხი, კოლეჯები გახდნენ საერთაშორისო სტანდარტზე ორიენტირებულნი, მეორეს მხრივ კი, მოდელი ფოკუსირდება ინდივიდზე, ითვალისწინებს სტუდენტის საჭიროებებს და მას დამატებით სერვისებს სთავაზობს, მათ შორის აღმოფხვრის სწავლის პროცესში უთანასწორობას. მოდელი ასევე გულისხმობს დაწესებულების წარმატების წახალისებასაც კერძოდ, კოლეჯი, რომელსაც აქვს მიღწევები, კარგად ოპერირებს, მასზე დამატებითი დაფინანსება გაიცემა.

    დასკვნით ღონისძიებაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ახალი მოდელი, შევთანხმდნენ საბოლოო ვარიანტზე, რომელიც 2021 წლიდან სრულად ჩაეშვება ექსპლუატაციაში.

  • თურქეთის საელჩოს განცხადება თბილისის მერიისათვის შშმპ ლიფტების გადაცემის შესახებ

    თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ქ. თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში გაადგილების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქის ცენტრში (მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში სამ ლოკაციაზე ექვსი შშმპ ლიფტის (ფლატფორმის) მონტაჟს უზრუნველყოფს. საერთაშორისო საბაზრო ფასებით პროექტის ღირებულება 100 000 აშშ.დოლარს შეადგენს.

    თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგნეტოს მიერ პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ლიფტები ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტულ გადაადგილებას ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში, რაც დადებითად იმოქმედებს მათ სოციალურ აქტიურობაზე.

  • თბილისის მერი მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო

    თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.

    დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი შეიცვლება.

    „დაახლოებით, ერთი საათით მეტროს მუშაობა შეფერხდა. უსაფრთხოების მიზნით, ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა აღარ ხდებოდა. პრობლემა იყო ის, რომ ძლოვანი კაბელი დაზიანდა. ახლა მიმდინარეობს დაზიანებული კაბელის აღდგენა და პრობლემა სრულად მოგვარდება. მეტრო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშობას. თბილისში მეტრომ ფუნქციონირება 1966 წელს დაიწყო და შემდეგ ეტაპობრივად, წლების განმავლობაში, სხვადასხვა სადგურები ემატებოდა. მას შემდეგ, ეს ძლოვანი კაბელი არ შეცვლილა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ვისაუბრე იმაზე, რომ 450 კმ ძალოვანი კაბელის მთლიანად გამოცვლა გვაქვს დაგეგმილი. ამაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება. ტენდერი უკვე ჩატარებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

    მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ივნისში დაიწყება. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.

    ამასთან, კახა კალაძემ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, კერძოდ, აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა, რომელიც აღნიშნულ პროექტს მერიასთან ერთად ახორციელებს.

    „მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. 15 ვაგონის რეაბილიტაცია ხდება და ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჩვენ ამით უკვე ამოვწურეთ იმ ვაგონების განახლება, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა. შემდეგი ეტაპი ახალი სამგზავრო ვაგონებით ჩანაცვლება იქნება, რადგან მათი ძირითადი ნაწილი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. შესაბამისად, ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შესყიდვა მოგვიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი გაეცნენ.

  • მამუკა ბახტაძე: „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს

    პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ყურადღება მთავრობის თავდაცვის პოლიტიკაზე გაამახვილა. „ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ნიშნავს ჰარმონიზაციას ყველა მიმართულებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით. არსებული ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების სრულიად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. პირველ რიგში, ეს გახლავთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და სამი კვირის წინ, მე ამაზე დეტალურად ვისაუბრე. ეს გახლავთ სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბება, რომლის საპილოტე პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება და, რა თქმა უნდა, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოტენციალი, რომელსაც სჭირდება გამოყენება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად უნდა იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას იხილავს, რომელიც მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

  • თბილისში პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

    თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება. როგორც  დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/ გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი. 

    მათი ინფორმაციით, მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

    კერძო ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;

    ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;

    ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის - მხოლოდ სახელმწიფო ნომერი. 

    ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით. 

    როგორც მერიაში განმარტავენ, მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური