ნინო გვენეტაძის პასუხი მამუკა ახვლედიანს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 14:04

მამუკა ახვლედიანს ნინო გვენეტაძე პასუხობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს  და განმარტავს, რომ მამუკა ახვლედიანის გადაყენება კანონიერი იყო.

"გადაწყვეტილება გამოქვეყნდება, ის კანონიერია და აქვს საფუძველი. მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება იდაოს გადაწყვეტილების თაობაზე," - აცხადებს ნინო გვენეტაძე. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მამუკა ახვლედიანი ახალ ბრალდებებს უყენებს. ტესტების სკანდალზე ჩატარებულ შიდა მოკვლევას თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ეჭვქვეშ აყენებს. მამუკა ახვლედიანისთვის გაუგებარია ლევან მურუსიძემ, რომელიც საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეცაა, რა მეთოდოლოგიით გამოარკვია კონფიდენციალური ტესტების გამტანი პირები.

ახვლედიანი მისი გადაყენების გასაჩივრებასაც გეგმვას, სავარაუდოდ, ის სპეციალური სარჩელით სასამართლოს მიმართავს. 

წაკითხულია 492 ჯერ

Related items

  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება გადადგომის შესახებ

    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე ავრცელებს განცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ.

    ამასთან, მოკლედ მიმოიხილავს 2015 წლის 20 მარტიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში გატარებულ სარეფორმო ღონისძიებებს:

    1. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის წარმატებით განხორციელება, რაც გულისხმობს საერთო სასამართლოების სისტემაში შემოსულ საქმეთა შემთხვევითი, ელექტრონული წესით განაწილების დანერგვას და მის წარმატებით ამუშავებას; თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე თანამედროვე დატა ცენტრის გამართვას, რომელიც ემსახურება საქმეთა ელექტრონულ განაწილებას. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას და მის ეფექტურ ფუნქციონირებას; სასამართლო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესის ეტაპობრივ დანერგვას.

    2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მართლმსაჯულების ხუთწლიანი სტრატეგიისა  და ორწლიანი სამოქმედო გეგმის მიღებას; წარმატებული ერთწლიანი პერიოდის - ანგარიშის პრეზენტაციას ფართო საზოგადოების წინაშე.

    3. პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში   არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას და ამოქმედებას; მიმდინარე სამუშაოებს სასამართლო პრაქტიკის განზოგადებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებზე.

    4. მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში აქტიურ საქმიანობას საქართველოს პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რაც უახლოეს მომავალში დაგვირგვინდება ახალი საკანონმდებლო ნოვაციებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. კერძოდ, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების - დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწას;  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალე საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების შემუშავებას და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას; კომერციული პალატების ფუნქციონირების წესის საკანონმდებლო რეგლამენტაციას  და სასამართლოთა განტვირთვას საქმეთა ჭარბი ნაკადისაგან.

    5. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა.

    6. საერთო სასამართლოების სისტემაში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ დაახლოებით ორმოცზე მეტი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი კორპუსის (სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის) დასრულება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის საპროექტო სამუშაოების მომზადება.

    აღნიშნულ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით საელჩოებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ყველა მნიშვნელოვან სარეფორმო ეტაპზე აქტიურ მხარდაჭერას ახორცილებდნენ მართლმსაჯულების სისტემისადმი. ასევე ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაღმავების კუთხით.

    ნინო გვენეტაძე მადლობას უხდის კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ ქართული მართლმსაჯულება ღირსეულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, ღირსეულად მოემსახურება კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის დამკვიდრებას.

  • "თანხები, რომელიც ახვლედიანის განკარგულებაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია"

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები და უნდა ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. 

    „დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან. ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის წინაპირობა და გარანტია, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში, კორუფციული გარიგებების მოწმე აღარ გახდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე გვარამია-ახვლედიანის ფარული აუდიო ჩანაწერის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მტკიცებით ჩანაწერი დამონტაჟებული იყო.

    „საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ახვლედიანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც, ეს უკანასკნელი, სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით. შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    მისივე თქმით, დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნიკა გვარამია უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. საპარლამენტო უმრავლესობსი ლიდერის განცხადებით, მას შემდეგ რა შეკითხვებს პასუხები გაეცა ნაციონალურ მოძრაობამ და ნიკა გვარამიამ დაგეგმეს და განახორციელეს საჯარო პროვოკაციები. „და სწორედ ახლა, როცა შეკითხვებს გაეცა დამაჯერებელი პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

    ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდა „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ალავიძისა და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ნაციონალურ მოძრაობას და ნიკა გვარამიას, სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა, დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან. მანამდე კი, ეწარმოებინათ ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც ზეგავლენა სავარაუდოდ ვერ მოახდინეს თვითონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, იმედი გამოთქვა, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული აქვს თუ არ ადგილი მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების ლეგალიზაციას.

    „იმედი მაქვს, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული, აქვს თუ არა ადგილი რეალურად მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების „უტიფარი“ ლეგალიზაციის შემთხვევას ვინაიდან, თანხები, რომელიც მის განკარგულებაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს კორუფციისგან და პოლიტიკური გავლენებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

     

  • მამუკა ახვლედიანის სარჩელის განხილვა საქალაქო სასამართლოში

    ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. 

    საქმე ეხება სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ახვლედიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

    პროცესის დაწყებამდე, საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა და სისტემაში არსებულ კორუფციაზე გაამახვილა ყურადღება.

  • კობა გვენეტაძე ლარის კურსზე

    ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გაზაფხულზე ლარის კურსი ზედმეტად გამყარდა, ამიტომ შემდეგ მოხდა კურსის კორექტირება იმ დონეზე რაც დღეს გვაქვს. კობა გვენეტაძის განცხადებით, გაზაფხულზე შემცირდა ფულადი გადმორიცხვების კლება. ამავე დროს საქართველოში ვიზიტორების უფრო მაღალი რაოდენობა დაფიქისირდა, იყო დადებითი მოლოდინები. გვენეტაძის თქმით, ყველა ამ კომბინაციამ ლარის გამყარება გამოიწვია - „ჩვენ მაშინაც აღვნიშნეთდა ვფიქრობთ, რომ ეს იყო უფრო ჩქარი, ვიდრე ის ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რომელიც მაშინ არსებობდა. ვფიქრობ, რომ მაშინ ლარის კურსი ზედმეტად გამყარდა, ამიტომ მოხდა შემდეგ კურსის კორექტირება იმ დონეზე რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

    რაც შეეხება სამომავლოდ არსებულ მოლოდინებს ლარის კურსთან დაკავშირებით, კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნულ ბანკს არ აქვს ორიენტირი გაცვლით კურსთან მიმართებაში, რადგან სებ-ის ძირითადი ფუნქცია არის დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება და ამავე დროს ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა - „შესაბამისად, ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე განსაზღვრული და კონკრეტული პროგნოზი გაცვლით კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

     

  • მამუკა ახვლედიანი ნათია გუჯაბიძეზე

    თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ ნათია გუჯაბიძის მიერ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა. ახვლედიანი დარღვევად აფასებს იმ ფაქტს, როდესაც მოსამართლემ შეიძლება მისივე ოჯახის წევრისგან ბინა იქირაოს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რეაგირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მოეხდინა.

    „ამ ფაქტის თაობაზე, როგოც თქვენ, ისე ჩემთვისაც ცნობილი გახდა ტელევიზიით. პრაქტიკაში ზოგადად არსებობს, აუცილებელიც არის და კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რომ მოსამართლეს, რომელიც რეგიონიდან არის, ან ასრულებს მოსამართლის მოვალეობას რეგიონში, მას სახელმწიფო უნაზღაურებს ამ ხარჯებს. რაღაც ტიპის დარღვევა არის ეს და ნამდვილად არ არის სასურველი, რომ ოჯახის წევრს უხდიდეს,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური