ლევან მურუსიძე მამუკა ახვლედიანზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 13:29

ლევან მურუსიძე მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განმარტებას აკეთებს, მისი თქმით ახვლედიანის გადაყენება მისი არაეფექტური მენეჯერობის გამო მოხდა და იუსტიციის საბჭოს ახვლედიანის, როგორც მოსამართლის მიმართ პრეტენზია არ აქვს:

"მამუკა ახვლედიანთან, როგორც მოსამართლესთან, იუსტიციის საბჭოს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ის დღესაც მოსამართლეა, მას უფლება აქვს დღესაც და მომდევნო დღეებშიც დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, რომელიც არის სასამართლოში და არავინ არ აპირებს ამ გამოთქმებთან დაკავშირებით რასაც ის აკეთებს რაიმე დევნა განხორციელდეს. ის რჩება მოსამართლედ.
საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეალურად ის მენეჯმენტი, რომელიც საქალაქო სასამართლოში ხორციელდება არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს – არ იმყოფებოდა ხშირად სასამართლოში, რეალურად ეჭვი დგებოდა საქმეთა მართლზომიერ გადანაწილებებზე და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მენეჯმენტის კუთხით. ის იყო არაეფექტური მენეჯერი, შესაბამისად მოხდა მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენება, მაგრამ მას, როგორეც მოსამართლეს არავითარი უფლება არ შეზღუდვია", - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.

მურუსიძემ ასევე კომენტარი გააკეთა ახვლედიანის ბიულეტენზე ყოფნასა და ვადებზეც:- ""თვითონ აცხადებს, რომ ის ბიულეტენზე იყო 21 რიცხვის ჩათვლით. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს განიხილა 22 რიცხვში. თუ ადამიანი ბიულეტენზეა ის სახლში უნდა იყოს. თუმცა ის აქტიურად დადიოდა სამსახურში, ესეც გამოსაკვლევი საკითხია", - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

 

წაკითხულია 326 ჯერ

Related items

  • "თანხები, რომელიც ახვლედიანის განკარგულებაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია"

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები და უნდა ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. 

    „დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან. ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის წინაპირობა და გარანტია, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში, კორუფციული გარიგებების მოწმე აღარ გახდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე გვარამია-ახვლედიანის ფარული აუდიო ჩანაწერის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მტკიცებით ჩანაწერი დამონტაჟებული იყო.

    „საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ახვლედიანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც, ეს უკანასკნელი, სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით. შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    მისივე თქმით, დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნიკა გვარამია უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. საპარლამენტო უმრავლესობსი ლიდერის განცხადებით, მას შემდეგ რა შეკითხვებს პასუხები გაეცა ნაციონალურ მოძრაობამ და ნიკა გვარამიამ დაგეგმეს და განახორციელეს საჯარო პროვოკაციები. „და სწორედ ახლა, როცა შეკითხვებს გაეცა დამაჯერებელი პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

    ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდა „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ალავიძისა და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ნაციონალურ მოძრაობას და ნიკა გვარამიას, სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა, დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან. მანამდე კი, ეწარმოებინათ ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც ზეგავლენა სავარაუდოდ ვერ მოახდინეს თვითონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, იმედი გამოთქვა, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული აქვს თუ არ ადგილი მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების ლეგალიზაციას.

    „იმედი მაქვს, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული, აქვს თუ არა ადგილი რეალურად მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების „უტიფარი“ ლეგალიზაციის შემთხვევას ვინაიდან, თანხები, რომელიც მის განკარგულებაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს კორუფციისგან და პოლიტიკური გავლენებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

     

  • მამუკა ახვლედიანის სარჩელის განხილვა საქალაქო სასამართლოში

    ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. 

    საქმე ეხება სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ახვლედიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

    პროცესის დაწყებამდე, საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა და სისტემაში არსებულ კორუფციაზე გაამახვილა ყურადღება.

  • მამუკა ახვლედიანი ნათია გუჯაბიძეზე

    თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ ნათია გუჯაბიძის მიერ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა. ახვლედიანი დარღვევად აფასებს იმ ფაქტს, როდესაც მოსამართლემ შეიძლება მისივე ოჯახის წევრისგან ბინა იქირაოს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რეაგირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მოეხდინა.

    „ამ ფაქტის თაობაზე, როგოც თქვენ, ისე ჩემთვისაც ცნობილი გახდა ტელევიზიით. პრაქტიკაში ზოგადად არსებობს, აუცილებელიც არის და კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რომ მოსამართლეს, რომელიც რეგიონიდან არის, ან ასრულებს მოსამართლის მოვალეობას რეგიონში, მას სახელმწიფო უნაზღაურებს ამ ხარჯებს. რაღაც ტიპის დარღვევა არის ეს და ნამდვილად არ არის სასურველი, რომ ოჯახის წევრს უხდიდეს,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

     

  • ლევან მურუსიძე ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდოვანი, ლევან მურუსიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ლევან მურუსიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წნეხისგან გათავისუფლდა. მისი განცხადებით- "თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი. სასამართლო გათავისუფლდა ოპოზიციისგან".

     

    მურუსიძის თქმით, სასამართლო დღესდღეობით არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის და არც ლევან მურუსიძესია.

    „ზოგიერთს ჰგონია, რომ ცნობილი მულტფილმის მსგავსად, სოფელი სიმღერით აშენდება, მე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს და ყველას, როდესაც საუბრობენ სასამართლოზე, პატივისცემით მოექცნენ სასამართლო ხელისუფლებას. ხარვეზები გვაქვს, მაგრამ სასამართლო დღეს დამოუკიდებელია. ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ სასამართლო არის ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის. სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას სწორად მიაჩნია. მე პატივს ვცემ ყველა იმ მოსამართლეს, ვინც დღეს მართლმსაჯულებას ასრულებს. ეს მოსამართლეები ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. ლანძღვა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“, - განაცხადა მურუსიძემ.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინფორმაციით, როდესაც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, საუბრის თემა სასამართლოში არსებული პრობლემები, მათ შორის, ხელფასების მომატების და სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხები იყო.

    „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა. მოსამართლეები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ყველას მოვუწოზდებ, თავი დაანებონ უპასუხისმგებლო განცხადებებს. ხომ ყველა თანხმდება, რომ ადრე სასამართლოზე ხელისუფლების გავლენები იყო. იმაზეც ხომ ვთანხმდებით, რომ სასამართლო დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადრე იყო. იმედი, მაქვს, მომავალში სასამართლო კიდევ უფრო უკეთესი გახდება. სასამართლო გათავისუფლდა ხელისუფლებისგან, გათავისუფლდა ოპოზიციისგან. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი. გათავისუფლდა ოპოზიციისგან. ეს ეხება ყველა ოპოზიციურ პატიას და ხელისუფლების ყველა შტოს“, - აღნიშა ლევან მურუსიძემ. 

  • არმაზ ახვლედიანის ბრიფინგი -უსმენენ თუ არა ფარულად?

    არმაზ ახვლედიანმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც  განაცხადა, რომ  მას ფარულად უსმენენ. პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა უკანონო მოსმენებში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა და მათ მიღმა მყოფი სამართალდამაცავი სტრუქტურები დაადანაშაულა. 

    არმაზ ახვლედიანმა პარტია ”ქართული ოცნების” დატოვების გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ”ქართული ოცნება” 2012 წელს ნაკისრ მთავარ ვალდებულებებს არ ასრულებს, რის გამოც ის მმართველ ძალას გაემიჯნა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური