აიუფ ბორჩაშვილს სასამართლოში ერთ-ერთი დაკავებულის დედა დაუპირისპირდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 15:54

უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ ორგანიზაციებში ადამიანების გაწევრიანების ორგანიზებას და დახმარებაში ბრალდებული აიუფ ბორჩაშვილის და მასთან ერთად დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი კუპრავას დედა დაიკითხა, რომელმაც აიუფ ბორჩაშვილს პირდაპირ  ბრალი დასდო სირიაში ახალგაზრდების საომრად გაგზავნაში. მისი თქმით ბორჩაშვილმა მის შვილს სარწმუნოებაც შეაცვლევინა და ისლამი მიაღებინა:

„რაც სიმართლეა ის ვთქვი, რა თქმა უნდა ცდილობდა გაეგზავნა ჩემი შვილი საბრძოლო მასალად სასაკლაოზე“- განაცხადა გიორგი კუპრავას ელენე დენისოვამ ჟურნალისტებთან.

აიუფ ბორჩაშვილი სპეცოპერაციის შედეგად 2015 წლის ზაფხულში დააკავეს.

წაკითხულია 512 ჯერ

Related items

  • ​პანკისელი პედაგოგები ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

    პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბელგიაში გრძელდება.

    ვიზიტის ფარგლებში 6 თებერვალს გაიმართა მასწავლებლების შეხვედრა ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ალექსანდრე მაისურაძესთან.

    შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიის, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. ყურადღება გამახვილდა მასწავლებლების ინფორმირების აუცილებლობასა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.

    „ასეთი სახის შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. მასწავლებლებს და სკოლის ხელმძღვანელებს პანკისის ხეობიდან, საშუალება მიეცათ ალიანსის მაღალი დონის წარმომადგენლებთან და ჩვენთან შეხვედრის განმავლობაში სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არა მხოლოდ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის თაობაზე, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რადგან ამ შეხვედრით საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე,“ - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

    ვიზიტის მეორე დღეს, პედაგოგები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების რეგიონულ კოორდინატორს, დესპინა აფენტოულის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის წარმომადგენელს, მაგდალენა გრონოსს შეხვდნენ. ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა, პერსპექტივები და რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის საკითხები შეხვედრის მთავარი თემა იყო.

    პროექტი შერიგებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა მიერ ხორციელდება, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

    პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

  • პრემიერ-მინისტრი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა

    სხდომის დაწყებამდე მინდა, შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას - ეს არის ტერორიზმი - გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ის არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო.
    ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი და დაგვეჭრა - ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
    მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს.
    სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს.
    მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, თავიანთი დამოკიდებულებით, არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია.
    ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

  • სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

    სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 39 წლის ვახა ბუგიევი სირიაში 2015 წელს წავიდა და ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" პანკისის მცხოვრებლებზე დაყრდნობით  ავრცელებს. 

    ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ვახა ბუგიევი საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.

    გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა, მას ცოლი და სამი შვილი დარჩა.

  • ბორჩაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა დასრულდა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა დასრულდა . სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ,რომ დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ორი თვის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპროტში დააკავეს . ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • განათლების სამინისტროში პანკისელ ახალგაზრდებს უმასპინძლეს

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. დუისელ მოზარდებს, თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ამუშვებული კითხვის კლუბის წევრებმა, სუსტადმხედველი მოზარდებისა და თემში მდებარე 77-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სოციალიზაციის მიზნით დაგეგმილი აქტივობები გააცნეს და ურჩიეს, მათაც შექმნან კითხვის კლუბი, რომელიც საერთო მიზნის გარშემო გააერთიანებს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტ, ჩეჩენ და ახმეტის რაიონის საჯარო სკოლების მოზარდებს.

    სამინისტროში მყოფ მოსწავლეებს ასევე  შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

     

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური